როგორ მოქმედებს სტრესი და ემოციური კვება ჯანმრთელობაზე
სიმსუქნე სტრესის ერთ-ერთი შედეგია. ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის თანახმად, ჭარბი კვება ან არაჯანსაღი საკვების მიღება სტრესის საერთო სიმპტომია. ამას ფსიქოლოგები უწოდებენ ემოციურ კვებას. სინამდვილეში, ეს არ არის რეალური შიმშილი. ეს პროცესი ტვინში მიმდინარეობს, საიდანაც იგზავნება სიგნალი, რომ თქვენ გშიათ და შიმშილის გრძნობის კომპენსირებას ხშირად უსარგებლო, არაჯანსაღი საკვების მიღებით ახდენთ.
ემოციური ჭამა ადვილად ამოსაცნობია - ის, როგორც წესი, გიბიძგებთ იმ ტიპის საკვების მიღებისაკენ, რომელიც მაღალკალორიულია და მყისიერად ანაყრებს, რაც ხშირად იწვევს სიმსუქნეს. მეორე მხრივ, მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ჭარბი რაოდენობით საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი. კერძოდ, როდესაც ორგანიზმში ძალიან ბევრი კალორია ხვდება, ნაწლავები ამაზე რეაგირებას ახდენს იმ ჰორმონის ,,გათიშვით” , რომელიც ტვინში აგზავნის სიგნალს დანაყრების შესახებ, შესაბამისად, ადამიანი მეტ და მეტ საკვებს იღებს, რაც სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას.
მეცნიერების აზრით, სტრესი რაციონალური აზროვნების პირველი მტერია - ის ათავისუფლებს იმპულსურ მხარეს. ეს კარგია, როდესაც საქმე გადარჩენის საკითხია, მაგრამ, უფრო ხშირად, ეს უბრალოდ ასუსტებს თქვენს ნებისყოფას და გაიძულებთ გააკეთოთ ის, რაც იცით, რომ არ არის კარგი თქვენთვის, მაგალითად, ძალიან ბევრი არაჯანსაღი საკვების ჭამა.
ამიტომ დამშვიდება და საკუთარი თავის მოტივაცია გადამწყვეტია - ღრმა სუნთქვამ შეიძლება დაამშვიდოს თქვენი ნერვული სისტემა და დააბრუნოს თქვენი რაციონალური გონება თამაშში.
დაბალანსებული კვების შემთხვევაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგება მარტივია. უფრო რთულია გონების მოტყუება. ადამიანები, რომელთაც ემცოიურ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მიმართავენ იოგას და მედიტაციას, რადგან ასეთი სახის ფიზიკური აქტივობა კარგია არა მხოლოდ სხეულისთვის, არამედ ტვინისთვისაც.
იგივე ეხება ნებისმიერ რეგულარულ ვარჯიშს - როგორც კი ამ ჯანსაღ ჩვევას აითვისებთ, თქვენი ორგანიზმი მხოლოდ ხარისხიან საკვებს მოისურვებს. ვარჯიშის დასაწყებად მოტივაციის პოვნა ყველაზე რთული ნაწილია, მაგრამ არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია სათანადო ფიტნეს ტანსაცმლის ტარება გაზარდოს თქვენი მოტივაცია.
ჯანსაღი კვებაზე გადასვლა არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი სხეულისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სითხის დალევაა. დაიწყეთ დღე თბილი ლიმონიანი წყლით, რათა მეტაბოლიზმი ოდნავ გააქტიურდეს და შეძლებისდაგვარად თავი შეიკავოთ გადამუშავებული საკვების მიღებისგან. ეს ნიშნავს, რომ თქვენი რაციონი უნდა შეიცავდეს ისეთ საკვებს, რომელიც შეიცავს ჯანსაღ ნახშირწყლებს, ცხიმებსა და ცილებს.