/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

თუ ქალს უყვარხარ!

თუ ქალს უყვარხარ!
ხშირად ისმის კითხვა: როგორ უნდა გამოიცნოთ, რომ კაცს უყვარს ქალი? ანდა როგორია ნამდვილად შეყვარებული მამაკაცი? თუმცა არანაკლებ საინტერესოა შეყვარებული ქალის ფსიქოლოგია.

ის ხომ ხშირად ჩუმადაა და არაფერს ამბობს. მაშ, როგორ მივხვდეთ, რომ შეყვარებულია? მამაკაცებო, იყავით ყურადღებით, დააკვირდით თქვენი ძვირფასი ქალბატონის ქმედებებს.

მაგალითად, თუკი ქალს უყვარხართ, ის ყოველთვის მოგისმენთ. როდისმე გქონიათ შემთხვევა, როცა გიფიქრიათ, თქვენი ლაპარაკი არავის ესმის და თითქოს მონოლოგი გაქვთ საკუთარ თავთან? ამ დროს თავს დაფასებულად არ გრძნობთ, თქვენი სიტყვები კი დანარჩენებისთვის უმნიშვნელოა, მაგრამ ეს ასე არაა, როცა საქმე თქვენს საყვარელ ქალს ეხება. ის ნამდვილად გისმენთ და ყველა სიტყვას ისე იგებს, როგორც თქვენ ამბობთ. თუ ქალს უყვარხართ, ის აუცილებლად დაინტერესდება, რას ეუბნებით. ჩაგეკითხებათ დეტალებს და თუ რაიმე პრობლემაა, მათი გადაჭრის გზებსაც შემოგთავაზებთ.

ქალს, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ, ეცოდინება, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მასთან თქვენი ფიქრების გაზიარება და თქვენ დაგეუფლებათ განცდა, რომ თქვენს პრობლემებთან მარტო აღარასდროს დარჩებით. თანაც, მასთან პრობლემის გაზიარების შემდეგ აუცილებლად გექნებათ იმის რწმენა, რომ შეუძლებელი არაფერია, რადგან მას თქვენი ყველაზე მეტად სჯერა.

ის აუცილებლად მიგითითებთ არასწორ საქციელზე, გახსოვდეთ, რომ არავინაა იდეალური! ერთ-ერთი ნიშანი, რომ მას უყვარხართ, სწორედ ისაა, რომ ის აუცილებლად გეუბნებათ, როდესაც არასწორად იქცევით. მაგრამ თუ ის უბრალოდ გიყენებთ და არ უყვარხართ, არც კი ეცდება ერთად პრობლემის განხილვას და თქვენი საქციელის გამოსწორებას.

როცა ქალს უყვარხართ, ის მოტივაციას გაძლევთ, რომ გახდეთ უკეთესი. ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ თქვენს შესაფერის ქალთან ერთად ხართ, ისაა, რომ იგი გაძლევთ ძალას, განვითარდეთ. სიყვარული მხოლოდ კოცნა და ჩახუტება როდია! თქვენ ერთმანეთს უნდა ედგეთ მხარში, რათა გახდეთ უკეთესები და ერთად აიხდინოთ თქვენი ოცნებები. ქალი, რომელსაც უყვარხართ, თქვენთან ერთად ეცდება, გაუმკლავდეს დაბრკოლებებს და ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება, როცა ეს ნამდვილად დაგჭირდებათ.

ის მოგცემთ ძალას, შეძლოთ შეუძლებელი, სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული. თუკი ქალს უყვარხართ, ის ძალიან კეთილია თქვენ მიმართ. ეს ის შემთხვევაა, როცა გრძნობთ იმ ადამიანის თანადგომას, რომელიც თქვენს გულთან ძალიან ახლოსაა. ის ინაწილებს თქვენს ემოციებსა და გრძნობებს და მაქსიმალურად გადმოგცემთ თავის დადებით ენერგიას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, ინტროვერტობა სამუდამოა თუ ასაკის ბრალი შეიძლება იყოს?</p>

ამბობენ, რომ სიყვარული ბრმაა, მაგრამ ნამდვილი სიყვარული ხანდახან თვალსაც აგიხელთ. როცა ქალს უყვარხართ, მას უნდა, მიიღოს იგივე გრძნობა და ემოცია, რასაც თავად გასცემს. ამიტომ არასდროს მოგცემთ უფლებას, დაამციროთ ან შეურაცხყოთ. ყველა ნორმალურ ქალს საკმარისად უყვარს საკუთარი თავი და იცის, როგორ უნდა მოექცეთ მას. ესაა ქალი, რომელიც გაგრძნობინებთ თავის მნიშვნელობას თქვენს ცხოვრებაში.

ის მუდამ იზრუნებს თქვენზე. შესაძლოა, სიტყვებით არ გეუბნებოდეთ, მაგრამ მისი ქცევით მიხვდებით, როგორ უყვარხართ – იქნება ეს თქვენთვის მომზადებული საუზმე ან სადილი, მოკლე შეტყობინება ანდა რაიმე ქცევა, რაც მოტივაციას შეგმატებთ... ის აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენს აზრს და სხვების თვალწინაც წარმოაჩენს, როგორ გაფასებთ და უყვარხართ.

ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 7 შეცდომა, რომელიც ანგრევს სიყვარულს ქორწინებაში
სიყვარული თუ დროებითი გატაცება?

ის ყოველდღიურად გაგრძნობინებთ, რომ მისთვის განსაკუთრებული ხართ. ყოველთვის ეცდება თქვენს გაღიმებას და ამას მაშინაც შეძლებს, როცა თავს ძალიან ცუდად გრძნობთ.

მათთვის, ვისაც თავდაჯერებულობა აკლია

რა არის წარმატების ფორმულა და როგორ მოვიპოვოთ ის? პასუხი მარტივია – თავდაჯერებულობა. ეს ის ჯადოსნური სიტყვაა, რომელსაც მუდმივი განვითარება, შენება და გამყარება სჭირდება.

საკუთარი თავის რწმენა თავისთავად გულისხმობს სიმტკიცესა და სიძლიერეს. რაც უფრო ღრმა და ფესვგადგმულია ის, მით უფრო მეტად დაუმარცხებელი ხართ თქვენ. თავდაჯერებულობის პირველი აგური სწორედაც რომ საკუთარი თავის რწმენაა, რომელიც ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგალახვინებთ და სასურველ მიზანს მიგაღწევინებთ. ესაუბრეთ შინაგან „მეს“ და უთხარით მას: „სხვას რომ არ სჯეროდეს შენი, შენ უნდა გჯეროდეს შენი თავის!“

არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრო მეტს ფიქრობენ და ნაკლებს აკეთებენ. ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ თავდაჯერებულობის ნაკლებობაა. ისინი ყოყმანობენ, განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს, ნაბიჯს სწრაფად არ დგამენ და საბოლოოდ, ნაყოფიერად ვერ მოქმედებენ. ენდეთ საკუთარ თავს და უბრალოდ, გააკეთეთ.

ერთმანეთის წინააღმდეგ მუდმივად იბრძვიან პოზიტივი და ნეგატივი. განწყობას ზებუნებრივი ძალა აქვს. უპირატესობა დამოკიდებულია თავად ადამიანზე. თითოეული დღე უნდა იწყებოდეს ღიმილით და სრულდებოდეს ბედნიერი განწყობით. რთულია, მუდმივად ეს მდგომარეობა შეინარჩუნოთ, მაგრამ ეცადეთ, უკუაგდოთ ნეგატივი და მიიზიდოთ პოზიტივი.

განვითარება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი სწორედაც რომ მიზნები და გეგმებია. აუცილებელია მათი დასახვა და მკაფიოდ ჩამოყალიბება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ლამაზი ბლოკნოტი, სადაც მათ ჩამოწერთ, შემდეგ კი თითოეულ მიღწეულ მიზანსა თუ გეგმას ფერადი მარკერით აღნიშნავთ. ეს მოგცემთ მეტ მოტივაციასა და თავდაჯერებულობას – ყოველთვის გქონდეთ ის, რისთვისაც ცხოვრობთ!

ეძებეთ ახალი შესაძლებლობები და გატაცებები. ძიების პროცესში არ დაუწესოთ საკუთარ თავს ჩარჩოები, რომლებიც განსაზღვრავს, რისი კეთება შეგიძლიათ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

თუ ქალს უყვარხარ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები