ტკივილი და მისი აღქმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკივილი და მისი აღქმა

კუნთების ბრალია?

ხშირად უსიამოვნო შეგრძნებები გამოწვეულია კუნთების დაზიანებით, რაც, თავისი მხრივ, იმის ბრალია, რომ სისხლით მომარაგება დაირღვა და კუნთებს მოაკლდა სიცოცხლისთვის აუცილებელი ჟანგბადი, ვიტამინები და საკვები ნივთიერებები. ამ წერტილებიდან ხდება ტკივილის გადაცემა ე.წ. კუნთური ფასციით. რა არის ფასცია? - ეს ერთგვარი "ფირია", რომლითაც დაფარულია კუნთი. ჩვენი კუნთები ერთმანეთს ფასციებით უკავშირდება, ასე ვთქვათ, ერთმანეთში გადადის. ამგვარად წარმოიშობა შორეული ტკივილის მექანიზმი. ამასთან, დაზიანებული უბანი შეიძლება "ჩაჩუმდეს" და არაფრით გამოამჟღავნოს თავისი არსებობა, ტკივილი კი ვიგრძნოთ "სრულიად უდანაშაულო" ფეხში, ხელში, საფეთქელში, მუცელში... ტკივილის გამოწვევა შეუძლია არა მარტო დაზიანებულ კუნთს, არამედ ნერვსაც. ამის ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ნერვის დაზიანება მკურნალობის სულ სხვაგვარ საშუალებებსა და მეთოდებს მოითხოვს. თუ "დამნაშავე" ნერვია, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, თუ კუნთი - საკმარისი აღმოჩნდეს სამკურნალო ფიზკულტურაც. თუმცაღა, "პროვოკატორის" გამოვლენა მხოლოდ ექიმს შეუძლია. ჩვენ კი უნდა გვახსოვდეს: ვიგრძნობთ თუ არა ტკივილს, უნდა მივიღოთ ტკივილგამაყუჩებელი. გაძლებამდე ნუ მოითმენთ. გამონაკლისია მწვავე ტკივილი მუცლის ღრუში - ამ შემთხვევაში არ მიიღოთ არავითარი აბი, მაშინვე გამოიძახეთ ექიმი. თუ ტკივილმა გამაყუჩებლის მიღების შემდეგაც არ გაგიარათ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

მიეცით სტრესს გზა

როგორც ჩანს, ტყუილ-უბრალოდ როდი ამბობენ, რომ ყველა დაავადება ნერვებიდან იღებს სათავეს. ძლიერი სტრესი ასევე შეიძლება მტკივნეული შეგრძნებების მიზეზად იქცეს. საქმე ის არის, რომ ძლიერი განცდის დროს სისხლში დიდი რაოდენობით გადმოიტყორცნება ჰორმონები, მაგალითად, ადრენალინი. ეს ჰორმონები კუნთების შეკუმშვას იწვევს, რაც გაქცევის სურვილს წარმოშობს. წარმოიდგინეთ, რომ ღამით ქუჩაში ვიღაც აგეკიდათ. რას იზამთ? რა თქმა უნდა, გაიქცევით. ეს არის ნორმალური, ბუნებრივი რეაქცია სტრესულ სიტუაციაზე. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ საფრთხეს გიქმნით ოფისში მჯდომი შეფი და გასაქცევიც არსად გაქვთ. მაშასადამე, სტრესი ფიზიკურ მოქმედებაში ვერ გადავა და შესაძლოა, ტკივილით გამოვლინდეს.  ახლა წარმოიდგინეთ სხვა შემთხვევა. მაგალითად, გრძნობთ ტკივილს გულის არეში. რა თქმა უნდა, გგონიათ, რომ ეს გულის ბრალია. მიდიხართ ექიმთან და ირკვევა, რომ თქვენს გულს ყველაფერი რიგზე აქვს. სინამდვილეში, აი, რა მომხდარა: თქვენს რომელიღაც ახლობელს ამ ასაკში გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონია, თქვენ კი მისი ტკივილი და საწუხარი საკუთარ თავზე გადაგიტანიათ. ნუ გაგიკვირდებათ, ასეთი რამ ხშირად ხდება.

ბევრი ჟანგბადი!

ჟანგბადის უკმარისობამაც შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს. წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ დიდი ქალაქიდან მოშორებით, სადაც ჰაერი სუფთაა. ხოლო როცა დახურულ, გაუნიავებელ შენობაში ხვდებით, თავი გტკივდებათ. ნაცნობი სიტუაციაა? ეს იმიტომ, რომ ირღვევა აირთა ცვლა. არსებობს საწინააღმდეგო ვარიანტიც: მთელი კვირა ზიხართ ოფისში, სადაც არ არის სუფთა ჰაერი, ხოლო როცა, ბოლოს და ბოლოს, ბუნების წიაღში ხვდებით, უეცრად თავის ტკივილი გივარდებათ. ასეთი რამ განსაკუთრებით მძაფრად შეინიშნება გაზაფხულზე, ტყეში, წვიმის შემდეგ. საქმე ის არის, რომ ასეთ ჰაერში ჭარბადაა ოზონი, ეს კი მავნებელია. ტკივილი ვერ იტანს გულგრილობას. როგორიც არ უნდა იყოს იგი: უეცარი თუ მკვეთრი, ყრუ თუ გაუსაძლისი, - აუცილებლად უნდა მივიდეთ ექიმთან, თუნდაც იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაავადების წარმოშობა. ჩვენ მივეჩვიეთ ტკივილის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას. მართლაც, რა არის მასში კარგი... მაგრამ, მეორე მხრივ, მადლიერნი უნდა ვიყოთ ბუნებისა, რომ არსებობს ტკივილი, რომელიც გარემოსთან ადაპტაციაში გვეხმარება - მიგვახვედრებს, რომ ხელი უნდა მოვაშოროთ ცეცხლს, დავემალოთ მწველ მზეს... არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დაბადებიდანვე არ გააჩნიათ ტკივილის აღქმის უნარი (დაზიანებული აქვთ ცენტრალური თუ პერიფერიული ნერვული სისტემა). ჩვეულებრივ, ისინი ადრევე იღუპებიან ტრავმებისგან.