თუ ქალს უყვარხართ!
გაინტერესებთ, მხოლოდ ფლირტი უნდა თუ სერიოზული ურთიერთობა?
ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 ქმედებას, რასაც ქალი აუცილებლად მიმართავს, როცა მართლა უყვარხართ და თქვენთან ხანგრძლივი ურთიერთობა სურს!
1. თუკი ქალს უყვარხართ, ის ყოველთვის მოგისმენთ
როდესმე გქონიათ შემთხვევა, როცა გიფიქრიათ, თქვენი ლაპარაკი არავის ესმის და თითქოს მონოლოგი გაქვთ თქვენს თავთან? ამ დროს დაუფასებლობის შეგრძნება გაქვთ, ფიქრობთ, რომ თქვენი სიტყვები დანარჩენებისთვის უმნიშვნელოა, მაგრამ ეს ასე არაა, როცა საქმე თქვენს საყვარელ ქალს ეხება. ის ნამდვილად გისმენთ და ყველა სიტყვას ისე იგებს, როგორც თქვენ ამბობთ. თუ ქალს უყვარხართ, ის აუცილებლად დაინტერესდება, რას ეუბნებით. ჩაგეკითხებათ დეტალებს და თუ რაიმე პრობლემაა, მათი გადაჭრის გზებსაც შემოგთავაზებთ.
ქალს, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ, ეცოდინება, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თქვენი ფიქრების მისთვის გაზიარება და თქვენ გექნებათ განცდა, რომ თქვენს პრობლემებთან მარტო არასდროს აღარ დარჩებით.
თანაც, მასთან პრობლემის გაზიარების შემდეგ, აუცილებლად გაგიჩნდებათ რწმენა იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია, რადგან მას თქვენი ყველაზე მეტად სჯერა.
2. ის აუცილებლად მიგითითებთ თქვენს არასწორ საქციელზე
გჯერათ იმისი, რომ თქვენ ყოველთვის ყველაფერში მართალი ხართ?
– რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ არავინაა იდეალური!
ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ მას უყვარხართ, სწორედ ესაა – როცა არასწორად იქცევით, ის აუცილებლად გეუბნებათ. ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, ეს ბუნებრივია, მაგრამ თუ ის უბრალოდ გიყენებთ და არ უყვარხართ, არც კი ეცდება თქვენთან ერთად პრობლემის განხილვას და თქვენი საქციელის გამოსწორებას.
3. როცა ქალს უყვარხართ, ის მოტივაციას გაძლევთ, რომ უკეთესი გახდეთ
ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ თქვენს შესაფერის ქალთან ერთად ხართ ისაა, რომ იგი გაძლევთ განვითარების ძალას. სიყვარული მხოლოდ კოცნა და ჩახუტება როდია! თქვენ ერთმანეთს უნდა ედგეთ მხარში, რათა გახდეთ უკეთესები და ერთად მიაღწიოთ თქვენს ოცნებებს. ქალი, რომელსაც უყვარხართ, თქვენთან ერთად ეცდება გაუმკლავდეს დაბრკოლებებს და თქვენ გვერდით იქნება, როცა ეს ნამდვილად დაგჭირდებათ.
ის მოგცემთ ძალას, შეუძლებელი შეძლოთ, სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული.
4. თუკი ქალს უყვარხართ, ის ძალიან კეთილი იქნება თქვენ მიმართ
ეს ის შემთხვევაა, როცა გრძნობთ იმ ადამიანის თანადგომას, რომელიც თქვენს გულთან ძალიან ახლოსაა. იგი თანაუგრძნობს თქვენს ემოციებსა და გრძნობებს. ფრთხილად შეგეხებათ, ნაზად გაკოცებთ და გულში ჩაგიკრავთ. იგი მაქსიმალურად გადმოგცემთ თავის დადებით ენერგიას.
5. ის არასდროს მოგცემთ უფლებას არასათანადოდ მოექცეთ
ამბობენ, რომ სიყვარული ბრმაა, მაგრამ ნამდვილი სიყვარული ხანდახან თვალსაც აგიხელთ. როცა ქალს უყვარხართ, მას უნდა მიიღოს იგივე გრძნობა და ემოცია, რასაც თავად გასცემს. ამიტომ არასდროს მოგცემთ უფლებას დაამციროთ ან შეურაცხყოთ.
ქალს საკმარისად უყვარს თავისი თავი და იცის, როგორ უნდა მოეპყროთ მას. ესაა ქალი, რომელიც გაგრძნობინებთ თავის მნიშვნელობას თქვენს ცხოვრებაში და გულში გათქმევინებთ „დიახ, სწორედ ისაა, ვინც ჩემ გვერდით უნდა იყოს!“
6. ის მუდამ იზრუნებს თქვენზე
შეიძლება სიტყვებით არ გეუბნებოდეთ, მაგრამ მისი ქცევით მიხვდებით, როგორ უყვარხართ. ეს შეიძლება იყოს თქვენთვის მომზადებული საუზმე ან სადილი, მოკლე შეტყობინება ანდა რაიმე ქცევა, რაც მოტივაციას შეგმატებთ.
7. როცა მას ნამდვილად უყვარხართ, ის თავისთავად პატივს გცემთ
ეს ურთიერთობის დროს აუცილებლად გამოჩნდება, ის აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენს აზრს და სხვების თვალწინაც წარმოაჩენს, როგორ გაფასებთ და უყვარხართ.
8. მასთან ერთად თავს მარტო აღარასდროს იგრძნობთ
ის თქვენთან იქნება რთულ მომენტებში, მაშინაც კი, როცა ყველა ზურგს გაქცევთ. შეეცდება თქვენი პრობლემების თქვენთან ერთად მოგვარებას და თუ ნამდვილად უყვარხართ, გასაჭირშიც არ მიგატოვებთ.
9. ის პირველ ადგილზე დაგაყენებთ
მასთან ყოველთვის გეცოდინებათ, სადაა თქვენი ადგილი, იგი ყოველდღიურად გაგრძნობინებთ, რომ მისთვის განსაკუთრებული ხართ, მაგრამ ეს გამომჟღავნდება უფრო მეტად საქციელებით და არა სიტყვებით.
დაბოლოს,
10. ის იქნება თქვენი ღიმილის მიზეზი
ის ყოველთვის ეცდება თქვენს გაღიმებას და ამას მაშინაც შეძლებს, როცა თავს ძალიან ცუდად გრძნობთ.
თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ აქ ჩამოთვლილი ყველა ნიშანი თქვენს საყვარელ ქალს ერგება, არ დაკარგოთ იგი!