/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

სასურველი მამაკაცი

სასურველი მამაკაცი
სასურველი და საოცნებო მამაკაცის შესახებ ყველა ქალს ინდივიდუალური შეხედულება აქვს და მათ სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებენ.

ვნახოთ, რას ამბობენ ფსიქოლოგები სხვადასხვა კვლევასა და წყვილების ურთიერთობაზე დაკვირვების შედეგად, როგორია იმ მამაკაცის 10 მახასიათებელი, რომელიც ქალს დაცულად, კომფორტულად და სამყაროს ცენტრად აგრძნობინებს თავს.

ის დაკავებულია, აქვს საკუთარი საქმე, თუმცა ყოველთვის აქვს დრო საყვარელი ქალისთვის – იდეალური მამაკაცისთვის დღის რთული განრიგი არ ნიშნავს, რომ საყვარელი ქალისთვის დროს ვერ გამონახავს. ეს მიუთითებს, რომ საყვარელი ადამიანი მისთვის პრიორიტეტულია, რომ მას შეუძლია რომანტიკულ პარტნიორზე ნებისმიერ სიტუაციაში იზრუნოს და გამოხატოს ყურადღება.

აქვს ლიდერის თვისებები – ქალს ხიბლავს მამაკაცის ლიდერის თვისებები, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ ტირან ლიდერს, რომელიც გადაწყვეტილებებს მხოლოდ თავისი სურვილისამებრ იღებს. ქალს ხიბლავს მამაკაცი, რომელსაც შეუძლია მასთან ერთად დაგეგმოს მომავალი, პატივი სცეს მის შეხედულებებს, მოისმინოს და გაითვალისწინოს ისინი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქალისთვის იდეალურია მამაკაცი, რომელსაც რაღაც საკითხების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და ჟინი აქვს – ქალებს არ მოსწონთ „ჩამქრალი“ კაცები, რომლებიც ინტერესს არაფრის მიმართ არ ამჟღავნებენ და რომლებსაც მდორე, უღიმღამო ცხოვრება აქვთ.

თავდაჯერებულობა – ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა. ქალებს მოსწონთ ის კაცები, რომლებიც მყარად დგანან მიწაზე და იციან, რას აკეთებენ. იციან, როგორ გააკეთონ ესა თუ ის საქმე, როგორ იპოვონ გამოსავალი. შეუძლებელია თავდაჯერებული მამაკაცის მიმართ ლტოლვა არ იგრძნო.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

მამაკაცი, რომელსაც აქვს საკუთარი, მყარი აზრი – მერყევი მამაკაცები, რომლებიც ყოველ წუთს იცვლიან აზრებს, არ ხიბლავთ ქალებს. ქალი იმ მამაკაცის გვერდით გრძნობს თავს ბედნიერად, რომელმაც იცის, რას ამბობს და მყარად დგას თავის აზრზე, რომელსაც აქვს სხვადასხვა საკითხის მიმართ თავისი შეხედულება, მაგრამ, ამავდროულად, თუ შეცდომას დაუშვებს, გაჯიუტება არ სჩვევია და შეუძლია შეცდომის აღიარება.

აქვს სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი – ქალი დაცულად გრძნობს იმ მამაკაცის გვერდით თავს, რომელსაც სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, რომელიც აჩვენებს თავის ნიჭს, თავდაჯერებულობას და ძალას. ასეთ მამაკაცს ყოველთვის შეგიძლია დაეყრდნო, ჰკითხო რჩევა რთულ სიტუაციებში და გაითვალისწინო მისი აზრი.

აქვს სტილის განსაკუთრებული შეგრძნება – ყველა სხვა მახასიათებელთან ერთად, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ამბობთ, რომ არ აქცევთ ყურადღებას მამაკაცის ჩაცმის სტილს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ფსიქოლოგების განმარტებით, ქალები გაცილებით უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობენ თავს, როცა გვერდით მოდურად ჩაცმული მამაკაცი მიჰყვებათ.

საინტერესო მამაკაცი – ყველა ქალს სურს, რომ გვერდით საინტერესო კაცი ჰყავდეს, რომელთანაც საინტერესო დიალოგის გამართვაა შესაძლებელი, რომელსაც ნებისმიერ საკითხზე შეიძლება ესაუბრო და მისგან ბევრი საინტერესო რამ გაიგო.

სასიამოვნო სურნელი – როგორც მამაკაცი იხიბლება ქალის სასიამოვნო სურნელით, ასევე იხიბლება ქალიც მამაკაცის სასიამოვნო სურნელით. სურნელს აქვს განსაკუთრებული უნარი – ის გაგრძნობინებთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო მამაკაცს უყვარხართ, რომ თქვენც მსოფლიოს საუკეთესო ქალი და სამყაროს ცენტრი ხართ.

უყვარს თავგადასავლები – ცხოვრება თავგადასავლების გარეშე ხომ უინტერესო და მოსაწყენი იქნებოდა?! თუ ქალს გვერდით ჰყავს თავგადასავლების მოყვარული მამაკაცი, ეს ნიშნავს, რომ მათი ცხოვრება არასოდეს იქნება უინტერესო და რომ მის გვერდით უამრავ ბედნიერ, მხიარულ და სიყვარულით სავსე წუთებს გაატარებს.

„მამაკაცურობა“ კრებითი ცნებაა, იგი მუდმივად ვითარდება, ისტორიული ეპოქების მიხედვით ახალ შინაარსს იძენს. ამ ცნებაში მთავარი ადგილი უკავია შრომას. სიმამაცე ყველა დროში ფასობდა, როგორც მამაკაცის ხასიათის გარდაუვალი ღირებულება, თუმცა სიმამაცე წარმოუდგენელია ამტანობის, ნებისყოფის, საკუთარი თავის ფლობის გარეშე. მამაკაცის ხასიათის არანაკლებ დაფასებული თვისება იყო და არის სიტყვის ერთგულება, მოვალეობის გრძნობა. ვაჟკაცურობის ცნება განუყოფელია მამაკაცური ღირსების, კეთილშობილების ცნებებისგან. მამაკაცის ღირსების საზომად ოდითგანვე მიიჩნეოდა ქალისადმი მისი დამოკიდებულება. სამწუხაროდ, ყველაფრიდან ჩანს, რომ რაინდების დრო წარსულს ჩაბარდა, უფრო და უფრო ხშირად აღიარებენ, რომ რაინდები იშვიათადღა გვხვდებიან. ჩვენმა საზოგადოებამ ბევრი რამ გააკეთა ძველი ყოფის გადმონაშთების დასაძლევად, მაგრამ ეს გადმონაშთები დღესაც ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით – ქალისადმი დამოკიდებულებაში. საიდუმლო როდია, რომ ვაჟიშვილები დედებს ხშირად ისე უყურებენ, როგორც მოსამსახურე პერსონალს, მოგვიანებით კი ასეთი დამოკიდებულება ცოლებზეც გადააქვთ. თანამედროვე ქალი კი სულ უფრო იშვიათად ეგუება ასეთ მდგომარეობას, რაც მრავალი კონფლიქტის მიზეზი ხდება. ფსიქოლოგები ხშირად მიმართავენ გამოკითხვას, ანკეტირებას მამაკაცურობისა და ქალურობის პრობლემების შესახებ. ადამიანები აქტიურად ებმებიან საუბარში იმის შესახებ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცისა და ქალის ბუნებაში. არსებობს მრავალი განსხვავებული მოსაზრება, მაგალითად: „აუცილებელია ადამიანის პატივისცემა, სხვისი აზრის, გემოვნების, შრომის, დროის პატივისცემა, მოხუცების, ბავშვების, ქალების და, ბოლოს, საკუთარი თავის პატივისცემა. მიმაჩნია, რომ ეს თვისება უნდა იყოს მამაკაცისათვის უპირველესი“ (გიორგი, 30 წლის, არქიტექტორი).

„პირველ რიგში, მინდა დავასახელო ისეთი თვისება, როგორიცაა ინტელიგენტობა. ლათინურად ეს ნიშნავს გაგებას. ინტელიგენტი მამაკაცი შესაძლოა არ იყოს რაინდი, მაგრამ მას კარგად ესმის, რომ პატივი უნდა სცეს ქალს. მან შესაძლოა ვერ მოამზადოს გემრიელი სადილი, მაგრამ ესმის, რომ ქალს უნდა დაეხმაროს სამეურნეო საქმეებში“ (ირაკლი, 43 წლის, ექიმი).

„მამაკაცის მთავარი თვისება სულის კეთილშობილებაა, ეს პატიოსნებაცაა, წესიერებაც და უანგარობაც. აქედან წარმოდგება ყველა სხვა დადებითი თვისება“ (ელენე, 45 წლის, ფილოლოგი).

მამაკაცში ვაფასებ ქალის ხასიათის უცნაურობებისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას“ (ნინო, 38 წლის, ხელოვნებათმცოდნე).

„მამაკაცში ყველაზე მეტად ვაფასებ სიყვარულის უნარს. ჯერ ერთი, თუ მას უყვარს სამუშაო, გამოავლენს ჭკუასაც, მეგობრობის, პასუხისმგებლობის გრძნობასაც და მაღალ პროფესიონალიზმსაც. მეორე – თუ მამაკაცს უყვარს სპორტი და სერიოზულად არის გატაცებული, აუცილებლად კეთილი გულისა და პატიოსნების, შემწყნარებლობის, რაინდობის განსახიერება იქნება“ (ირინა, 20 წლის, სტუდენტი).

თანამედროვე მამაკაცის თვისებებზე, ალბათ, ბევრის თქმა შეიძლება. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. და მაინც, ამ საკითხის განხილვის მონაწილეთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მამაკაცურობის ძირითადი ნიშნებია: შრომისმოყვარეობა, ზნეობრივი სიწმინდე, პასუხისმგებლობა, პატიოსნება, ჭკუა, ნებისყოფა, სამართლიანობა, სიმამაცე და გამბედაობა, ზრდილობა, კეთილშობილება, თავის ფლობა, მოკრძალება, თავაზიანობა, ქალის პატივისცემა, სუსტის დასაცავად მზადყოფნა, მოვალეობის გრძნობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთ ახალგაზრდას მცდარი, პრიმიტიული წარმოდგენა აქვს მამაკაცურობაზე – ამ ცნებაში მოიაზრებს თანატოლებისა და უფროსებისადმი ქედმაღლურ დამოკიდებულებას, ზემოდან ყურებას, ცინიზმს, ნიჰილიზმს, ბაქიაობას, განგებ უხეშობას, გამომწვევ თავქარიანობას, ლანძღვა-გინებას. საჭიროა ვესაუბროთ ყმაწვილებს ასეთი შეხედულებების ჩამორჩენილობაზე, მცდარობასა და მავნეობაზე.

„მამაკაცურობაზე“ საუბრისას არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ქალისადმი მამაკაცის დამოკიდებულება. ყოველ დროში მამაკაცი ქალის ღირსებისა და პატიოსნების დამცველი იყო. ჭეშმარიტი მამაკაცი არავის მისცემდა ნებას, უპატივცემულოდ მოეხსენიებინა მისი სატრფო, მოურიდებლად შეეხედა მისთვის. როგორია ახალგაზრდა კაცის როლი სიყვარულში? ალბათ, აქაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისაუბროთ ქალისადმი პასუხისმგებლობითა და მზრუნველობით აღსავსე დამოკიდებულებაზე. ნამდვილი მამაკაცისთვის დამახასიათებელია თავდაჭერა, თავშეკავება. მამაკაცი საღი აზრის მორჩილი უნდა იყოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სასურველი მამაკაცი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები