რა არის ნეიროგრაფიკა და რამდენად მყარია მისი მეცნიერული საფუძველი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნეიროგრაფიკა: გრაფიკული ენა ქვეცნობიერთან სასაუბროდ

ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი ნეიროგრაფიკაა - ცნობიერი ხატვის მეთოდი (Mindfulness drawing method), რომელიც ხელოვნების, ფსიქოლოგიისა და ქოუჩინგის მიჯნაზე დგას. რა იმალება ნეიროგრაფიკული ხაზების მიღმა და როგორ ეხმარება ის ადამიანს სტრესის მართვასა და ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრაში? ამ თემაზე ნეიროგრაფიკის სპეციალისტი, მარიამ გუჯაბიძე გვესაუბრება.

- რა არის ნეიროგრაფიკა და რამდენად მყარია მისი მეცნიერული საფუძველი?

- ნეიროგრაფიკა არის შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც აერთიანებს ხელოვნების, ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებებისა და ქოუჩინგის პრინციპებს. ის 2014 წელს პროფესორმა პაველ პისკარიოვმა შექმნა. მეთოდის საფუძველი ტვინის აქტივობას, ემოციებსა და კრეატიულობას შორის კავშირია.

ნეიროგრაფიკული ხაზების, ფიგურებისა და ფერების კომბინაციით, ნეიროგრაფიკა ააქტიურებს ნეირონულ გზებს და შინაგანი ფიქრები თუ შაბლონები ფურცელზე გადმოაქვს. ეს არის ქვეცნობიერთან მუშაობის პროცესი, რომელიც ამშვიდებს გონებას და ბადებს მნიშვნელოვან აღმოჩენებს, ე.წ. ინსაიტებს.

- რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი ფსიქოსომატური პრობლემებისა და სტრესის დროს?

- როდესაც სტრესი ფიზიკურ დისკომფორტში გადადის, ნეიროგრაფიკას მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია. გამოუხატავი ემოციები ნერვულ სისტემაში „ბლოკების“ სახით ილექება. ხატვისას ჩვენ ვიყენებთ წვრილ მოტორიკას, რომელიც პირდაპირ კავშირშია თავის ტვინის ქერქთან. ფურცელზე შინაგანი მდგომარეობის გადმოტანით და მისი ტრანსფორმაციით, ჩვენ რეალურად ვცვლით ნეირონულ შაბლონებს ქვეცნობიერში.

ამ დროს ტვინი აღიქვამს საფრთხის მოხსნას და სიმშვიდის რეჟიმში გადადის. სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შფოთვა თუ დაღლილობა ხშირად ორგანიზმის მოწოდებაა ცვლილებისკენ. ნეიროგრაფიკა კი სწორედ ის ენაა, რომლითაც საკუთარ თავს ვესაუბრებით და სტრესს შემოქმედებით ენერგიად გარდავქმნით.

neirografika-1767442289.jfif

- ბევრს აშინებს ის ფაქტი, რომ ხატვა არ იცის. არის თუ არა ეს წინაპირობა მეთოდის დასაუფლებლად?

- აქ ხატვის ცოდნა ან განსაკუთრებული ნიჭი საერთოდ არ არის საჭირო, რადგან ნეიროგრაფიკა ყველას აძლევს შესაძლებლობას შექმნას ჰარმონიული ნამუშევარი.

ჩვენ ვხატავთ პოზიტიური ცვლილებებისთვის და მთავარი ინსტრუმენტი „ნეიროგრაფიკული ხაზია“, რომელიც არის დენადი, არაპროგნოზირებადი და იმეორებს ბუნებრივ ფორმებს (მდინარეს, ნეირონს). მისი გავლება ყველას შეუძლია. ხატვის პროცესი კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული საფეხურების მიხედვით მიმდინარეობს და სწორედ ეს სტრუქტურა გვეხმარება შედეგის მიღწევაში.

- რა როლს ასრულებს „დამრგვალების“ პროცესი, რომელიც ნეიროგრაფიკის განუყოფელი ნაწილია?

- დამრგვალება, ანუ გადაკვეთის წერტილების გარდაქმნის, ჰარმონიზაციის პროცესი, მეთოდის ერთ-ერთი ფუნდამენტური ეტაპია. ქვეცნობიერისთვის ნებისმიერი მახვილი კუთხე ასოცირდება კონფლიქტთან, საფრთხესთან ან სტრესთან.

როდესაც ჩვენ ნახატზე კუთხეებს ვამრგვალებთ, ამით რეალურ დროში ვახდენთ შინაგანი კონფლიქტების, წინააღმდეგობების ტრანსფორმაციას ტვინში. ეს პროცესი გვეხმარება ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოხსნაში და ჰარმონიის განცდის მიღწევაში. ფურცელზე შეცვლილი გამოსახულება ქვეცნობიერისთვის ხდება ახალი რეალობა, სადაც „ბასრი“ პრობლემა გადაიქცევა რესურსად.

- რა დროს მიმართავენ ადამიანები ნეიროგრაფიკას და რა შედეგის მოტანა შეუძლია მას?

- ნეიროგრაფიკა გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სფეროში: სტრესის მართვისთვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოტივაციის ასამაღლებლად ან თუნდაც ემოციური ბალანსის აღსადგენად. ეს არის ესთეტიური ქოუჩინგის მეთოდი, რომელიც ეხმარება ადამიანს დაინახოს გამოსავალი იქ, სადაც ადრე მხოლოდ კედელს ხედავდა. მთავარი შედეგი არის აზროვნების გაფართოება. როდესაც ფურცელზე ვხედავთ ახალ ფიგურებსა და კავშირებს, ჩვენი ტვინი ამას აღიქვამს როგორც ახალ შესაძლებლობას რეალურ ცხოვრებაშიც. ეს არის გზა საკუთარ რესურსებთან დასაბრუნებლად.

- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა აპირებს ამ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმას?

- მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს მეთოდი ღრმა ქვეცნობიერ შრეებს ეხება. სწორედ ამიტომ, დამწყებებს ვურჩევდი, პროცესი სერტიფიცირებულ სპეციალისტთან ერთად გაიარონ. ეს დაგეხმარებათ ემოციური წინააღმდეგობის სწორად გადალახვაში, რათა საბოლოოდ მიხვიდეთ იმ შინაგან სიმსუბუქემდე, რომელიც ყველას ასე გვჭირდება. გადაწყვეტილების მიღება ხშირად რთულია, მაგრამ „გადამალული ემოციები“ სინამდვილეში არის ბიძგი ჩვენი თვითგანვითარებისკენ.