/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

თუ ახალი წლის მოახლოება არ გიხარიათ

თუ ახალი წლის მოახლოება არ გიხარიათ
ახალი წელი – ლამაზი, მხიარული დღესასწაული – ჯადოსნური მოლოდინით გვავსებს, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც სულაც არ ემხიარულებათ. მიზეზი?

– მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს: წლები მიდიან, ასაკი გვემატება, თოვლის ბაბუასაც დავავიწყდით და სანტა კლაუსსაც; ახალი წლის სასწაული, რომელზეც წიგნებში წერენ და ფილმებში მოგვითხრობენ, არა და არ ხდება; არც ამინდი უწყობს ხელს საახალწლო განწყობილების შექმნას... ეს და სხვა ამდაგვარი ფიქრები ცუდ განწყობაზე გვაყენებს და სხვისი მხიარული, სადღესასწაულო აჟიოტაჟი გვაღიზიანებს კიდეც.

მაინც სად არის გამოსავალი? რა უნდა გავაკეთოთ, სახლში რომ მოწყენილი არ ვისხდეთ და სხვების მხიარულებასა და გართობას შურიანი თვალით არ ვუმზიროთ? – გამოსავალი ერთია: უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრების ჯადოქრები, თოვლის ბაბუები და სანტა კლაუსები ჩვენ თვითონვე ვართ. ამიტომ საკუთარ თავს უნდა ვაიძულოთ თავადვე შეგვიქმნას სადღესასწაულო განწყობილება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ მთელი არსებით შეიგრძნოთ ამ ლამაზი დღესასწაულის ატმოსფერო და ხიბლი.

დაუწერეთ საკუთარ თავს წერილი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყველა ჩვენგანი ცდილობს, ახალი წლის წინა დღეებში ერთგვარად შეაჯამოს განვლილი წელი და შესაბამისად, დაგეგმოს მომავალი. გთავაზობთ ცოტა სხვაგვარი ფორმით შეადგინოთ მსგავსი გეგმა: აიღეთ ფურცელი და კალამი და დაწერეთ წერილი, რომელსაც ზუსტად ერთი წლის შემდეგ გახსნით. პირველ რიგში, დაწერეთ, რატომ ხართ არასადღესასწაულო განწყობაზე და რატომ არ გიხარიათ ახალი წლის მოსვლა, შემდეგ კი ცოტა იფანტაზიორეთ: უპასუხეთ კითხვებზე: როგორი ვიქნები მე ზუსტად ერთი წლის შემდეგ? როგორ განწყობაზე ვიქნები? რა მეცმევა ახალი წლის ღამეს? სად და ვისთან ერთად გავატარებ ამ დღესასწაულს? ნუ შეზღუდავთ თავს ფანტაზიებში – წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორსაც ისურვებდით, შეიძლება ამ წარმოსახვებმა ისე გაგიტაცოთ, რომ ბლოკნოტი ხელიდან გააგდოთ და მაშინვე შეუდგეთ თქვენი ფანტაზიის რეალობად გადაქცევას.

ნაბიჯი მეორე – საკუთარ თავს თავადვე შეუქმენით საახალწლო ამინდი

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

როგორია ახალი წელი ჩვენს წარმოსახვაში? – თეთრი, ქათქათა თოვლით დაფარული სახლები, ქუჩები და ხეები; ჰაერში მოფარფატე ფიფქები და ყინვისაგან ლამაზად მოხატული ფანჯრები – აი, ასეთი ახალი წელი იყო ჩემს ბავშვობაში, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის, ცლიმატიც – ფიფქები კი არადა, ციდან ჩამოვარდნილი წვიმის წვეთებიც სანატრელი გაგვიხდა. თეთრად გადაპენტილი სახლებისა და ხეების ნაცვლად ნაცრისფერი, უსახური სახურავები და ნაღვლიანად მომზირალი გაშიშვლებული ხეეები შემოგვცქერის. თუმცა ამის გამო არ ღირს დაღონება: აიღეთ სახატავი ქაღალდის ფურცელი და აკვარელის საღებავები, რათა თავადვე შექმნათ სასურველი ამინდი. დაიმახსოვრეთ, დაგჭირდებათ ბევრი-ბევრი თეთრი ფერი. დაჯექით ფანჯარასთან და დახატეთ გარემო ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოს. არ დაგავიწყდეთ ნაძვის ხისა და ნაირფერი გირლანდების დახატვა; ამისთვის სულაც არაა საჭირო ხატვის ნიჭი და დიდი ოსტატობა. დახატეთ ის, რაც გამოგივათ. შემოქმედება განწყობილებას ამაღლებს, ჩვენ კი სწორედ ეს გვჭირდება. არ იდარდოთ, თუ შედევრის მაგივრად ბავშვის ხელით ნაჩხაპნი სასაცილო ნახატი გამოგივიდათ. სიცილი ხომ დეპრესიისა და ცუდი განწყობის საუკეთესო წამალია.

უყიდეთ მეგობრებს და ახლობლებს საჩუქრები

ახალი წლის განწყობილების ამაღლების ერთ-­ერთი საუკეთესო საშუალებაა ახლობლების, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისათვოს საჩუქრების შეძენა და ახალი წლის მილოცვა მათთვის. სულაც არაა საჭირო ძვირად ღირებული ნივთების და სუვენირების ყიდვა. სულ პატარა საჩუქარი ან უბრალოდ, მისალოცი ბარათიც კი გაახარებს თქვენთვის ახლობელ ადამიანს და კიდევ ერთი: საჩუქრების საყიდლად სავაჭრო ცენტრში ან სუპერმარკეტში უნდა წახვიდეთ. იქ კი მხიარული მუსიკა, ლამაზად მორთული მაღაზიები, მოფუსფუსე ადამიანები და სადღესასწაულო ორომტრიალი დაგხვდებათ, რაც დეპრესიიდან გამოსვლასა და ხასიათზე მოყვანაში დაგეხმარებათ.

მთავარია, გაიზიაროთ ის განწყობა, რაც თქვენ ირგვლივ სუფევს. ნუ მისცემთ თავს იმის უფლებას, რომ იფიქროს: ეს სხვისი დღესასწაულია, მე აქ არაფერი მესაქმება. ჩაერთეთ მხიარულ ფერხულში და ნახავთ, როგორ იქცევა ახალი წელი „თქვენს საკუთარ დღესასწაულად“.

საკუთარი ხელით მორთეთ ნაძვის ხე

მარტო ხართ და ფიქრობთ: აბა, რად მინდა ნაძვის ხე? რა საჭიროა? ბავშვები არ არიან, რომ გაიხარონ, მე კი სულაც არ მედღესასწაულება. ძალიან ცდებით, თუ თვლით, რომ ნაძვის ხის მორთვა მხოლოდ ბავშვებისთვისაა საჭირო. თავს ძალა დაატანეთ და თუნდაც სულ პატარა, მინიატურული ნაძვი შეიძინეთ და მორთეთ. გაალამაზეთ გირლანდებით, ფიფქებით, სათამაშოებით, კანფეტებით. ნურც ფანჯრებს დატოვებთ უყურადღებოდ: მათზე მიწებებული პატარა ფიფქები და ვარსკვლავები უდავოდ გაგახალისებთ და განწყობილებასაც აგიმაღლებთ. ნაძვის ხის მორთვით კი აცნობიერებთ, რომ ახალი წელი უკვე კარზეა მომდგარი.

კიდევ ერთი: აუცილებლად უყურეთ ძველ საახა­ლწლო ფილმებს – განსაკუთრებით იმათ, რომლებიც ბავშვობაში გიყვარდათ. ჩართეთ: „ბედის ირონია“, „ვერის უბნის მელოდიები“, „მარტო სახლში“ და ოცნებებით გადაეშვით უდარდელ, მხიარულ ბავშვობაში.

წადით სტუმრად!

ახალი წელი ბევრისათვის არც ისე მარტივი დღესასწაულია. ჩვენ ყველანი ველოდებით სიურპრიზებს, სასწაულებს, რაღაც ამაღლებულსა და განსაკუთრებულს, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? – არც არაფერი. დიახ, სწორედაც რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ამის გამო ნაღველი და დარდი გვიპყრობს.

არ იდარდოთ! ნუ იქნებით სევდიანი, მოწყენილი, გულჩათხრობილი. სახლში არ გსურთ ყოფნა? – წადით სტუმრად. მჯერა, რომ ყველა თქვენგანს ჰყავს ისეთი მეგობარი, ახლობელი, ნათესავი, რომელსაც თქვენი სტუმრობა გაუხარდება. სულაც არაა აუცილებელი მდიდრული სუფრის გასაშლელად შეწუხდეთ ან მეგობარი შეაწუხოთ. ფინჯან ყავაზე და ერთ ფილა შოკოლადზე შეგიძლიათ საათობით ისაუბროთ, გული გადაუშალოთ ერთმანეთს და დარდი გაიქარვოთ.

ახალი წელი მართლაც ჯადოსნური დღესასწაულია, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად გავხდით მას ჯადოსნურსა და სასწაულებით აღსავსეს. ასე რომ, თქვენი განწყობა თქვენს ხელთაა.

ყველას გილოცავთ 2023 წელს და გისურვებთ ოცნებების ახდენას, ბევრ-ბევრ სასწაულს და სითბოთი და სიყვარულით სავსე დღეებს!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თუ ახალი წლის მოახლოება არ გიხარიათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები