მადლიერი და უმადური ადამიანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მადლიერი და უმადური ადამიანი

მადლიერება უკავშირდება ბედნიერებას. თუ ადამიანი მადლიერია იმ ყველაფრისთვის, რაც აქვს, მაშინ აუცილებლად ნახავს და მიხვდება, როგორი მშვენიერია ცხოვრება. თუ კმაყოფილია ადამიანი და მადლიერია ცხოვრებისაგან მიღებული ყველა წვრილმანით, თუნდაც მცირედით, ბედნიერებაც არ დააყოვნებს.

მადლიერი ადამიანი ყოველთვის მეტ სიხარულს და სიკეთეს იზიდავს სამყაროსგან.

სიტყვა „მადლობას“ გულით წარმოთქვამთ ხოლმე თუ, უბრალოდ, თავაზიანობას გამოხატავთ? ნეირომეცნიერების აღმოჩენით, თუ ამას ნამდვილად განიცდით, ბევრად უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები ხართ. ამიტომაც გვირჩევენ მადლიერების გამოხატვის რეგულარულ პრაქტიკას, რაც ახალი საუკუნის ახირება როდია, ეს ადამიანური მდგომარეობის ის წახნაგია, რომელიც ნამდვილ სიკეთეებს იმკის მათთვის, ვინც ამ სიტყვას გულით ამბობს.

2015 წელს, ფსიქოლოგებმა, დოქტორმა რობერტ ემონსმა და მაიკლ მაკქულოუმ, გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც მადლიერების ფიზიკურ შედეგებს ასახავდა. კვლევაში მონაწილეთა ერთ მესამედს სთხოვეს, დღიური ეწარმოებინათ იმ მოვლენების ირგვლივ, რომლებიც კვირის განმავლობაში მოხდა და რომლის მადლიერნიც იყვნენ. მეორე მესამედს იმ ყოველდღიური მოვლენების აღნუსხვა სთხოვეს, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ხოლო ჯგუფის მესამე ნაწილს უნდა დაეფიქსირებინა ისეთი სიტუაციები თუ ამბები, რომლებთანაც ნეგატიური ბმა აკავშირებდათ. ათკვირიანი კვლევის ბოლოს, თითოეულ ჯგუფს სთხოვეს, ჩაეწერათ, თუ როგორ გრძნობდნენ თავს.

მადლიერების გამომხატველი ჯგუფის ცნობები, დანარჩენ ორ გუნდთან შედარებით, გაცილებით ოპტიმისტური და პოზიტიური იყო. გარდა ამისა, მადლიერების გამომხატველი გუნდი ფიზიკურად უფრო აქტიურად გამოიყურებოდა და ექიმთან ნაკლებად დადიოდა, ვიდრე ისინი, რომლებმაც მხოლოდ ნეგატიურ გამოცდილებაზე მოახდინეს აქცენტირება.

უკეთესი ფიზიკური ჯანმრთელობა

მადლიერების ფიზიკურ ეფექტებზე ჩატარებულმა სხვა კვლევამ კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები აჩვენა. დადებითზე კონცენტრირებამ და მადლიერების გრძნობით აღვსებამ, შეიძლება, თქვენი ძილის ხარისხიც კი გააუმჯობესოს და გაღიზიანებული და დეპრესიული განწყობები შეანელოს.

მადლიერება და თქვენი ტვინი

რატომ აქვს მადლიერებას ასეთი გავლენა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ამის სათავე ჩვენს ტვინშია. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულ ნეიროლოგიურ ექსპერიმენტში, კომპიუტერული ტომოგრაფიით ტვინის აქტიურობა მას შემდეგ გაზომეს, რაც ექსპერიმენტის მონაწილეებმა მადლიერება საჩუქრების მიღების მიზეზით განიცადეს.

მომეტებული აქტიურობა დაფიქსირდა თავის ტვინის ქერქის წინა და შუამდებარე შუბლისწინა უბნებზე – ეს ორი უბანი მორალური და სოციალური შემეცნების, ისევე, როგორც დაჯილდოების, ემპათიისა და სუბიექტური შეფასების უნარებზეა პასუხისმგებელი. ამან კი მკვლევარები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მადლიერების ემოცია ხელს უწყობს პოზიტიურ და მხარდაჭერით დამოკიდებულებას სხვების მიმართ და სტრეს-ფაქტორებისგან გვათავისუფლებს.

მადლიერება ააქტიურებს ჰიპოთალამუსსაც, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მეტაბოლიზმს, სტრესსა და სხვა სახის ქცევებს. ჰიპოთალამუსი მდებარეობს ტვინის საყრდენ წერტილში და არეგულირებს ჰორმონებს, რომლებიც მრავალ გადამწყვეტ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი, მაგალითად, ისეთზე, როგორიცაა სხეულის ტემპერატურა, ემოციური რეაგირება და სასიცოცხლო ფუნქციები, მადა და ძილი. იმ ნეიროქიმიკატებიდან ერთ-ერთი, რომელზეც მადლიერება ზეგავლენას ახდენს, არის დოფამინი – სიამოვნების ჰორმონი.

მადლიერების პოზიტიური გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე კონკრეტული ამბის მერეც გრძელდება, იმ შემთხვევაში, თუ ეს ემოცია განახლდა:

„მარტივი მადლიერების გამომხატველი ჩანაწერები მნიშვნელოვნად უფრო დიდ და ხანგრძლივ ნეიროსენსიტიურობასთან ასოცირდებოდა – მადლიერების წერილების წერაში მონაწილე სუბიექტებმა აჩვენეს როგორც ქცევითი ზრდა მადლიერების კუთხით, ასევე უფრო დიდი ნეირომოდულაცია შუამდებარე შუბლისწინა თავის ტვინის ქერქში.“

რეალურად, ამ მდგრად ეფექტს დამცავი ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს. მოზარდებს შორის, მადლიერების გრძნობამ ინვერსიული ურთიერთდამოკიდებულება აჩვენა ბულინგის მსხვერპლობასა და თვითმკვლელობის რისკთან დაკავშირებით. მადლიერება ტვინის ფუნქციონირებაზე ქიმიურ დონეზე მოქმედებს და მისი პრაქტიკაში გატარება თავისი თავის პატივისცემასა და სხვებისადმი თანაგრძნობას უწყობს ხელს.

ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ და გამოვცადოთ მადლიერება და მისი ბევრი მახასიათებელი ძალიან ფართო სპექტრით. მადლიერების განცდისადმი გახსნილობა და სურვილი არამარტო ინდივიდუალურ, არამედ ადამიანის ინტერპერსონალურ ურთიერთობებზეც ზემოქმედებს; ზოგადად, დაძაბულობა ურთიერთობებში გამოწვეულია განმეორებითი ხასიათის ნეგატიური უკუგებით ერთ-ერთი ან ორივე პარტნიორის მხრიდან მადლიერების, როგორც კომპენსირების საშუალების, გარეშე.

3 ნაბიჯი იმისათვის, რომ უფრო მადლიერები გავხდეთ

გაჭირვებისა თუ სტრესული მდგომარეობის დროს, შესაძლებელია, მადლიერების მიღწევა რთული მოგვეჩვენოს. მაგრამ, თუ ნამდვილად დაფიქრდებით ამაზე, ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც, რისი მადლიერებიც შეიძლება ვიყოთ. თუ მხოლოდ ერთ ლოცვაში უნდა ჩაერთოთ, დაე, ეს ლოცვა იყოს გულიდან ამოსული „მადლობა“.

აი, სამი მარტივი გზა იმისათვის, რომ მადლიერებაზე კონცენტრირება მოახდინოთ.

  1. აწარმოეთ დღიური იმის შესახებ, რისი მადლიერიც ხართ – ჩამოწერეთ, სულ მცირე, სამი რამ. საუკეთესო დრო ამის გასაკეთებლად არის დილა, რადგან დღე იწყება, ან ღამე, ძილის წინ.
  2. ყოველდღიურად გამოხატეთ გულწრფელი მადლიერება სხვა ადამიანების მიმართ.
  3. როცა სარკეში ჩაიხედავთ, ერთი წამით დაფიქრდით იმაზე, თუ რა ღირსება მოგწონთ თქვენს თავში ან გაიხსენეთ თქვენი რომელიმე ბოლოდროინდელი მიღწევა და მადლიერება გამოხატეთ თქვენი თავის მიმართ.

მადლიერების ძალით, თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ტვინი მომართოთ ოპტიმისტურ ტალღაზე, რაც თავს შესანიშნავად გაგრძნობინებთ. რაც უფრო დააკვირდებით, მით მეტ რაიმეს აღმოაჩენთ, რისი მადლიერიც იქნებით. ეს პოზიტიურობა კი თქვენს გარემოცვაზეც გადავა და სასიკეთო ციკლი შეიკვრება.

მადლიერება უნდა შეეძლოს ყველა გონიერ ადამიანს:

  • მადლიერი უნდა იყო სამყაროსი, რომ ახალი დღე გაგითენა;
  • მადლიერი უნდა იყო მშობლების, რომ სიცოცხლე გაჩუქეს;
  • მადლიერება უნდა გამოხატო მეგობრების მიმართ, რომ მიგიღეს ისეთი, როგორიც ხარ და ჭირსა და ლხინში შენ გვერდით დგანან;
  • მადლიერი უნდა იყო საყვარელი ადამიანის მიმართ, თითოეული ლამაზი და ბედნიერი წუთისთვის, სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის, რომელსაც ის შენ მიმართ იჩენს;
  • მადლიერი უნდა იყო ღმერთის, რომ ეს უკიდეგანო სამყარო შენთვის გააჩინა და ადამიანად ყოფნის შესაძლებლობა მოგცა.