ბედნიერ ურთიერთობებში მცხოვრები ქალების 7 პრინციპი
1. ყველა ადამიანი მშვენიერია და იმსახურებს სიყვარულს
თუ ჩვენს ცხოვრებაში არის ერთი რომელიმე სფერო, რომელშიც არ უნდა დავკმაყოფილდეთ მცირედით, ეს სიყვარულია. მარტოობის შიშის გამო, ბევრი ქალი რჩება ურთიერთობებში, რომლებიც ნამდვილად არ არის სრულყოფილი. ნუ მისცემთ შიშს უფლებას, შეგიშალოთ ხელი ნამდვილი სიყვარულისა და ბედნიერების ძიებაში და ნუ დაკმაყოფილდებით მცირედით, რადგან „ყოველ შემთხვევაში, რაღაც არსებობს!“
2. თქვენ ისე მოგექცევიან, რის უფლებასაც მისცემთ
ის, თუ როგორ გვიყვარს და ვაფასებთ საკუთარ თავს, დიდწილად განსაზღვრავს, თუ როგორ გვექცევიან სხვები. ფსიქოლოგიური კვლევები ამას ადასტურებს. თუ ჩვენი პარტნიორი ან ვინმე სხვა გააგრძელებს ჩვენთან სათანადო პატივისცემის გარეშე მოპყრობას, ღირს დაფიქრება: ნამდვილად გვჭირდება ეს ადამიანი?
3. თავიდანვე განიხილეთ პირადი საზღვრები და ურთიერთობის წესები
ურთიერთობაში ბალანსის შენარჩუნება რთულია და კიდევ უფრო რთული ხდება, თუ პარტნიორთან არ განვიხილავთ ორივესთვის მნიშვნელოვან პირად საზღვრებსა და წესებს. უმჯობესია, ეს საკითხები ურთიერთობის დასაწყისშივე განვიხილოთ, რათა ორივემ ნათლად გავიგოთ, რომელი წესები და პრინციპები უნდა დავიცვათ ყოველთვის და რომელი შეიძლება დაირღვეს.
ურთიერთგაუგებრობამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი კონფლიქტები და დაპირისპირებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტნიორთან, რომელსაც არ შეუძლია ჩვენი პირადი საზღვრებისა და ღირებულებების გაგება და პატივისცემა, ქონდეს მნიშვნელოვანი ურთიერთობა.
4. მაღალი სტანდარტები ბედნიერების გასაღებია
ცხოვრება გაცილებით ადვილი ხდება, როდესაც ვსწავლობთ საკუთარი თავის სიყვარულსა და დაფასებას და ჩვენი ნამდვილი საჭიროებების და მოთხოვნების გაგებას. მაღალი (მაგრამ გონივრული) სტანდარტების შენარჩუნებით, შეგვიძლია ადრეულ ეტაპზევე გამოვრიცხოთ ჩვენთვის შეუფერებელი (ტოქსიკური ან უბრალოდ შეუთავსებელი) პარტნიორები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის „იმ ერთის“ პოვნის შანსებს.
5. აუცილებელია დროულად გავმიჯნოთ
თუ ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში ახალი პარტნიორი შეუფერებლად იქცევა ან უბრალოდ აშკარად არ აკმაყოფილებს ჩვენს ჯანსაღ და გონივრულ მოლოდინებს, ის, სავარაუდოდ, უბრალოდ ჩვენთვის შესაფერისი არ არის. რაც უფრო ნაკლები დრამა, ქაოსი და კამათი გვექნება ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო მეტ სიმშვიდეს და ბედნიერებას განვიცდით.
6. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს მისცეთ საშუალება, გაიზარდოთ, განვითარდეთ და იყოთ ბედნიერი
ბედნიერი და ჰარმონიული ურთიერთობები ჩვენს ცხოვრებას მარტივს და ხალისიანს ხდის. პირიქით, როგორც ბევრმა ჩვენგანმა კარგად იცის, არაჯანსაღი ურთიერთობები ენერგიას გვაცლის, რაც ხელს გვიშლის განვითარებაში და იმ საკითხებზე ფიქრში, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუ პარტნიორის არჩევისას დავიცავთ ჩვენს სტანდარტებს და ავაშენებთ წარმატებულ ურთიერთობებს, შეგვიძლია გავშალოთ ფრთები, ახლებურად განვიცადოთ საკუთარი თავი და წინ წავიწიოთ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში.
7. ყველა ძალისხმევას მოაქვს შედეგი!
როდესაც ვისწავლით საკუთარი თავის ჭეშმარიტად სიყვარულს და დავადგენთ სტანდარტებს, რომლებიც ნებისმიერმა პოტენციურმა პარტნიორმა უნდა დააკმაყოფილოს, გვაქვს რეალური შანსი, ვიპოვოთ ნამდვილი სიყვარული. და ნამდვილი სიყვარული წარმოუდგენელი გრძნობაა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი მთელი ცხოვრება! მთავარია, უარი ვთქვათ არაჯანსაღ მცდარ წარმოდგენებზე, გვახსოვდეს, რომ გვაქვს არჩევანის თავისუფლება და რომ საუკეთესოს ვიმსახურებთ!