თუ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ - ხუთი რჩევა იმპოსტორის სინდრომის დასაძლევად
და ასევე დაკავებული თანამდებობის ან სამსახურისთვის შეუფერებლად იგრძნონ თავი.
სინდრომის დაძლევის პირველი გზა ფსიქოლოგთან ვიზიტია და ზოგიერთისთვის შეიძლება მხოლოდ ერთი კონსულტაციაც კი საკმარისი აღმოჩნდეს. მთავარია, სპეციალისტთან მისვლამდე უპასუხოთ რიგ კითხვებს, რომლებიც საუბრის სწორად ორგანიზებას შეუწყობს ხელს: რა ან ვინ აძლიერებს ჩემს სისუსტეს; როგორ შეზღუდოთ მათი გავლენა; არის თუ არა ახლომახლო ვინმე, ვისაც სჯერა ჩემი ნიჭის და რა მიღწევებით შემიძლია ვიამაყო დღეს?
მეორე რჩევა არის აუდიტის ჩატარება. ანუ გააანალიზეთ, დაიმახსოვრეთ და ქაღალდზე ჩამოწერეთ, რამდენი ძალისხმევა, დრო და ფული დაიხარჯა განათლებაში, მუშაობაში, პროექტებში, რამდენმა ადამიანმა შეძლო დახმარება. თქვენ ასევე უნდა აღადგინოთ თქვენს მეხსიერებაში შედეგი, რომელზედაც პიროვნებამ გარკვეული გავლენა მოახდინა.
მესამე რჩევა არის პირადი საკვანძო მაჩვენებელის განსაზღვრა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შექმენით თქვენი წარმატების საზომი, დააფიქსირეთ რით განისაზღვრება თქვენი წარმატების „საზომი“. ეს შეიძლება იყოს კარგი მიმოხილვები, ფული, გაყიდვები, გამოხმაურება ან კონვერტაცია.
მეოთხე რჩევა არის მარშრუტის გეგმის შედგენა. ანუ დაისახეთ მიზანი და დაყავით რამდენიმე ეტაპად. მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები გაწერილი იყოს კონკრეტულად, რათა გაიგოთ, რომ მოძრაობთ სწორი მიმართულებით.
მეხუთე რჩევაა გახდეთ მენტორი ნაკლებად გამოცდილი კოლეგისთვის, გადასცეთ მას თქვენი ცოდნა და უნარები. ეს თავს უფრო საჭიროდ გაგრძნობინებთ.