პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

- ამისთვის დედას ინიციატივა უნდა ჩამოართვათ - კონფლიქტს ფიზიკურად გაექცეთ. მარტივად რომ ვთქვათ, დაიწყებს თუ არა დედა თქვენთან კამათს, მიატოვეთ, ხოლო მოგვიანებით მოწმეების გარეშე დაუბრუნდით საუბრის თემას.

  • მამაკაცი, რომელიც ძალიან მიყვარს, ფეხბურთით არის გატაცებული. ახლა ის უარს ამბობს, გაემგზავროს ძალიან მნიშვნელოვან მატჩზე, რადგან ეს თამაში ჩემი დაბადების დღეს ემთხვევა. ვცადე დამერწმუნებინა, რომ ასეთი მსხვერპლი არ მჭირდება, მაგრამ მას არაფრის გაგონება არ სურს. როგორ მოვიქცე? ანა, 31 წლის

- ნუ შეეცდებით მის გადარწმუნებას. მას სურს, თქვენი დაბადების დღე თქვენთან ერთად გაატაროს, რადგან ეს მისთვის ფეხბურთზე მნიშვნელოვანია. ჩათვალეთ, რომ ეს სიყვარულის სახელით ჩადენილი პატარა გმირობაა. თუ თქვენ უარს იტყვით ამ ”მსხვერპლის” მიღებაზე, ამით საყვარელი მამაკაცის მიმართ უპატივცემულობას გამოიჩენთ. გარდა ამისა, მას შესაძლოა ეგონოს, რომ დაბადების დღეს მასთან ერთად ყოფნა არ გსურთ.

 

  • 18 წლისა სიყვარულით გავთხოვდი. მალევე დავორსულდი, მაგრამ მუცელი მომეშალა. მას შემდეგ ჩემი ქმარი გაცივდა, აგრესიული გახდა, ერთხელ გამარტყა კიდეც, მერე კი ფიზიკური შეხება ჩვევად ექცა. მესმის, რომ ამის შემდეგ მასთან ყოფნა აღარ შეიძლება, მაგრამ ის ჩემი პირველი და ერთადერთი მამაკაცია. როგორ მოვიქცე? ქეთი, 21 წლის

- მაშინაც კი, როცა სიტუაცია ასე რთულდება, სერიოზული ურთიერთობის დასრულება საკმაოდ ძნელია, თუმცა სტატისტიკა ცხადყოფს: ქმრები, რომლებმაც ცოლებზე ხელი აღმართეს, მომავალში კიდევ უფრო აუტანლები ხდებიან. ოჯახის შესანარჩუნებლად ერთადერთი გამოსავალი ფსიქოთერაპიაა, თუმცა ასეთი მამაკაცის სპეციალისტთან მისვლაზე დაყოლიება ძალიან გაგიჭირდებათ. კიდევ ერთი: ნურაფერს დააბრალებთ საკუთარ თავს. არ არსებობს მიზეზი, რომელმაც შეიძლება მამაკაცს მეუღლის ცემა აიძულოს, გარდა მისივე ბუნებაში ჩადებული ბნელი ინსტინქტისა. ბავშვის დაკარგვა კი არაფერ შუაშია. მერწმუნეთ, ეს თუ არა, სხვა საბაბი გამოჩნდებოდა... დაფიქრდით, გიღირთ კი ამდენ ტანჯვად მის გვერდით ყოფნის სიხარული? ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 

  • მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობთ. ორივე ვმუშაობთ. სამსახურში ძალიან ვიღლები, შინ დაბრუნების შემდეგ კი იწყება ცნობილი სცენარი: ვახშამი, ბავშვი, დალაგება, დარეცხვა... ჩემი ქმარი კი ტელევიზორთან, სავარძელში მოკალათდება ხოლმე და აცხადებს, რომ ძალიან დაიღალა. მხოლოდ ღამით ვგრძნობ მის სიყვარულს... დალი, 34 წლის

- თავდაპირველად ეცადეთ, ქმარს სხვა თვალით შეხედოთ, შემდეგ გადადგით მეორე ნაბიჯი - გაიხსენეთ თქვენი გაცნობა. რით მოგხიბლათ მან? როცა გადაწყვიტეთ, ბედი მისთვის დაგეკავშირებინათ, ხომ სავსებით გაკმაყოფილებდათ? შეხედეთ თქვენს ურთიერთობას არა როგორც შეჩერებულ სცენას (თქვენ - ქვაბებთან, ის - სავარძელში), არამედ როგორც ისტორიას, რომელსაც აქვს წარსული, აწმყო და მომავალი. ამ შემთხვევაში ქმართან სასაუბროდ იოლად იპოვით ისეთ სიტყვებს, რომელთაც ის აუცილებლად შეისმენს.

 

  • ჩემი გოგონა ნამდვილი ფანტაზიორია. ძალიან უყვარს ზღაპრები და თვითონაც იგონებს ისტორიებს. ახლახან მეგობრებს უამბო, რომ ჩვენი აგარაკის სხვენზე ფერია დასახლდა, მეგობრებმა კი დასცინეს. მის წარმოსახვაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ძალიან მაწუხებს, რომ ბავშვები ჩემს შვილს სასაცილოდ იგდებენ... ეკა, 29 წლის

- აუხსენით თქვენს გოგონას, რომ მისი ისტორიები ძალიან საინტერესოა, მაგრამ ყველასთვის მათი მოყოლა საჭირო არ არის. უმჯობესი იქნება, თუ ფერიების შესახებ მხოლოდ თქვენ და რამდენიმე ახლობელს გეცოდინებათ. დაე, ეს თქვენი ოჯახური საიდუმლო იყოს.


 

 

  • საკმაოდ მკაცრად მზრდიან. ბიჭი, რომელიც მომწონს, მოშორებით ცხოვრობს და ჩემთან მოსვლა მხოლოდ საღამოობით შეუძლია. არ ვიცი, როგორ ვუთხრა, რომ სასეირნოდ მხოლოდ საღამოს ათ საათამდე შემიძლია წასვლა. როგორ მოვიქცე? შევეცადე, ამეხსნა მშობლებისთვის, მინდა, შეყვარებულს შევხვდე-მეთქი, მაგრამ მიპასუხეს, რომ ამისთვის პატარა ვარ და ჯერ მხოლოდ სწავლაზე უნდა ვიფიქრო. თამუნა,  16 წლის

- როგორც ჩანს, ყოველგვარ პრობლემას ისე ხვდებით, თითქოს ამაში მხოლოდ თქვენ იყოთ დამნაშავე. რატომ გერიდებათ შეყვარებულისთვის იმის თქმა, რომ მშობლებს ასეთი პოზიცია აქვთ? თქვენ ხომ არ აგებთ პასუხს მათ საქციელზე?! გაანდეთ მეგობარს, რა პრობლემები გაქვთ შინ. სირთულეებს ერთად უფრო ადვილად გაუმკლავდებით.

 

  • სამი წელია, ერთ ბიჭს ვხვდები. მეჩვენება, რომ ტყუილად ვკარგავ დროს. ვხვდები, რომ ეს ის ადამიანი არ არის, რომელზეც ვოცნებობ, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე თავი, დავშორდე, რადგან მეშინია, რომ მარტო დავრჩები. როგორ დავძლიო ეს შიში? ნანიკო, 21 წლის

- როგორც ჩანს, გსიამოვნებთ სიმპათიურ ახალგაზრდასთან ერთად ხალხში გამოჩენა, დაქალებთან საუბრისას მისი ხსენება: ”ჩემმა შეყვარებულმა გუშინ ის მითხრა, ასე გააკეთა...” და ა.შ. მაგრამ მასთან ურთიერთობის დადებითი მხარე აქ მთავრდება. სინამდვილეში მართლაც კარგავთ დროს, რომელიც შეიძლება თქვენი ნამდვილი ”ნახევრის” საპოვნელად გამოიყენოთ. მარტონი კი ის ქალები რჩებიან, რომელთაც არ სურთ კომპრომისზე წასვლა არც სხვებთან და არც საკუთარ პრინციპებთან. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.

 

mkurnali.geჩემმა დაქალმა შეიტყო, რომ ოფისში, სადაც მე ვმუშაობ, ვაკანსია გამოჩნდა და დაჟინებით მთხოვს, მოწყობაში დავეხმარო. მისმა თხოვნამ შემაფიქრიანა. ის შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ იმდენად არაორგანიზებული და არაპუნქტუალური, რომ ვიცი, ოფისში ნამდვილ ქაოსს შექმნის. როგორ ავუხსნა, რატომ არ შემიძლია მისი თხოვნის შესრულება? ელენე, 27 წლის

- რაკი ამ გოგონას სამსახურში მიღება თქვენი გადასაწყვეტი არ არის, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და ნუ განსჯით, რამდენად შეეფერება ის ამ ვაკანსიას. ამაზე უფროსმა უნდა იფიქროს, თქვენ კი შეატყობინეთ მას, რომ იცნობთ შესაფერისი განათლებისა და სათანადო გამოცდილების მქონე ადამიანს, შეგიძლიათ, გულწრფელად აღნიშნოთ მეგობარი გოგონას ღირსებებიც და ნაკლიც. შესაძლოა, არაორგანიზებულობა მისმა კომუნიკაბელურობამ, გულწრფელობამ და სხვა თვისებებმა გადაწონოს. თუ ხელმძღვანელი უარს იტყვის მასთან გასაუბრებაზე, დელიკატურად შეატყობინეთ ეს თქვენს მეგობარს, მომავალში კი ფაქიზად მიანიშნეთ იმ ნაკლოვანებებზე, რომლებმაც შესაძლოა სამსახურის პოვნაში ხელი შეუშალოს.