/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

სტრეს-სიგნალები: რას გვაფრთხილებს ჩვენი ორგანიზმი

სტრეს-სიგნალები: რას გვაფრთხილებს ჩვენი ორგანიზმი
ბევრი თვლის, რომ შეუძლია სტრესის მართვა, მაგრამ ეს ასე არ არის.

რასაკვირველია, სტრესის კონტროლის უნარი მეტად მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარია, თუმცა, როცა ადამიანი ფიზიკურად და ემოციურად დაცლილია, დროა, პაუზა აიღოს! ხშირად ღელვის, შფოთვის, ძილის ნაკლებობისა და სისტემატური სტრესის გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღმოცენდება. ამგვარად ორგანიზმი გვამცნობს, რომ დროა შევწყვიტოთ მუდმივი შფოთვა და ნერვიულობა.

სტრესის საგანგაშო ნიშნები

ქვემოთ მოცემულია ნიშნები (სიგნალები), რომლ­ებსაც ორგანიზმი ავლენს, როდესაც სტრესის დონე ძალიან მაღალია.

მუცლის ტკივილი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი უჩვეულოდ მგრძნობიარეა სტრესის ზემოქმედებისადმი. ხშირად ხდება, რომ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ (გამოცდების ჩაბარება, საჯაროდ გამოსვლა) ან სერიოზული სტრესის შემდეგ ადამიანს ეწყება დიარეა/ყაბზობა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სისტემატური სტრესის გამო ვითარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია, ვითარდება გასტრიტი, პანკრეატიტი და პეპტიკური წყლული. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტრესფაქტორების გავლენისგან დასაცავად საჭირო ხდება სუსტი სედაციური საშუალებების დალევა (შავბალახას, კატაბალახას ნაყენების), ყაბზობის საპროფილაქტიკოდ – უჯრედისით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვების მიღება.

ჭარბი წონა

ბევრისათვის, ალბათ, ნაცნობი სურათია: თითქოს საჭმელი ჩვეულებრივია, კერძები – დაბალკალორიული, მაგრამ ზედმეტი (ჭარბი) კილოგრამები მაინც „მატერიალიზდება“, თანაც ისე, რომ გაუგებარია საიდან. ამის მიზეზი, ისევ და ისევ, სტრესია. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სტრესი და ჭარბი წონა ურთიერთკავშირშია: სტრესის ჰორმონები აფერხებენ ნივთიერებათა ცვლას, მეტაბოლიზმს ან ღელვა-შფოთვის ფონზე მადა ძლიერდება და ადამიანს დიდი რაოდენობით საკვების „შთანთქმა“ უნდება, ნებისმიერი საკვების, რაც ხელთ მოხვდება. ასეთ დროს შველა ფიზიკური აქტივობა და დიეტაა. ეს უკანასკნელი უნდა შეიცავდეს ახალ ხილსა და ბოსტნეულს.

სქესობრივი სფერო

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

სტრესი უარყოფითად მოქმედებს ლიბიდოზე, ვინაიდან სქესობრივი ფუნქცია უშუალოდ დამოკიდებულია ადამიანის ემოციურ და ფსიქიკურ სფეროზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ისწავლონ სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის სახლის ზღურბლის მიღმა დატოვება. ასევე გაითვალისწინონ ისიც, რომ სექსი სტრესის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა.

თავის ტკივილი

თავის ტკივილი ხშირად ვლინდება და ძლიერდება განცდილი სტრესის შემდეგ. ჩვეულებრივ, ტკივილი ჩნდება თავის კეფის მიდამოში და გამოწვეულია კუნთების ტონუსის ცვლილებით. თუ თავის ტკივილის მიზეზი სტრესია, მაშინ სასურველია მინიმუმამდე დაიყვანოთ ფიზიკური აქტივობა. კარგი იქნება თავისა და კისრის მასაჟი.

დერმატოლოგიური პრობლემები

სტაბილური სტრესის გამო ხშირად იტანჯება კანიც: აკნე, მუწუკები, პიგმენტური ლაქები, სიმშრალე და ფურუნკულოზი. მწერების ნაკბენის ან ალერგიის მსგავსი წითელი, მქავანი წერტილები ჩნდება მაშინ, როდესაც იმუნური დაცვა სუსტდება და ამის შედეგად ჰისტამინის ჭარბად გამოყოფა (სეკრეცია) ხდება. ჰისტამინის სიჭარბის გამო ვითარდება რეაქცია გამონაყარის სახით. დასვენება-რელაქსისთვის სასარგებლოა არომააბაზანებისა და კონტრასტული შხაპის პრაქტიკა.

გულის აქტივობა

სისტემატური სტრესი გულ-სისხლძარღვთა დის­ფუნქციის წარმოშობის ფაქტორია. ამ მიზეზით ნეგატიური განცდებისას რეკომენდებულია ელემენტარული ფიზიკური ვარჯიში ან გასეირნება.

უეცარი თმის ცვენა

თმა მუდმივად ცვივა, მაგრამ გარკვეული (გონივრული) რაოდენობით. თუმცა, თუ სავარცხელზე ბევრ თმას ხედავთ, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ თქვენი ორგანიზმი სტრესის გამო სავალალო მდგომარეობაშია. სტრესი თმის ფოლიკულებისათვის „დასვენების“ მდგომარეობას იწვევს და შესაბამისად, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლოა თმამ გაძლიერებულად ცვენა დაიწყოს.

სუსტი კონცენტრაცია

ზოგჯერ ადამიანები უეცრად გულმავიწყნი ხდებიან, ადვილად გადააქვთ ყურადღება სხვა საგანზე, ვერ ახერხებენ კონცენტრირებას კონკრეტულ ამოცანაზე. ეს ყოველივე მუშაობით გადატვირთვისა და ტვინის გადაღლის ნიშანია. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ აუცილებელია დასვენება და განტვირთვა.

ხშირი გაციება

ყველამ იცის, რომ იმუნური პასუხი სუსტდება სტრესის გავლენით. ადამიანები, რომლებიც ხშირად ეჯახებიან სტრესულ სიტუაციებს, 2-ჯერ უფრო მიდრეკილნი არიან სხვადასხვა სახის ინფექციისადმი. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი გაციება საეჭვოდ გახანგრძლივდა, ეს შეიძლება სტაბილურ სტრესს უკავშირდებოდეს.

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს?

მდგრადი, ქრონიკული სტრესი სხვადასხვა დაა­ვადებისა და პათოლოგიის განვითარების საფუძველია. ის არის ჰიპერტენზიის, გულის დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სახსრების პათოლოგიათა განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი. ამდენად, მნიშვნელოვანია სტრესის არიდება და მისი დაძლევა. ადამიანმა უნდა შეძლოს მისი დონის შემცირება ჯანმრთელობის დასაზოგად.

სტრესმა რომ უარყოფითად არ იმოქმედოს თქვენს ორგანიზმსა და განწყობაზე, მნიშვნელოვანია ისწავლოთ „ჩაციკვლისგან“ თავდაღწევა, ანუ მუდმივად არ იფიქროთ საზრუნავსა და უსიამოვნებებზე, მარტივად შეხედოთ ბევრ საკითხს, აპატიოთ სხვებს და იფიქროთ პოზიტიურად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები