საარჩევნო ტექნოლოგიები და მოსახლეობაზე ზემოქმედების საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საარჩევნო ტექნოლოგიები და მოსახლეობაზე ზემოქმედების საშუალებები

- ბატონო გიგლა, სჭირდებათ თუ არა პოლიტიკოსებს ამომრჩევლის კრიტიკული აზროვნება?

- პოლიტიკოსებს არავითარ შემთხვევაში არ სჭირდებათ მოაზროვნე საზოგადოება. ამის გამოხატულებად მიმაჩნია ის, რომ ამერიკასა და ევროპაში ანალიტიკური ჟურნალისტიკა ერთხანს პრაქტიკულად კედელთან იქნა მიყენებული. დარგის თეორეტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ საკმარისი იყო, ჟურნალისტს მკითხველამდე ფაქტები მიეტანა. შედეგად ჟურნალისტიკამ მასის აღზრდის ფუნქცია დაკარგა. ხალხში კრიტიკული პოლიტიკური აზროვნების აღზრდა კი სწორედ მედიის საქმეა.

- რა ტექნოლოგიებს იყენებენ პოლიტიკოსები ხალხის მასების დასამორჩილებლად?

- ჭკვიანი პოლიტიკოსების არსენალში კარგა ხანია მოიძებნება ტვინის გამორეცხვის ტექნოლოგიები, რომელთა მთავარი ინსტრუმენტი ელექტრონული მედიაა, თუმცა ისეც ნუ გაიგებთ, თითქოს ბეჭდურ მედიას არავითარი წვლილის შეტანა არ შეეძლოს ხალხის ზომბირებაში, ფსიქოზამდე მიყვანაში. ცნობილი ტექნოლოგიაა ნეიროლინგვისტური პროგრამირება, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი პირდაპირი ასპარეზია ბეჭდური მედია, თუმცა მისი წილი ამ სივრცეში გაცილებით ნაკლებია. ელექტრონული მედია, დღიდან ამ შესაძლებლობის აღმოჩენისა, იყო, არის და იქნება ავანგარდში, სპეცსამსახურების, ხელისუფლების მაღალი ეშელონების, მმართველი პარტიის მხრიდან მიკროსკოპული დაკვირვების ქვეშ.

- ალბათ უნდა ითქვას ინტერნეტსივრცისა და სოციალური ქსელების მნიშვნელობაზეც...

- სოციალურ ქსელებს ვერ აკონტროლებენ და სწორედ ახლახან ეგვიპტის მოვლენებმა, სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის საელჩოებზე მომხდარმა თავდასხმებმა დაადასტურა, რომ სოციალური ქსელი ხდება მრისხანე იარაღი, რომელსაც ერთმა ექსპერტმა ხატოვნად "პროლეტარიატის იარაღი" უწოდა.

- როდის ჩაეყარა საფუძველი ამ ტექნოლოგიების გამოყენებას?

- XX საუკუნის 50-იანი წლების დამლევს დაიწყო ფსიქოტრონული ტექნოლოგიების სტაბილური გამოყენება როგორც სამეცნიერო სფეროში, ისე ბიზნესში. აშშ-ის სპეცსამსახურებმა შეიტყვეს ეს და დაიწყეს მათი გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის. 60-იან წლებში მთელი ორგანიზაციები იკვლევდნენ მასაზე ზემოქმედების ხერხებს არა მარტო პოლიტიკური, არამედ ბიზნესის კუთხით. დაიწყეს 25-ე კადრის გამოყენება რეკლამებში, რომლებიც მოგვიანებით აიკრძალა. დღევანდელ ქართველ პოლიტიკოსებს, ფსიქიატრებს 25-ე კადრი საცინრად არ ჰყოფნით. თავადაც მისაუბრია რამდენიმე მათგანთან. მათ მიაჩნიათ, რომ ეს დრომოჭმული ტექნოლოგიაა და დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. სამწუხაროდ, ასე არ არის. ამის დასტურად მოვიყვან ფაქტებს: 1999 წელს ევროსაბჭოს პარლამენტმა აკრძალა ევროსაბჭოს ქვეყნებში ფსიქოტრონული ტექნოლოგიების გამოყენება ელექტრონული მედიით. რა თქმა უნდა, აქ, პირველ რიგში, 25-ე კადრი მოიაზრებოდა. სწორედ მაშინ, როდესაც ევროპარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, აშშ-მ ამ ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად დიდი თანხა გამოყო და დღემდე მილიარდობით დოლარს ხარჯავს მის განსავითარებლად. ფსიქოტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით სპეცსამსახურებს თავისუფლად შეუძლიათ ათეულობით ათასი ადამიანის ზომბირება. სსრკ-შიც მაღალ დონეზე იყო განვითარებული ფსიქოტრონული ტექნოლოგიები. მოსკოვში თავად აშშ-ის საელჩოც კი დიდხანს იყო მათი ზემოქმედების ქვეშ - გვიან აღმოაჩინეს. სხვათა შორის, აშშ-ში ეს ტექნოლოგიები აკრძალული არ არის. მაუწყებლის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში, 57-ე მუხლში, კი პირდაპირ წერია, რომ ქართველ მაუწყებელს ეკრძალება ადამიანის ქვეცნობიერზე ფარული ზემოქმედება.

- რამდენად ეფექტიანია ეს აკრძალვა ან ვინ უნდა აკონტროლოს ის?

- კანონმდებლობა ამის მხოლოდ დეკლარირებას ახდენს. ის, რაც კანონით აკრძალულია, ისჯება. ამ შემთხვევაში კი სასჯელის ზომა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, საქართველოში ამას არავინ აკონტროლებს. თუმცა ევროპის ქვეყნებში, სადაც ეს ტექნოლოგიები აიკრძალა, მათი კონტროლის მექანიზმები არსებობს და იყენებენ კიდეც. არის სპეციალური კომისიები, რომლებშიც შედიან ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, პარაფსიქოლოგები, ფსიქოტრონიკის სპეციალისტები და ფიზიკოსები, განსაკუთრებით - ლაზერული ფიზიკის, სიხშირეებისა და აკუსტიკის სპეციალისტები. არსებობს სპეციალური აპარატურაც და 25-ე კადრის შემოწმება პრობლემას არ წარმოადგენს.

- რა არის 25-ე კადრი და რითია ის საშიში?

- დადგენილია, რომ ადამიანის ცნობიერება წამში აღიქვამს ჩვეულებრივი სიჩქარით დატრიალებულ 24 კადრს. თუ ქრონომეტრაჟს ოდნავ შევამცირებთ, ერთ წამში 25-ე კადრსაც ჩავტევთ. ამ შემთხვევაში წამის განმავლობაში ადამიანის ხედვის არეში მოხვდება 25 კადრი. აღმოჩნდა, რომ 24-ე კადრს ტვინი ჩვეულებრივ იმახსოვრებს, 25-ეში ჩადებულ ინფორმაციას კი ქვეცნობიერი აღიქვამს. ხოლო როგორ მუშაობს ქვეცნობიერი, როდის და როგორ ამოქმედდება, არავინ იცის. ქვეყნის სათავეში მყოფმა ყველა ხელისუფალმა იცის თავისი რეალური რეიტინგი. ამიტომაც მიმდინარეობს ხალხზე მასობრივი ზემოქმედება ტელევიზიის საშუალებით. მაგალითად, 1996 წელს, მეორე ვადით არჩევამდე, პრეზიდენტ ელცინის რეალური რეიტინგი 10%-ს არ აღემატებოდა. მაშინ მისი საარჩევნო სააგიტაციო რგოლი 25-ე კადრის გამოყენებით აჩვენეს ტელევიზიით (რაც, სხვათა შორის, აღიარა კიდეც მისმა ადმინისტრაციამ მას შემდეგ, რაც ეს რგოლი სპეციალისტებმა შეისწავლეს და შეამოწმეს). ამის შედეგად არჩევნების გასაყალბებლად იმდენი ძალისხმევა აღარ დასჭირდათ.

- რა შეიძლება დავუპირისპიროთ ამ ტექნოლოგიებს?

- ძნელი სათქმელია. არ უნდა მივყვეთ იმ შტურმს, რომელსაც მედიის საშუალებით ახორციელებენ ჩვენზე.

- როგორ ჯდება ამ რაკურსში სოციოლოგიური კვლევები?

- სოციოლოგიური კვლევები (მათ რიცხვს მიეკუთვნება ეგზიტპოლებიც) ტვინის გამორეცხვის ერთ-ერთი საშუალებაა. ფსიქოლოგიური კვლევებით დადგენილია, რომ მოსახლეობის 10-20% ასეთ ზემოქმედებას ექვემდებარება. მაგალითად, აშშ-ში ყოველი არჩევნების წინ მოსახლეობის დიდი ნაწილი ელის, რა პოზიციას დაიკავებს მედია, ანუ საით გადაიხრება მისი ვექტორი.

- თუმცა აშშ-ში ვექტორის რომელიმე მიმართულებით მკვეთრი გადახრა არ ხდება.

- აშკარად არა, მაგრამ არსებობს ტვინის გამორეცხვის ტექნოლოგიები, თუნდაც "მწარე სენდვიჩის" ტექნოლოგია. მოსახლეობას მიეწოდება უტყუარი ფაქტი, რომ სადავო არაფერი იყოს; სამაგიეროდ, წინამდებარე და მომდევნო სიუჟეტებით ამ ფაქტის ზემოქმედება ან ძლიერდება, ან, პირიქით, სუსტდება.

- ჩვენი ტელეკომპანიები როგორ მუშაობენ ამ მიმართებით?

- სამწუხაროდ, საზოგადოება ტელეკომპანიების დამფუძნებლებისა და მეპატრონეების სინდისიერებაზეა დამოკიდებული.

- თქვენ მიერ ზემოთ ნახსენებ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ტექნოლოგიებს თუ ფლობენ?

- სრულყოფილად - ვერა, მაგრამ მაქვს ეჭვი, რომ წამყვანი ტელეკომპანიები ამ პრაქტიკას მისდევენ. მაგალითად, იყენებენ მათ საპნის ოპერების მეშვეობით, რომლებიც უკონტროლოდ შემოდის.

- წინასაარჩევნოდ უდავოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროები. როდესაც ფინანსურად დამოკიდებული ხარ რომელიმე ჯგუფზე, ძალაუნებურად მათი ინტერესებიც უნდა გაატარო, რამაც შესაძლოა ქვეყანა აზარალოს კიდეც...

- პრობლემა არახალია და ყველა მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ მედია უკვე დიდი ხანია გამოხატავს დიდი საფინანსო ჯგუფების ინტერესებს. დიდ ქვეყნებში ქვეყნის პირველ პირებს ამ საფინანსო ჯგუფების წრეებში ირჩევენ. ვერც ერთი პრეზიდენტი და ლიდერი ვერ მოვა ქვეყნის სათავეში მათი დასტურის გარეშე. მაგრამ ყველაფერი ეს ხდება კარგად, ფილიგრანულად შენიღბული ფორმით, ისე, რომ მასა ამას ვერ ხვდება, თუმცა ხვდება მოაზროვნე ნაწილი, რომელსაც ასევე ფსიქოტრონული ტექნოლოგიებით ებრძვიან, რეცხავენ, დასცინიან და ა.შ.

- წინასაარჩევნოდ ყველა კეთილი, მიმტევებელი და გულისხმიერი ხდება; აღფრთოვანებული ხარ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფით, გგონია, შენს სათქმელს ამბობს; გადის დრო, მოდის ეს ძალა ხელისუფლებაში და ყველაფერი ავიწყდება. ეს ცალკეული ადამიანების ფენომენია თუ საზოგადო პრაქტიკაა?

- ჩვენ სამი ხელისუფლება გამოვიცვალეთ. პრეზიდენტი გამსახურდია რასაც გვპირდებოდა, იმის შესრულება, უბრალოდ, არ დააცადეს. ერთ ამბავს მოგიყვებით: იმ პერიოდში დასავლეთ საქართველოში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. მსოფლიოს სავალუტო ფონდის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ და პრეზიდენტს მილიარდნახევარი დოლარის ოდენობის კრედიტი შესთავაზეს, მაგრამ მან უარი უთხრა - არ ჩააგდო მომავალი თაობები იმ კაბალურ პირობებში, როგორშიც დღეს ვიმყოფებით. მიწისძვრისგან დანგრეული სოფლები მან ქვეყნის სახსრებით აღადგინა. მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, მოსახლეობას დაჰპირდა მილიონ სამუშაო ადგილს და ბევრ სხვა რამეს, თუმცა არაფერი შეუსრულებია, ბნელეთში დავრჩით, ერთს კი ვერ დავუკარგავთ - სახელმწიფომ რაღაც ადგილი იპოვა მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში. იმ დროსაც უამრავი პრობლემა იყო, მაგრამ მაშინდელი პრეზიდენტი ეროვნულ ფესვებს არ შეხებია და არ გაუმეტებია მოსაჭრელად ის, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ გაიმეტა. ნაციონალური მოძრაობა რასაც დაგვპირდა, არაფერი გაუკეთებია - არც ტერიტორიული მთლიანობა აღუდგენია, არც სამუშაო ადგილები შეუქმნია. გაღატაკდა ქვეყანა. საშინელი მდგომარეობაა, განსაკუთრებით - რეგიონებში. შუქით და გაზით ადამიანს ვერ მოატყუებ. კომუნისტების დროს ეს ყველაფერი იყო, თანაც ძალიან იაფად. მართალია, საშუალო და დაბალ რგოლებში კორუფცია აღარ არის, მაგრამ გადაინაცვლა მაღალ ეშელონებში და წარმოუდგენელი მასშტაბი მიიღო.

- შიშის დანერგვა ადამიანის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია. დღეს სწორედ შიშს ნერგავენ... პოლიტიკური პარტიები ალბათ სპეციალისტების კონსულტაციებსაც იღებენ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის თაობაზე...

- როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია საქართველოში ამ დარგის მაღალი რანგის სპეციალისტებს იწვევენ, თუმცა მინდა, მოკრძალებით შევახსენო ყველას: უცხოელი სცენარისტები, პიარტექნოლოგები, ფსიქოტექნოლოგები ვერასოდეს მიხვდებიან, ქართველ კაცს ყელში სული როდის და რის გამო ამოუვა. რაზეც ამერიკელი და ევროპელი რეაგირებს, იმაზე ქართველს შეიძლება გაეცინოს და პირიქით.