ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

არიან ძალზე ემოციური და მგრძნობიარე ადამიანები, რომლებიც ნაკლებად მტკივნეულ სიტუაციას მეტისმეტად მუქ ფერებში ხედავენ და აგრესიულადაც რეაგირებენ. მოლოდინი, რომ აბუჩად აიგდებენ და დაამცირებენ, უმძაფრდება კარგად განვითარებული ეგოს მქონე პიროვნებას, თუ ეს ეგო შებღალულია. დამცირების შიში აქ ზომაზე მეტადაა გამოხატული. ზოგჯერ ეს მოჩვენებითობა ჰიპერტროფირებულია. ასეთი განცდების პირველწყარო ყოველთვის ეგოს შებღალვაა. როცა ადამიანს ეშინია, სხვის თვალში არ დაეცეს, ესე იგი, მას დაბალი თვითშეფასება აქვს. ასეთი ადამიანი ნაკლებად თავდაჯერებულია, ვერ ფლობს საკუთარ თავს, ვერ ახერხებს უთხრას სხვას, რომ არ მოსწონს მისი ქცევა ან არ სიამოვნებს ეს სიტუაცია და ა.შ. ვიღაცამ ისეთი თანაგრძნობა ვერ გაგიწიათ, როგორსაც მოელოდით? - ამან დეპრესიაში არ უნდა ჩაგაგდოთ, თავი პატივაყრილად არ უნდა ჩათვალოთ. ეს თქვენს ფსიქიკაზე და, საზოგადოდ, ჯანრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. სხვების გულგრილობა ყოველთვის არ უნდა მიიღოთ თავმოყვარეობის შელახვად. თავი მათ ადგილას წარმოიდგინეთ და ეცადეთ, იყოთ უფრო მიმტევებელი, უფრო სათნო, მოსიყვარულე, მზრუნველი, ყურადღებიანი და, შესაბამისად, ჯანმრთელი. ამისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

1. ახლობელთან ურთიერთობისას იყავით გულახდილი, ნუ დამალავთ გრძნობებს, გაუზიარეთ თქვენი საწუხარი, ყურადღებით მოუსმინეთ მეგობრებს და პატივი ეცით მათ გრძნობებს.

2. თუ გგონიათ, რომ ახლობლებს თქვენი არ ესმით, შეეცადეთ, იპოვოთ ის, ვინც მოგისმენთ, გულითადად მოგეპყრობათ და გაგიგებთ.

3. აღიარეთ თქვენი შეცდომები და თავადაც გამოიმუშავეთ მიტევების უნარი - ეს ხომ გულთბილი და გულწრფელი ურთიერთობის საწინდარია! შეცდომების აღიარებით დიდ შვებას იგრძნობთ. მიტევება კიდევ უფრო სასიამოვნოა. ურთიერთობაც ადვილი ხდება.

4. იზრუნეთ ახლობლებზე - ამით საკუთარ თავსაც უშველით. სხვებზე ზრუნვა კმაყოფილებას მოგგვრით, თავდაჯერებას შეგმატებთ. საკუთარ პრობლემებთან მარტო აღარ დარჩებით. ეს სირთულეთა გადალახვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

5. შეეხეთ ადამიანებს. ბევრს უჭირს, შეხებით გამოხატოს დამოკიდებულება. გულცივობას, უნდობლობას ხშირად დეპრესიამდე, ავადმყოფობამდე და სიკვდილამდეც კი მივყავართ. გაუწოდეთ ხელი მეგობრებს, ჩამოართვით, გულში ჩაიკარით, სითბო აგრძნობინეთ და ამით საკუთარ თავს სიცოცხლის ხალისი, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე აჩუქეთ!

დიალოგი საკუთარ თავთან

დიალოგი ზოგჯერ საკუთარ თავთანაც უნდა გამართოთ. იმის გასარკვევად, რამდენად ჯანსაღი ფსიქიკა გაქვთ, განმარტოვდით და საკუთარ თავს კითხვები დაუსვით. ურთიერთობა ადამიანის მთავარი მოთხოვნილებაა, ურთიერთობის უნარი კი მთავარი ღირსება, მაგრამ ყველას არ შესწევს ამისთვის ძალა და არ გააჩნია ამისთვის საჭირო თვისებები. ზოგს აშინებს ხალხთან ურთიერთობა, გაურბის კონფლიქტს. სულიერად ჯანსაღი ადამიანები ცდილობენ, ზედმიწევნით გამოხატონ თავიანთი გრძნობები. ისინი არც სქესობრივი სტერეოტიპებით იზღუდებიან. თანამედროვე მოწიფული მამაკაცი არ ცდილობს, თავისი ჭეშმარიტი გრძნობების დასაფარავად ქალს მკაცრ რაინდად მოაჩვენოს თავი, არ ეშინია, რომ ემოციების გამომჟღავნება მის ვაჟკაცობას დაამცირებს. არც თანამედროვე, გამოცდილ, პროგრესულად მოაზროვნე ქალს აშინებს აგრესიულის რეპუტაცია. იგი თამამად გამოხატავს თავის პოზიციას და საზოგადოებაში აქტიურ თვითდამკვიდრებას ამჯობინებს მორჩილისა და პასიურის, დამცირებულის როლს.

ადვილად იღებთ უარს?

ყველა ადვილად ვერ იპყრობს სიმაღლეებს, ცხოვრება მკაცრია და ზოგჯერ უარს ამბობს ჩვენი ოცნებების ახდენაზე, ჩვენი ამბიციების დაკმაყოფილებაზე. ცხოვრების ამ უარს ბევრი ტრაგედიად აღიქვამს. სულიერად მტკიცე და ჯანსაღი  ადამიანები აცნობიერებენ, რომ უარი კატასტროფა არ არის; ამას გამოცდად მიიჩნევენ და ცდილობენ, დაძლიონ აღშფოთება და წყენა, რადგან ამით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს მიაყენებენ ზიანს.

ხშირად მომდის კამათი ქმართან. ძალიან განვიცდი, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ზოგჯერ მეჩვენება, რომ საერთოდ არ ესმის ჩემი. როგორ გამოვნახო მასთან საერთო ენა? სალი, 25 წლის

როცა ერთმანეთი გაიცანით, ალბათ გეჩვენებოდათ, რომ მას შეეძლო, ყველაფერი თქვენს თვალებში ამოეკითხა, ახლა კი ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს თქვენი მეუღლე სხვა პლანეტაზე ცხოვრობს და იქამდე ხმის მიწვდენა გიჭირთ. იცით თუ არა, რომ ქალი და მამაკაცი სხვადასხვანაირად გამოხატავენ გრძნობებს და სხვადასხვანაირად აღიქვამენ ინფორმაციას? "შენ ჩემი არ გესმის!" - ყვირის ქალი. "რატომ გგონია? მე შემიძლია, სიტყვასიტყვით გავიმეორო, რაც თქვი! მით უმეტეს, რომ შენ ეს ყველაფერი უკვე რამდენჯერმე წარმოთქვი!" - გაოცებით პასუხობს მამაკაცი.

რატომ არის ასე?

გრძნობა და გონება

გიორგი დიდი ხანია მიხვდა, რომ თამუნა, მისი მეუღლე, სულ სხვა რამეს ამბობს და სულ სხვა რამეს ელის სინამდვილეში. როცა თამუნა სამსახურიდან დაღლილი ბრუნდება და უგუნებოდაა, მეუღლე ცდილობს, კოცნით გაახალისოს და ახერხებს კიდეც; თბილად ხვდება, ეკითხება, როგორ ჩაიარა დღემ. თამუნა კი მადლიერების ნიშნად მოთმინებით იტანს გიორგის ნაკლოვანებებს და ცდილობს, უფრო გასაგებად გამოხატოს თავისი სურვილები.

მცირე ხანი

ამერიკელმა მეცნიერებმა ოჯახურ წყვილებზე მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს შეუძლიათ, ყურადღებით უსმინონ ცოლს... მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში. ასე რომ, ქალბატონებო, თუ გსურთ, რაიმე უთხრათ მეუღლეს, მაქსიმალურად მოკლე ფრაზაში ჩაატიეთ. რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციის შესრულება იოლი არ არის. როცა ახალგაზრდა ქალი საკუთარ პრობლემაზე ლაპარაკობს, ის მთელი არსებით ამაშია ჩართული: თავს უყრის აზრებს, არკვევს გრძნობებს. მამაკაცი კი საპირისპიროდ იქცევა: ის დუმს, თავის თავში იკეტება, რადგან შიშობს, წონასწორობიდან არ გამოვიდეს.

ეძებეთ ნიუანსები

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება - ქალს შეუძლია, ერთდროულად ტელეფონით ესაუბროს მეგობარს, თვალი ადევნოს ბავშვს და მოამზადოს ვახშამი, მამაკაცს კი მხოლოდ ერთ საქმეზე შეუძლია კონცენტრირება. როცა ის ტელევიზორში ფეხბურთს უყურებს, თქვენს ტირადას ვერ გაიგებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გულგრილია თქვენი და თქვენი გრძნობების მიმართ. უბრალოდ, მისთვის ძნელია, რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ფიქრი. ამიტომ თუ მეუღლესთან საუბარი გსურთ, ჯერ გაარკვიეთ, ნამდვილად შეუძლია თუ არა მას, დაგითმოთ დრო. შეამჩნიეთ, რომ საუბრისას თქვენი საყვარელი მამაკაცი ღიზიანდება? ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სიტყვებს: იქნებ თქვენი რეპლიკები საყვედურს ჰგავს, იქნებ ცდილობთ მიანიშნოთ, რომ რაღაც არასწორად გათვალა, გსურთ მდგომარეობის გამოსწორება, მზრუნველობის გამოხატვა, მას კი ჰგონია, რომ არ ენდობით. მოსმენის ნიჭი თანდაყოლილი არ არის, ის შეიძლება შეიძინოთ, თუ გულწრფელად შეეცდებით საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვას.