დიაბეტით დაავადებული ადამიანის ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტით დაავადებული ადამიანის ფსიქოლოგიური პრობლემები

ამ დაავადების მქონე ადამიანის ფსიქოტიპი მკვეთრად განსხვავებულია სხვებისაგან.

დიაბეტი იმგვარ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებენ და ცვლიან პიროვნებას. დიაბეტით დაავადებულები თავს ხშირად არა ავადმყოფებად, გარკვეული რეჟიმით მცხოვრებ ადამიანებად მიიჩნევენ.

თავდაპირველად დიაბეტიანი შესაძლოა მხოლოდ საერთო სისუსტეს და შრომის უნარის დაქვეითებას უჩიოდეს. დაავადება დიდხანს ფარულად მიმდინარეობს და მხოლოდ რომელიმე გართულების გამოვლენის შემდეგ იკვეთება. ეს გართულებებია კანის ქავილი და ჩირქოვანი წარმონაქმნების გაჩენა, მხედველობის დაქვეითება, კიდურების მგრძნობელობის შეცვლა, ტაქიკარდია, სტენოკარდიული შეტევები და გულის კუნთის ინფარქტი, ღვიძლის გადიდება და გამკვრივება, თირკმლების დაზიანება.

არტერიული სისხლის წნევის მომატებით ზოგჯერ დიაბეტური კომა ვითარდება, რასაც ცნობიერების დაკარგვა მოჰყვება. დიაბეტის ნებისმიერი ფორმის მკურნალობის საფუძველი დიეტაა. ავადმყოფის რაციონში უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლები, ტკბილეული კი საერთოდ გამოირიცხოს.

საზოგადოდ, დიაბეტით დაავადებულს ბევრ რამეზე უხდება უარის თქმა, რაც ანგრევს მის ფსიქიკას. დიაბეტიანის ცხოვრება გარკვეული რეჟიმის მუდმივი დაცვაა, ეს კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს – მათ ხომ მუდმივად უნდა აღკვეთონ თავიანთი მოთხოვნილებები, ზოგჯერ – ძალზე აქტუალურიც.

დიაბეტი პიროვნებას ცვლის

არსებობს დაავადებები, რომლებიც მეტისმეტად ხანგრძლივდება და ამით ერთიორად შემაწუხებელი ხდება, ზოგიერთი კი საერთოდ უკურნებელია. მათ რიცხვს ეკუთვნის დიაბეტიც. დიაბეტიანი ზოგჯერ მთელი სიცოცხლე ჰორმონ ინსულინზეა დამოკიდებული, იძულებულია ზუსტად დაიცვას კვებისა და აუცილებელი ფიზიკური დატვირთვის რეჟიმი, ჰიგიენა, გაუფრთხილდეს კანს. ყოველივე ეს ფსიქიკას ძაბავს. შესაძლებელია მძიმე ფსიქოლოგიური დარღვევებიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაავადება სტაბილურად მძიმეა და წლობით გრძელდება. ამ დროს ადამიანი დაძაბუნებული, მოდუნებული და გაღიზიანებულია, უქვეითდება ინტელექტი, გარე სამყაროსადმი გულგრილი, ინდიფერენტული ხდება, ზოგჯერ ირგვლივ მყოფებს თითქმის აღარ აქცევს ყურადღებას, რადგან გამუდმებით თავის თავსა და ავადმყოფობაზეა კონცენტრირებული. ასეთ ადამიანებს უუარესდებათ მეხსიერება, უქვეითდებათ თავიანთი ქცევის კრიტიკა. დიაბეტის ქრონიკულმა მიმდინარეობამ შესაძლოა გააღრმაოს განსაკუთრებული პიროვნული წყობის ადამიანის ფსიქოლოგიური თავისებურებანი.

ცხოვრების მკაცრი რეჟიმის გამო დიაბეტიანებისთვის დამახასიათებელია შფოთვა, ეგოცენტრიზმი, ჯანმრთელი ადამიანებისგან მათი გაუცხოება. ავადმყოფს ეცვლება დამოკიდებულება საზოგადოებისა და ოჯახის მიმართ, ახლებურად აფასებს გარემომცველ სინამდვილეს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავის მოვლას და ყოველ წვრილმანზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აგდებს მომვლელს. ეს ავადმყოფის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა. თუ დიაბეტიანი ინსულინით მკურნალობს, საჭიროა კვების რეჟიმის საათობრივი დაცვა. ადამიანი პრეპარატზე ხდება დამოკიდებული.

  • ზოგი ავადმყოფი მშვიდად მიჰყვება რეჟიმს და ეგუება, რომ ეს მისი ცხოვრების წესია, ზოგი კი მეტისმეტად იძაბება, განუწყვეტლივ შფოთავს, შიშობს, უყურადღებობის გამო ცუდად არ გახდეს, მდგომარეობა არ გაურთულდეს და კომაში არ ჩავარდეს, ამიტომ სულ დაძაბულია და გარშემო მყოფებსაც ძაბავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდხანს დარჩა მარტო, უმეთვალყურეოდ. ასეთ დროს ახლობლებმა მეტი ყურადღება და გულისხმიერება უნდა გამოიჩინონ, რომ ავადმყოფს ზედმეტი მღელვარება აარიდონ. დიაბეტმა შესაძლოა ცნობიერების დარღვევა და სიყრუეც გამოიწვიოს. ამ დროს გამღიზიანებლების აღქმა ქვეითდება და ისინი ცნობიერებამდე ვერ აღწევს. ხმამაღალ და საშუალო ბგერებზე ავადმყოფი ისევე რეაგირებს, როგორც ძალიან სუსტზე, სუსტს კი საერთოდ ვერ აღიქვამს. გარემოს აღქმა ბუნდოვანია, ჭირს მოვლენების გააზრება, მეხსიერებიდან მოგონებების გამოხმობა, შენელებულია ასოციაციების წარმოქმნა. ამას თან ახლავს ძლიერი ძილიანობა. კიდევ უფრო მძიმეა დიაბეტური სიბრმავე. უფრო რთულ სიტუაციებში მოსალოდნელია ფსიქოზის ჩამოყალიბებაც.

დიაბეტის მძიმე ფორმების დროს ვითარდება ჩირქოვანი დაავადებები. ხშირია განგრენა. ზოგჯერ გარდაუვალი ხდება კიდურის ამპუტაცია. ავადმყოფის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს მოძრაობის შეზღუდვა. დიაბეტიანებს შორის ხშირია დეპრესიული მდგომარეობა, ყოფილა სუიციდის (თვითმკვლელობის) მცდელობაც. ყოველივე ეს მოქმედებს პიროვნებაზე, არღვევს მის მთლიანობას. ადამიანს ეცვლება ხასიათი, ღალატობს ნებისყოფა, გაღიზიანებულია და გამუდმებით საკუთარ ავადმყოფობაზე ლაპარაკობს. ეს უხასიათობის ბრალი არ არის, არამედ ხანგრძლივი და მძიმე დაავადების შედეგია. მხოლოდ მოთმინება, თანაგრძნობა, გულისხმიერება თუ დაეხმარება ავადმყოფის ახლობლებს მასთან საერთო ენის გამონახვაში, თუმცა ზოგჯერ ეს მეტისმეტად ძნელია.

  • გვახსოვდეს: ადამიანს შეუძლია ებრძოლოს დიაბეტს, შეამციროს გართულების რისკი, დიდხანს იცოცხლოს და სიბერემდე შეინარჩუნოს სიცოცხლის ხალისი, თუკი ამაში ახლობლებიც დაეხმარებიან და მოთმინებით გაიზიარებენ მის ხვედრს. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ფსიქოთერაპევტის დახმარების გამოყენებაც.