ფსიქოლოგიური ეფექტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური ეფექტები

თითოეულ ჩვენგანს გააჩნია დამახასიათებელი უნიკალური თვისებები, შინაგანი სამყარო, სულიერი სტრუქტურა და სპეციფიკური ფსიქიკა. ადამიანები ყოველდღიურად ურთიერთობენ სხვა ადამიანებთან, საზოგადოებასთან, ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას, ასრულებენ გარკვეულ ფუნქციებს და აღწევენ სხვადასხვა შედეგებს. მათი ყოველდღიური ცხოვრების პროცესისთვის თვალის დევნებისას ხშირად დავინახავთ კანონზომიერებას ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრებაში. ესაა ფსიქო-სოციალური ფენომენები, რომლებიც ახასიათებს ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობის თავისებურებებს. სწორედ ამ კანონზომიერებებს ეხება ეს მასალა.

სტატიაში ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა არის ფსიქოლოგიური ეფექტები და როგორ აისახება ის ადამიანის და საზოგადოების ცხოვრებაზე. განვიხილავთ ფსიქოლოგიური ეფექტების ურთიერთქმედების თავისებურებებს პიროვნებათა შორის ურთიერთობის და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებით.

ასევე გავეცნობით აღქმის ბევრ სხვადასხვა ეფექტს, რომელიც ვლინდება ურთიერთობის, მუშაობის პროცესის, თამაშთან დაკავშირებული საქმიანობის დროს და ადამიანთა საქმიანობის სხვა სფეროებში.

  • რა არის ფსიქოლოგიური ეფექტი?

ფსიქოლოგიური ეფექტები (სოციალურ-ფსიქოლოგიური ეფექტები) არის სტაბილური და ადვილად შესამჩნევი კანონზომიერება, რომელიც წარმოადგენს სოციუმში ადამიანთა ურთიერთობების პიროვნებათაშორის მახასიათებლებს. ისინი ხნიან ამ პროცესების თავისებურებებს, რომლებიც წარმოადგენს ურთიერთობის პარამეტრებს და მათ ურთიერთქმედებას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიური ეფექტი ხშირად განმეორებადი ფენომენია, რომელიც წარმოიქმნება ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობის და ადამიანის საზოგადოებასთან ურთიერთქმედების დროს.

ფსიქოლოგიურ ეფექტებზე დაყრდნობით ბევრი სპეციალისტი აყალიბებს თეორიებს და დასკვნებს. ადამიანებს სპეციალური ცოდნის გარეშეც კი შეუძლიათ დასკვნების გაკეთება და კონკრეტული პიროვნების ცხოვრების, ადამიანთა ჯგუფის და ზოგადად საზოგადოების საინტერესო თავისებურების გამოვლენა. ამ ფენომენთა დაფიქსირება შესაძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური ეფექტების ცოდნა გვეხმარება ადამიანის ბუნების და მისი ფსიქიკის თავისებურებების უფრო ღრმად გაგებაში, ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება კი – თვითგანვითარებაში, პიროვნულ ზრდაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და ცხოვრების ხარისხის გაზრდაში.

ქვემოთ ვისაუბრებთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ ეფექტებზე:

  1. პლაცებოს ეფექტი;
  2. ვებლენის ეფექტი;
  3. ზეიგარნიკის ეფექტი;
  4. ცივი კითხვა;
  5. პიგმალიონის ეფექტი;
  6. ბარნუმის ეფექტი/ფორერის ეფექტი;
  7. აუდიტორიის ეფექტი;
  8. თანმიმდევრობის ეფექტი;
  9. ჰოტჰორნის ეფექტი;
  10. დოქტორი ფოქსის ეფექტი;
  11. პირველი შთაბეჭდილების ეფექტი;
  12. თვითმხილველის ეფექტი;
  13. ჰალოს (შარავანდედის) ეფექტი.

1. პლაცებოს ეფექტი

ზოგადად „პლაცებოს“ ეძახიან ნივთიერებას, რომელსაც არ გააჩნია სამკურნალო თვისებები, თუმცა სამკურნალოდ გამოიყენება. განკურნების ეფექტი, რომელსაც იწვევს ეს ნივთიერება, დაკავშირებულია პაციენტის რწმენასთან, რომ ის იღებს არა რაიმე „უსარგებლოს“, არამედ ნამდვილ წამალს.

ფსიქოლოგიაში პლაცებოს ეფექტი წარმოადგენს იმის ბრწყინვალე მაგალითს, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანების აღქმაზე ის, თუ რას ვეუბნებით მათ.

პლაცებოს ეფექტი ეფუძნება შთაგონებას. ადამიანს ეუბნებიან, რომ ამა და ამ პრეპარატს აქვს ამა და ამ სახის ზემოქმედება და ის ელის მას. საბოლოოდ, შთაგონებას მოსალოდნლი ეფექტი მოსდევს.

იმის შემოწმება, თუ რამდენად შეესაბამება მოყვანილი ინფორმაცია სინამდვილეს, შეგიძლიათ საკუთარი გამოცდილებით შეამოწმოთ. დავუშვათ, რომელიმე თქვენს ახლობელს აწუხებს თავის ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ღრუს არეში... მსგავსი ჩივილისას დაამშვიდეთ – ერთ წუთში წყალში გახსნილ ისეთ წამალს დაგალევინებ, ტკივილს დაგავიწყებსო. გადით და აავსეთ ჭიქა წყლით, თან ისე მოიქეცით, თითქოს წყალში აბი გახსენით. შემდეგ მიუტანეთ და შეახსენეთ – ეს ძალიან კარგი წამალია და თვალის დახამხამებაში ფეხზე დაგაყენებს-თქო. ალბათობა იმისა, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდება დროის გარკვეულ მონაკვეთში, 80%-ია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ წყალი დალია.

2. ვებლენის ეფექტი

ვებლენის ეფექტი არის ეკონომიკური თვალსაზრისით დაუსაბუთებელი მოთხოვნა მაღალი ღირებულების საქონელზე. რაც უფრო იზრდება ფასი, მით მეტია მასზე მოთხოვნა. ამ ეფექტის მახასიათებლები ვრცელდება ისეთ საქონელზე, რომელიც უმრავლესობისთვის სიძვირის გამო მიუწვდომელია. ეს კი, თავის მხრივ, ხაზს უსვამს ამ ნივთების მფლობელთა სოციალურ მდგომარეობას.

ვებლენის ეფექტი ახასიათებს ადამიანებს, რომლებიც აფასებენ საქონლის კონკრეტულ მარკას ან ბრენდს, ხანდახან ახასიათებთ მათ, ვინც სოციალურ კიბეზე ერთი საფეხურით მაღლა ადიან (კარიერული წინსვლა, უფრო პრესტიჟული სამუშაო ადგილი და ა.შ.).

ვებლენის ეფექტი ასევე იმის მაჩვენებელია, რომ იმ ადამიანების ფსიქიკაში, რომლებსაც ეს ფსიქოლოგიური ეფექტი ახასიათებთ, ჭარბობს ფუფუნების და პრესტიჟის მიმართ ლტოლვა.

ვებლენის ეფექტის უფრო ნათლად დასანახად დააკვირდით ადამიანებს თქვენს გარშემო. ამ მხრივ ყველაზე მეტად მოწყვლადია ახალგაზრდობა. უამრავი ფირმა, სავაჭრო ბრენდი გჭრის თვალს. თითოეულ მათგანს ჰყავს თაყვანისმცემლების არმია. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ყიდულობენ ახალგაზრდები: ეს არის ერთი შეხედვით საკმაოდ უბრალო, მაგრამ მეტად ძვირადღირებული სამოსი, ან თუნდაც ტელეფონები, თუმცა არსებობს მათი უფრო ბიუჯეტური ვერსიებიც. ასე რომ, რაც უფრო ძვირიანი იქნება სიახლეები, მით მეტ ადამიანს ექნება მისი ყიდვის სურვილი, რაც მოდის ზეგავლენაა. ჩვენს დროში, სამწუხაროდ, ფართოდ არის გავრცელებული მცდარი შეხედულება: ძვირიანი ნივთი თუ აქვს ადამიანს, ე. ი. მნიშვნელოვანი პერსონაა.

კარგი რჩევა მშობლებისთვის: ჩამოუყალიბეთ შვილებს ჯანსაღი დამოკიდებულება მატერიალური ღირებულებებისადმი.

3. ზეიგარნიკის ეფექტი

ზეიგარნიკის ეფექტი – ეს არის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს აქვთ მიდრეკილება, უკეთ დაიმახსოვრონ უეცრად შეწყვეტილი საქმიანობა და დავალება, ვიდრე ის, რომლის დასრულებაც მოასწრეს. ამ ეფექტის შესახებ მონაცემები მიღებულია გამოცდილების შედეგად: ჩატარდა რამდენიმე ექსპერიმენტი, რომლის მონაწილეებიც იყვნენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. ცდების მონაწილეებს აძლევდნენ ზოგიერთი დავალების დასრულების საშუალებას, ზოგიერთს კი აწყვეტინებდნენ. ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით დამახსოვრებული დაუსრულებელი დავალებების პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე დასრულებული დავალებების.

ზეიგარნიკის ეფექტი შეგიძლიათ საკუთარ თავზეც გამოსცადოთ. ბოლომდე შეასრულეთ თქვენ მიერ შერჩეული რაიმე, არც ისე იოლი, დავალება. გააკეთეთ მცირე პაუზა. შემდეგ ჩამოწერეთ ამ დავალების შესრულების პროცესის ყველა დეტალი. ამის მერე შეარჩიეთ სხვა დავალება და შესრულება შეწყვიტეთ. პაუზის შემდეგ ჩამოწერეთ ამ პროცესის ყველა დეტალი. დაინახავთ, რომ ის, რისი დასრულებაც ვერ მოასწარით, უფრო ადვილად და ნათლად ამოგიტივტივდებათ გონებაში. ამ, ასე ვთქვათ, ხრიკის გამოყენება ძალიან პრაქტიკულია რაიმე დავალების შესრულების გაკონტროლებისა და ეფექტურობის გაზრდისთვის. თუ დაიღალეთ რაიმეს კეთების დროს, დაისვენეთ და შემდეგ შეძლებთ ახალი ძალით გაგრძელებას, თან ისე, რომ დაწვრილებით გემახსოვრებათ, რასაც აკეთებდით.

4. ცივი კითხვა

ცივ კითხვას ეძახიან მეთოდების ერთობლიობას, რომლებსაც იყენებენ ექსტრასენსები, მედიუმები, მკითხავები, ილუზიონისტები და ა.შ. ცივი კითხვის მეთოდი გამოიყენება, რათა შეიქმნას წარმოდგენა, რომ ის, ვინც მას იყენებს, ფლობს ინფორმაციას მეორე ადამიანზე, თუმცა, ცოტა ხანია, რაც იცნობს. მას მართლაც შეუძლია ბევრი რამის გაგება. ამისთვის აუცილებელია ადამიანის ფიზიკური მონაცემების ანალიზი: სქესი, ასაკი, ჩაცმის სტილი, რასა, რელიგია და სექსუალური მიკუთვნებულობა, დაბადების ადგილი, განათლების დონე და სხვა მონაცემები. ზოგადად, ვინც ამ მეთოდს იყენებს, ცდილობს, გამოიცნოს: თუ რესპონდენტი ვერბალურად ან არავერბალურად ადასტურებს ნათქვამს, მაშინ გრძელდება ადამიანის გამოკვლევა ამ მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ არ ადასტურებს, მაშინ ხდება ძველი ვარაუდების უგულებელყოფა და ახალი გზით წასვლა.

ცივი კითხვის მეთოდის ოსტატურად გამოყენებას ადამიანებზე ძლიერი შთაბეჭდილების და გავლენის მოხდენა შეუძლია.

ცივი კითხვის ნათელი მაგალითია ქუჩაში მკითხაობა. ბევრი ყოფილა ამ სიტუაციაში, როდესაც ქუჩაში გიახლოვდება ვინმე და გეუბნება, რომ შეუძლია გიწინასწარმეტყველოს მომავალი, გათვალვისგან, ჯადოსგან გიხსნას და ა.შ. სულ ერთი წუთითაც რომ გაუჩერდე სრულიად უცხოს, რომელიც შენი ცხოვრების სხვადასხვა დეტალს გახსენებს, განცვიფრებული საუბრის გუნებაზე დგები და გიჩნდება რიდის თუ შიშის გრძნობა „მაგის“ მიმართ. „მკითხავები“ცივი კითხვის უნარებს ხშირად იყენებენ მოტყუების და გამოძალვის მიზნით. ამიტომ თუ უცხო ადამიანი იწყებს თქვენს გაკვირვებას მაგიური შესაძლებლობებით, ნუ აყვებით და გახსოვდეთ, რომ დიდი ალბათობით იგი კარგი ფსიქოლოგია და შეუძლია თქვენი, როგორც გადაშლილი წიგნის, „წაკითხვა“, ხოლო მისი „მაგია“ კარგად დახვეწილი უნარია. ყურადღებით იყავით.

5. პიგმალიონის ეფექტი

პიგმალიონის ან როზენტალის ეფექტი – ეს არის უნიკალური ფსიქოლოგიური ფენომენი, როდესაც ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია ამა თუ იმ ინფორმაციის სისწორეში, ქვეცნობიერად ისე იქცევა, რომ ეს ინფორმაცია დადასტურდეს. ე. წ. „წინასწარმეტყველება“ განსაზღვრავს იმ ადამიანის ქცევის ხასიათს, ვისაც მისი სჯერა. პიგმალიონის ეფექტი ხშირად დასტურდება პარანორმალური მოვლენების გადამოწმების დროს: ვისაც სჯერა, რწმუნდება, რომ ასეთი მოვლენები არსებობს, ხოლო მისი მოწინაღმდეგე – პირიქით, რომ არ არსებობს.

პიგმალიონის ეფექტი ძალიან ეფექტურია. შეგიძლიათ, იგი გამოსცადოთ თქვენს შვილზე, რომელიც უახლოს მომავალში უნდა მოხვდეს ახალ გარემოში (ახალ კლასში, სკოლაში, სპორტულ ჯგუფში და ა.შ.). ბავშვების უმრავლესობა დისკომფორტს განიცდიან იმის გამო, რომ მათ მოუწევთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, ღელავენ, თუ როგორ მიიღებენ მას, ეშინიათ, რომ შეიძლება დამხვდურებს არ მოეწონოთ და ა.შ. უთხარით შვილს, რომ თქვენ უკვე შეხვდით ამ ადამიანებს, ისინი ძალიან კარგად, მეგობრულად არიან მის მიმართ განწყობილი და მისგანაც იმავეს ელიან. დამშვიდებული ბავშვი ახალ გარემოში თავისდაუნებურად იმ განწყობით მოიქცევა როგორც თქვენ უთხარით. ეს კი, თავის მხრივ, თქვენი წინასწარმეტყველების რეალიზაციას მოახდენს. საბოლოოდ, დიდია ალბათობა, რომ ახალ კოლექტივში თქვენი შვილისა და დამხვდურთა ურთიერთობა კარგი და სიამოვნების მომტანი იქნება.

6. ბარნუმის ეფექტი/ფორერის ეფექტი

ბარნუმის ეფექტი (ასევე ცნობილი ფორერის ან სუბიექტური მტკიცებულების ეფექტი) – არის კიდევ ერთი უნიკალური ფენომენი, როდესაც ადამიანებს სჯერათ, რომ მათი პიროვნების დახასიათება შექმნილია კონკრეტულად მათთვის, მაგრამ სინამდვილეში ზოგადია და შესაძლებელია მისი ბევრი ადამიანისთვის მისადაგება. ბარნუმის ეფექტს, ცივი კითხვის ეფექტთან ერთად, ხშირად იყენებენ თაღლითები, რომლებიც თავს წარმოგვიდგენენ ასტროლოგებად, ქირომანტებად, მედიუმებად. ამას აკეთებენ მოტყუების მიზნით.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ბარნუმის ეფექტის მრავალი დადასტურება შეგვიძლია ვნახოთ. მაგალითად, შეამჩნევდით, რომ ბევრ ადამიანს სჯერა ჰოროსკოპის, ასტროლოგიური პროგნოზების, მათი პიროვნების სხვადასხვა კონტექსტში აღწერის და ა.შ.

შეეცადეთ, დაუწეროთ განზოგადებული ხასიათის აღწერა თქვენს რამდენიმე თანამშრომელს (ყველას – ერთი და იგივე), ხასიათის ზოგადი თვისებების აღწერით. მიეცით მათ წასაკითხად და უთხარით, რომ თითოეულის დახასიათება ინდივიდუალურად მათთვის არის დაწერილი. უმრავლესობა დაეთანხმება საკუთარი თავის ამ აღწერილობას. ასე რომ, თუ ვინმე გიყვებათ თქვენზე ბევრ საინტერესო რამეს, გაიხსენეთ, ეს შესაძლებელია იყოს ზოგადი ფრაზების ერთობლიობა და თქვენზე ცდილობენ ზემოქმედებას. თქვენ კი თავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ხრიკი ადამიანების თქვენ მიმართ დადებითად განსაწყობად, ახლო (სანდო) ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, კონკრეტული ემოციების ან რეაქციების გამოსაწვევად. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამის ბოროტად გამოყენება არ ღირს.

7. აუდიტორიის ეფექტი

აუდიტორიის ეფექტს უწოდებენ ზემოქმედებას, რომელსაც სხვა ადამიანების ყოფნა ახდენს ადამიანის საქმიანობაზე. ეს ზეგავლენა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. მრავალი კვლევით დადგინდა, რომ თუ ადამიანი აკეთებს იოლ და მისთვის კარგად ნაცნობ საქმეს, სხვების გვერდით ყოფნა აუმჯობესებს მის შედეგებს, რადგან სწორი რეაქციების სტიმულირებას უწყობს ხელს. მაგრამ როდესაც საქმე არის რთული და არც თუ კარგად ნაცნობი, სხვა ადამიანების ყოფნა უარყოფითად მოქმედებს შედეგებზე არასწორი რეაქციების სტიმულირების შედეგად.

თქვენ შეგიძლიათ, ამ ეფექტის მოქმედებას დააკვირდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში – მიაქციეთ ყურადღება საკუთარ თავს და გარშემომყოფებს. სპორტსმენები ხშირად უკეთეს შედეგებს უჩვენებენ, როდესაც იციან, რომ მათ ჰყავთ მაყურებელი. თანამშრომლები, რომლებიც ახალ საქმეს იწყებენ, უფრო მეტ შეცდომას უშვებენ სხვების თანდასწრებით (უფროსობა, კოლეგები).

მსგავსი ანალოგების მოყვანა შესაძლებელია ნებისმიერი სფეროდან. ამ ეფექტის დახმარებით შესაძლებელია ვისწავლოთ ადამიანებზე და მათი საქმიანობის შედეგებზე ზემოქმედება, მათთვის ამა თუ იმ საქმის შესრულების დროს თვალყურის დევნებით ან პირიქით. ამგვარადვე შეგიძლიათ ზემოქმედების მოხდენა თქვენს საკუთარ ეფექტურობაზე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში