ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

  • მე მთარგმნელი ვარ. უამრავი შეკვეთა მაქვს, მაგრამ როცა მეგობრები დახმარებას მთხოვენ, დროს ყოველთვის ვპოულობ. რა თქმა უნდა, ამაში ფულს არ ვართმევ. კაცმა რომ თქვას, არც მთავაზობენ... მე კი ნამდვილად არ ვარ ისეთი მდიდარი, რომ უფასოდ ვიმუშაო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე...

ეცადეთ, ორი კვირის განმავლობაში ჩაიწეროთ, რამდენ დროს ხარჯავთ სამუშაოსთვის და რამდენს - მეგობრების თხოვნის შესასრულებლად. ასე ცხადი გახდება, რამდენ შეკვეთაზე გიწევთ უარის თქმა მეგობრების გამო.

დაფიქრდით, შეგიძლიათ თუ არა თავს ამის უფლება მისცეთ. თუ არა - ნუ მოგერიდებათ, უარი უთხარით მათ, ვინც მეგობრულად, ანაზღაურების გარეშე გთხოვთ სამუშაოს შესრულებას. თუ მიზეზს გკითხავენ, უპასუხეთ, რომ ფასიან შეკვეთაზე უარის თქმა გიწევთ და სოლიდურ თანხას კარგავთ. თუ ნამდვილად გსურთ დახმარება, უარს ნუ ეტყვით, უბრალოდ მიანიშნეთ, რომ შრომისათვის უნდა გადაიხადონ. ფულის აღება უხერხულად მიგაჩნიათ? მაშინ დაე რაიმე საჭირო ნივთი გაჩუქონ ან სამაგიერო სამსახური გაგიწიონ. შეგიძლიათ, ხუმრობით უთხრათ: "მე ტექსტს გითარგმნი, შოკოლადი (ყავა, კონცერტის ბილეთი) კი შენზეა".

  • ბებიასთან სტუმრობის შემდეგ ჩემმა 6 წლის გოგონამ გამომიცხადა, რომ მასთან ცხოვრება სურს. რა თქმა უნდა, მიზეზი გასაგებია - დედაჩემი მას ყველაფრის უფლებას აძლევს, ყველა სურვილს უსრულებს, საჩუქრებით ავსებს, მე კი ვცდილობ, ბავშვი არ გავანებივრო, რაღაც-რაღაცებს ვუკრძალავ და ზოგჯერ ვსჯი კიდეც. მაგრამ იმის გაგონებამ, რომ ბებიასთან სურს ცხოვრება, მაინც გული მატკინა! მირჩიეთ, როგორ მოვიქცე.

თუ თქვენი გოგონა ერთხანს მართლა ბებიასთან იცხოვრებს, მიხვდება, რომ ბებია მუდამ საჩუქრებით ვერ გაანებივრებს, ვერც ყველა სურვილს აუსრულებს. სტუმრობა სხვაა, ხოლო ერთ ჭერქვეშ ცხოვრება - სხვა. ეს უკანასკნელი გულისხმობს გარკვეული წესების დაცვას, შეზღუდვებს. ამიტომ, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, დაე, იცხოვროს გოგონამ ბებიასთან რამდენიმე კვირა, ოღონდ აუცილებლად უთხარით, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია შინ დაბრუნება. თუ დედათქვენს ბავშვის ამდენი ხნით წაყვანა არ შეუძლია, მიზეზი თავად აუხსნას.

  • ჩემი თანაკლასელი ცდილობს დამიმეგობრდეს. გამუდმებით თავის ცხოვრებაზე, თავის პრობლემებზე მესაუბრება და რჩევას მთხოვს. ამბობს, რომ ჩემ გარდა მეგობარი არ ჰყავს. მინდა დავეხმარო, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ მიყენებს. ყოველ შემთხვევაში, მასთან ურთიერთობა ძალიან მღლის.

როგორც ჩანს, ეს ქალიშვილი ითხოვს, მის ცხოვრებაზე, სხვებთან მის ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა თქვენ იკისროთ, თქვენ კი ამაზე თანხმდებით. გახსოვდეთ: არ ხართ ვალდებული, პასუხი აგოთ მოზრდილ, სრულფასოვან ადამიანზე - ეს საკმაოდ მძიმე ტვირთია, ამიტომ ბუნებრივია, რომ დაგღალათ. დაფიქრდით, რამდენად საინტერესოა თქვენთვის ეს ქალიშვილი როგორც პიროვნება, რამდენად ხშირად და რა სიტუაციებში ისურვებდით თქვენ თვითონ მასთან ურთიერთობას?

მოიქეცით ისე, რომ თქვენი ურთიერთობა თქვენთვის იყოს სასიამოვნო. თუ გექნებათ სურვილი, მოისმინოთ მისი ცხოვრების ამბები, ესაუბრეთ; თუ არ გსურთ მისი პრობლემების მოსმენა - ბოდიში მოუხადეთ და საუბარი გააწყვეტინეთ. დაიმახსოვრეთ, ადამიანთან კარგი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ეს კი არ ამძიმებს, არამედ მხოლოდ სიხარულს ჰგვრის ორივე მხარეს.

  • ცოტა ხნის წინ ჩოგბურთმა გამიტაცა, მაგრამ ქმარს ამას ვერ ვუმხელ: ის მიჩვეულია, რომ ყველაფერი ერთად ვაკეთოთ, მე კი ვარჯიშზე მარტო მსურს სიარული. გარდა ამისა, არ მინდა დაინახოს, როგორი მოუქნელი ვარ კორტზე. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე.

თქვენ აუცილებლად უნდა უამბოთ მეუღლეს თქვენს ახალ გატაცებაზე. თუ ჩოგბურთზე რეგულარულად ივლით, გამუდმებით მოგიწევთ ქმრის მოტყუება, ხოლო ტყუილი ადრე თუ გვიან მაინც გამჟღავნდება. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობს იგი თავს, როცა გაიგებს, რომ ატყუებდით, თანაც ასეთი უმნიშვნელო მიზეზით. დაიჯერებს, რომ მიზეზი ნამდვილად სპორტია და არა სხვა მამაკაცი? გენდობათ ამის შემდეგ? უთხარით ქმარს, რომ ჩოგბურთზე სიარული გადაწყვიტეთ. თუ ის თქვენთან ერთად ვარჯიშს მოისურვებს, აუხსენით, რომ მის გვერდით ნორმალურად ვარჯიშს ვერ შეძლებთ, რადგან გამუდმებით იმაზე იფიქრებთ, როგორ გამოიყურებით ვარჯიშის დროს. ალბათ გაგიჭირდებათ მისი დაყოლიება, რომ კორტზე მარტო გაგიშვათ, მაგრამ ოჯახურ ურთიერთობას სხვაგვარად ვერ შეინარჩუნებთ.


  • დედაჩემს სურს, ჩემს პირად ცხოვრებაზე ყველაფერი იცოდეს. ის სხვა ქალაქში ცხოვრობს, მე კი ვმუშაობ, ისე რომ, ერთმანეთს იშვიათად ვხედავთ, მაგრამ ხშირად, თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ ტელეფონით. მე მიხარია მისი ხმის გაგონება, მაგრამ დედა გამუდმებით პირად ცხოვრებაზე მეკითხება და რჩევებს მაძლევს, ეს კი ზოგჯერ აუტანელია! უკვე აღარ ვიცი, რა ვუპასუხო, რომ მისგან მორიგი ლექცია არ მოვისმინო. თუ არაფერი მოვუყევი, სწყინს...

ეცადეთ, დედის ყურადღება თქვენი პირადი ცხოვრებიდან მისაზე გადაიტანოთ. საუბარი დაიწყეთ იმის გამოკითხვით, როგორ არის მისი საქმეები, როგორი განწყობილება და რა გეგმები აქვს, ჰკითხეთ, რას აკეთებს, რომელ გადაცემებს უყურებს, რომელ წიგნსა თუ ჟურნალ-გაზეთს კითხულობს. ჰკითხეთ თქვენი ახლობლებისა და ნაცნობების ამბებიც. გარდა ამისა, თქვენ აუცილებლად გეცოდინებათ, რა იტაცებს დედათქვენს. ესაუბრეთ ამის შესახებაც. შედეგად ორივე კმაყოფილი დარჩებით კონტაქტით: დედა იგრძნობს თქვენს ყურადღებასა და მზრუნველობას, ისაუბრებს თავისთვის საინტერესო თემებზე, თქვენი პირადი ცხოვრება კი ხელშეუხებელი დარჩება.

  • მე და ჩემი მეგობარი მამაკაცი ერთად ვცხოვრობთ და დაქორწინებას ვაპირებთ. ჩემს მშობლებს უზარმაზარი ქორწილის გადახდა სურთ, მაგრამ წვეულება უკვე რამდენჯერმე გადაიდო: ხან მამას ჰქონდა მივლინება საზღვარგარეთ, ხან ბებია გახდა ავად, ხან ფინანსური პრობლემები შეიქმნა. ჩემი საქმრო კი განაწყენებულია. არ ვიცი, რა ვქნა, არც საქმროს წყენინება მინდა და არც ახლობლებისა, ასე შეიძლება ქორწინება საერთოდ ჩაიშალოს...

ნამდვილად უჩვეულო სიტუციაში ხართ - უმეტესად ახლობლები მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ, რომ ახალგაზრდა წყვილი რაც შეიძლება სწრაფად დააქორწინონ... მაგრამ გახსოვდეთ, ისე ვერასოდეს მოიქცევით, რომ ყველას ასიამოვნოთ, ამიტომ ყურადღება მათზე გადაიტანეთ, ვისაც უშუალოდ ეხება თქვენი ურთიერთობა, ანუ საკუთარ თავსა და საქმროზე. ხალხმრავალი წვეულება გსურთ თუ საყვარელ ადამიანთან მოკრძალებულ რეგისტრაციასაც დასჯერდებით? რას ფიქრობს ამაზე თქვენი მომავალი ქმარი? გარდა ამისა, არ არის აუცილებელი, ქორწილი შეუღლებისთანავე გადაიხადოთ - შეიძლება, ჯერ ხელი მოაწეროთ, ხოლო შემდეგ, როგორც კი გარემოება საშუალებას მოგცემთ, სტუმრები მოიპატიჟეთ. ეგებ თქვენმა გადამწყვეტმა ნაბიჯმა თქვენს ახლობლებსაც აიძულოს მოქმედება.

  • ახალ სამუშაოზე მოვეწყვე, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ მეზობელ განყოფილებაში ჩემი ყოფილი შეყვარებული დამხვდებოდა... ჩვენ სამი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, დაქორწინებასაც კი ვაპირებდით, მაგრამ ორი წლის წინ ერთმანეთს დავშორდით, რადგან მიღალატა... არ ვიცი, როგორ მოვიქცე მასთან შეხვედრისას. ვცდილობ, ისეთივე ურთიერთობა მქონდეს, როგორიც სხვა კოლეგებთან, მაგრამ არ გამომდის, ის კი აშკარად განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს და ზედმეტ ყურადღებას მაქცევს. მე არ მინდა, წარსულს დავუბრუნდე! ნუთუ სამსახურიდან წასვლა მომიწევს?

ნამდვილად გაგიჭირდებათ, ყოფილ შეყვარებულს ისე მოექცეთ, როგორც უბრალო კოლეგას, რადგან, სხვა თუ არაფერი, ის თქვენი დიდი ხნის ნაცნობია და, ამასთანავე, კარგი ნაცნობიც. მაგრამ უნდა გაარკვიოთ, როგორი ურთიერთობა გსურთ მასთან: როგორც ძველ მეგობართან, როგორც თქვენთვის არასასიამოვნო პიროვნებასთან თუ უბრალოდ მამაკაცთან, რომელთანაც წარსულში სიყვარული გაკავშირებდათ, - ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ საოფისე ეთიკაც. მაგალითად, თქვენი ნებაა, როგორ ესაუბრებით ყოფილ შეყვარებულს - კეთილგანწყობილად თუ ცივად, როგორ მიესალმებით - მხიარულად თუ თავშეკავებულად, მაგრამ აუცილებლად უნდა მიესალმოთ და შეხვედრისას ზურგი არ შეაქციოთ.