ძალადობა, როგორც ქალისადმი დანაშაულებრივი დამოკიდებულება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძალადობა, როგორც ქალისადმი დანაშაულებრივი დამოკიდებულება

ქალიც ხომ სიცოცხლის საწყისია. გაზაფხული და ქალი განუყოფელია, მარტი კი ქალივით უცნაური, მშფოთვარე და შეუცნობელია, ამიტომაც ქალისადმი მიძღვნილი დღესასწაულები – დედის დღე და ქალთა დღე, გაზაფხულის პირველ თვეში აღინიშნება.

ქალის ოჯახური ცხოვრება ბედნიერი რომ იყოს, კარიერა კი – წარმატებული, ეს თავად უნდა მოინდომოს. ეცადოს გრძნობისა და გონების ჰარმონიზება. ცხოვრება საკმაოდ რთულია, ქალი ხან ბედნიერია, ხან უბედური, მაგრამ ბედნიერებისკენ სწრაფვა არ უნდა შეწყვიტოს. სხვა საქმეა, რა არის ბედნიერება. ათასწლეულების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ქალს მხოლოდ ოჯახური კერის დაცვა ევალებოდა. ის, უპირველესად, კარგი დედა, სანიმუშო მეუღლე და დიასახლისი უნდა ყოფილიყო. პროფესიული თვითრეალიზაცია მამაკაცთა პრივილეგიად მიიჩნეოდა. დღეს კი ქალები წარმატებულ კარიერაში მამაკაცებს ეცილებიან. ქვეყნის პრეზიდენტობაში თუ არა, რომელიმე კომპანიის ან ფირმის ხელმძღვანელობაში მაინც.

ქალი სულ უფრო აქტიურ პოზიციას იკავებს საზოგადოებაში. შინ თუ გარეთ მიმდინარე პროცესებიც ეხმარება მის მოწინავეობას. რაღა თქმა უნდა, მამაკაცი ფიზიკურად, სექსუალურად და ეკონომიკურადაც უფრო ძლიერია, – ამას ვერსად გავექცევით, – მაგრამ ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებაში ლიდერი მაინც ქალია. მამაკაცთა უმრავლესობაც წინააღმდეგი როდია, ლიდერის ისტორიული როლი ქალს გაუყოს ან საერთოდ გადაულოცოს მას ეს პოზიცია. საქართველოში ეს ტენდენცია თვალსაჩინოა – ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალმა თითქმის სრულად იტვირთა ოჯახისა თუ შვილების მატერიალური უზრუნველყოფის მთელი სიმძიმე...

ქალი თავისი დანიშნულებით, არსით, სიყვარულის, პატივისცემისა და მზრუნველობის ობიექტი უნდა იყოს, თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, სრულად საწინააღმდეგო ხდება.

ქალი კაცობრიობის უმშვენიერესი ნაწილია, სიცოცხლის საწყისი, სიყვარულისა და ბედნიერების წყარო, რომელსაც სითბო, მზრუნველობა, სინაზე სჭირდება. ქალის ფენომენთან შეუთავსებელია ძალადობა, მძიმე სოციალური პირობების გამო დათრგუნვა, უსამართლო და უხეში მოპყრობა, დამცირება, თუმცა, ეს ყველაფერი სამწუხარო რეალობაა.

ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა, რომელიც თავისთავად მოიაზრებს ქალთა უფლებების დარღვევას. საქართველოში გვხვდება ძალადობის ყველა ის ფორმა, რაც დანარჩენ მსოფლიოში – ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური, სექსუალური თუ ეკონომიკური. სექსუალური ძალადობის ფორმაა გაუპატიურება. ოჯახში ეს შეიძლება იყოს ერთგვარი სასჯელი ცოლქმრულ ურთიერთობაზე უარისთვის. ეკონომიკურ ძალადობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ქმარი აკონტროლებს ცოლის ქცევას, მეგობრებთან ურთიერთობას, მის შემოსავალსა და ხარჯებს, არ აძლევს მუშაობის, სწავლის უფლებას და ა.შ. გარკვეული თვალსაზრისით ძალადობად შეიძლება იქნეს მიჩნეული ქალების იძულებითი შრომაც. საქართველოში მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების გამო მრავალი ქალი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო სამუშაოდ, უმეტესად – მოხუცებულებისა და ბავშვების მომვლელად, მზარეულად, მცირე საწარმოების იაფმუშახელად. ასეთი ქალები მრავალი წლით ტოვებენ ოჯახებს, შვილებს, სამშობლოს და არსებობისთვის იბრძვიან, მამაკაცები კი ცოლების გამოგზავნილ ფულს ელიან და აქ თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამას ჰარმონიულ ოჯახებს ვეღარ დავარქმევთ. არის თუ არა ეს ქალების მიმართ ძალადობა, განსჯა მკითხველისთვის მიგვინდვია.

საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის თანახმად, ქალი მშვიდი, ნაზი, შემწყნარებელი და დამთმობი არსებაა, ვისგანაც საზოგადოებაც და ოჯახიც შემგუებელ ქცევას მოელიან, მამაკაცი კი მტკიცეა, ძლიერი, ანგარიშგასაწევი. ეს უკვე არის ქალთა უფლებების შეზღუდვა, რადგან ამით საზოგადოება აწესებს ერთგვარ ჩარჩოებს, რომლებსაც უნდა მოერგონ ქალიც და მამაკაციც. ჩნდება კითხვა: თუ ჩარჩო ორივესთვისაა, რატომ ვამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ ქალთა პრობლემებზე? იმიტომ, რომ ქალები ხშირად არიან მსხვერპლნი. დღეს საზოგადოებათა უმეტესობა პატრიარქალურია, მათ შორის – საქართველოშიც. ჩვენნაირ საზოგადოებაში, როგორც ხშირად აღნიშნავენ ქალთა უფლებების დამცველები, ყოველთვის მოქმედებს „ორმაგი მორალი“ – ქალს უფრო მეტად და მკაცრად მოეკითხება, ვიდრე მამაკაცს. სქესის საფუძველზე განხორციელებული დისკრიმინაციის დროს მსხვერპლთა უმრავლესობა ქალია. დღესდღეობით მეტად აქტუალურია ოჯახში ძალადობა, რომელზეც საჯაროდ იშვიათად საუბრობენ. გასაჯაროების პრობლემა უმთავრესად ოჯახის კულტთანაა დაკავშირებული – ყველაფერი, რაც კი ოჯახურ კონფლიქტებს უკავშირდება, ითვლება „ოჯახის საქმედ“, რომელშიც ჩარევა მიუღებელია, ამიტომ ძალადობის მსხვერპლნი ერიდებიან ძალადობაზე საუბარს. ეს იმის ბრალია, რომ ქალებმა თითქმის არაფერი იციან თავიანთი უფლებების შესახებ. სწორედ ინფორმაციის ნაკლებობაა ძალადობის მოთმენის მიზეზი. ქალები ან იმიტომ არიდებენ თავს ამაზე საუბარს, რომ მოძალადის მხრიდან უფრო მეტი ძალადობისა ეშინიათ, ან იმიტომ, რომ სჯერათ – ოჯახის პრობლემები ოჯახშივე უნდა მოგვარდეს, ან სკეპტიკურად უყურებენ სოციალური სამსახურების როლს.

ძალადობის მიზეზები

ძალადობის მიზეზების დასადგენად უამრავი კვლევაა ჩატარებული. გამოკითხულთა უმრავლესობა ძალადობის მსხვერპლია. გამოიკვეთა შემდეგი მიზეზები:

1. მოძალადის ფსიქოლოგიური მდგომარეობა;2. მესამე პირი როგორც ძალადობის მაპროვოცირებელი;3. მსხვერპლი როგორც ძალადობის მიზეზი (თავისი თავის დადანაშაულება, რომ „თავად მისცა მიზეზი“ ძალადობისთვის);4. ქალის სისუსტე და დაუცველობა;5. სოციალური პრობლემები;6. ომის გამოცდილება (ომის მონაწილეებს, გადატანილი ფსიქოტრავმის შემდეგ, მოძალადის ფსიქიკა უფრო გაუმძაფრდათ);7. არასწორი აღზრდა (ზოგიერთმა რესპონდენტმა ძალადობის მიზეზად პარტნიორის ძალადობრივ გარემოში აღზრდა დაასახელა);8. უსიყვარულობა (ზოგიერთმა მსხვერპლმა ძალადობის მიზეზად ის მიიჩნია, რომ პარტნიორს არ უყვარდა იგი ან უყვარდა სხვა);9. ურთიერთგაგების ნაკლებობა;10. სმა და ნარკოტიკების მოხმარება;11. მავნე ტრადიციები (ეთნიკური უმცირესობის ქალები ძალადობის მიზეზად ნაადრევად და ძალდატანებით გათხოვებას ასახელებენ).

კვლევამ ცხადყო, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რომელიც ხელს უშლის მამაკაცს, შეასრულოს ოჯახში „შემომტანის“ ტრადიციული ფუნქცია, იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებს და საბოლოოდ ძალადობამდე მივყავართ. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ბიოფსიქოსოციალური თეორია, რომელიც აერთიანებს ბიოლოგიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ კომპონენტებს და სამივე პერსპექტივიდან ხსნის ოჯახში ძალადობას. ამ თეორიის თანახმად, როდესაც სოციალური კონტექსტი, პიროვნების ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური მხარე და გარემო მთლიანად ნეგატიური ფაქტორებით არის დატვირთული და არ ბალანსდება დადებითით, მოსალოდნელია, ადამიანი მოძალადე გახდეს.

პრობლემის მოგვარების გზები

ამრიგად, ძალადობის მიზეზად უმეტესად გარემო პირობებით გამოწვეულ მოძალადის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახელებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მთლიანად აღმოფხვრის ოჯახში ძალადობას; ეს პრობლემა ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც აწუხებთ. მისი აღმოფხვრისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საზოგადოების ცნობიერების შეცვლა. ამაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია მედიას. მან მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოსახლეობას, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ქალებზე ძალადობა არ არის ცალკეული ადამიანების პრობლემა; ეს საზოგადო პრობლემაა და ამაზე ფართო მსჯელობაა საჭირო. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო მექანიზმები – ცხელი ხაზი, თავშესაფრები და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციის როლიც. საქართველოში ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და პროგრესიც მიღწეულია, თუმცა კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. ცხელ ხაზსა და თავშესაფართან ერთად ძალადობის მსხვერპლს სჭირდება რეაბილიტაცია, ეკონომიკური საკითხების მოგვარება და ა.შ.