როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

მყავს შეყვარებული. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. მე მას ყველაფერს ვუყვები, ყველა საიდუმლოს ვუზიარებ და პრობლემაც სწორედ ამაშია. ის ფიცხია და ვერ იტანს, როცა ვუამბობ, რომ ვინმემ ყურადღება მომაქცია, გამიღიმა ან ქათინაური მითხრა, მაგრამ თუ რაიმეს არ მოვუყვები, ბრაზდება და მთხოვს, რომ არაფერი დავუმალო. მას მიაჩნია, რომ მის გარეშე არ უნდა შევხვდე მეგობრებს. მე მასთან ოჯახის შექმნას ვაპირებ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ბედნიერი ვიქნები. სწორად ვიქცევი თუ არა? თამუნა, 23 წლის

ახალგაზრდა კაცი ცდილობს, გაკონტროლოთ - ეს საშიში ტენდენციაა. ჯერჯერობით შემაჩერებელი ფაქტორი ისაა, რომ პასპორტში შტამპი არ გაქვთ, დაქორწინების შემდეგ, განსაკუთრებით - ბავშვის დაბადების მერე, თქვენ მასზე ფინანსურად დამოკიდებული გახდებით და ის შესაძლოა უფრო სასტიკი გახდეს.

გააპროტესტეთ კონტროლის ყოველი მცდელობა! თქვენ გაქვთ უფლება, შეხვდეთ ახლობლებსა და მეგობრებს. რაც შეეხება სხვა მამაკაცების თქვენდამი ყურადღებას, მას შესაძლოა აბრაზებდეს თქვენი კეთილი განწყობა მათ მიმართ და არა თვით ქათინაურები.

ჩემი დედამთილი ხშირად ამზადებს შინ კონსერვებს და სისტემატურად მოაქვს ჩვენთან თავისი ნახელავი: დამჟავებული კიტრი, პომიდორი და ასე შემდეგ, თანაც ბლომად. ჩვენ მათ არ ვჭამთ - ჩემს ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ექიმი მარილიან საკვებს კატეგორიულად უკრძალავს; ბავშვები პატარები არიან და კიტრისა და პომიდვრის მწნილი მათთვის ჯერ არ შეიძლება, მე კი ეს ყველაფერი უბრალოდ არ მიყვარს. უკვე აღარ ვიცი, სად შევინახო ამდენი ქილა. ბევრჯერ ვთხოვე დედამთილს, ჩვენზე მარაგს ტყუილად ნუ ხარჯავთ-მეთქი, მაგრამ თითქოს არ ესმის. როგორ მოვიქცე? ანა, 31 წლის

რა თქმა უნდა, ნაჩუქარსა და მორთმეულს არ გააჩუქებენ ხოლმე, მაგრამ ასეთ სიტუაციაში შეგიძლიათ ის მეგობრებს ან მეზობლებს მიაწოდოთ ან სამსახურში კოლეგებს მიართვათ. ვინმე მათ შორის აუცილებლად დააფასებს თქვენს გულუხვობას. დედამთილთან საუბრისას კი შეგიძლიათ აღნიშნოთ ეს იძულებითი ჟესტი, რომლის მიზეზიც ის არის, რომ ცდუნებისგან დაიცვათ მისი შვილი და შვილიშვილები - ხომ იცის, რომ მათთვის ასეთი პროდუქტებით კვება არ შეიძლება. იქნებ დაენანოს თავისი შრომა და შემდგომისთვის დაფიქრდეს, სანამ დამჟავებულ პროდუქტებს მოგიტანდეთ. შეიძლება სთხოვოთ, გიწილადოთ მარაგი, როცა თქვენ და თქვენი ქმარი სტუმრების მოწვევას გადაწყვეტთ. ასევე შეგიძლიათ უცვალოთ პროფილი შინაურ წარმოებას - დამარილებულის ნაცვლად მურაბის ან სხვა რამის დამზადება სთხოვოთ.

მე სამუშაოს ვეძებ და ხშირად გავდივარ გასაუბრებაზე. საუბარი ყოველთვის კონსტრუქციულად და კეთილგანწყობით მიმდინარეობს, სანამ ხელფასს შეეხებოდეს. შემკვეთი მთავაზობს გაცილებით ნაკლებ თანხას, ვიდრე შეუძლია - ეს შესამჩნევია. მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არ არის - შემოთავაზებული ანაზღაურება გაცილებით მცირეა, ვიდრე ვიმსახურებ. როგორ დავასაბუთო, რომ მაღალ ხელფასს ვიმსახურებ? სალომე, 32 წლის

გასაუბრებაზე მისვლამდე მოამზადეთ მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენს იღებს საშუალოდ თქვენი დონის პროფესიონალი. დაასახელეთ თანხის ოდენობა, რომელსაც გიხდიდნენ წინა სამუშაოზე და მტკიცედ განაცხადეთ, რომ აზრი არ აქვს ნაკლებ ხელფასზე დათანხმებას.

როცა სამუშაოს მაძიებელნი ამბობენ, რომ მათთან მუშაობის სურვილი ბევრს აქვს და მათთვის არახელსაყრელ პირობებზე დათანხმებას არ ჩქარობენ, ისინი ფასეულ სპეციალისტებად აღიქმებიან. თქვენ დაბალ ანაზღაურებას გთავაზობენ. იკითხეთ, ხომ არ არის გამოწვეული ეს ეკონომიკური პოლიტიკა კომპანიის ფინანსური პრობლემებით. აგრძნობინეთ, რომ მეტის შემოთავაზებას ელოდით - შესაძლოა, ამან შედეგი გამოიღოს.


ჩემი ქმარი ფოტოგრაფიით არის გატაცებული და უამრავ ფულს ხარჯავს ობიექტივებზე, შტატივებსა და სხვა აქსესუარებზე. ამასთანავე, ეს გატაცება ირიბად უკავშირდება მის სამუშაოს და ჩემი ქმარი გამუდმებით მპირდება, რომ მალე ამ საქმიდან დიდი შემოსავალი ექნება, მე კი იმისაც არ მჯერა, რომ შემოსავალი გასავალს დაფარავს. როგორ მოვიქცე? თინიკო, 35 წლის

წარმოიდგინეთ საკუთარი თავი შოპინგზე, როცა გსურთ შეიძინოთ ისიც, ესეც. ასეთ მომენტებში გეჩვენებათ, რომ შეძენილი ყველა ნივთი თქვენთვის აუცილებელია. თქვენი ქმარი კი შესაძლოა სხვაგვარად ფიქრობდეს. ხუჭავს თუ არა ის თვალს თქვენს სისუსტეებზე? თუ ასეა, მაშინ რატომ გინდათ, თქვენც ასევე მოიქცეთ? რა თქმა უნდა, თქვენი გატაცებები სხვადასხვაგვარია, მაგრამ თუ მეუღლის ჰობიზე თქვენი უკანასკნელი კაპიკები არ იხარჯება, მაშინ უსამართლობა იქნება, ხელი შეუშალოთ მისი ოცნების განხორციელებას. იმისათვის, რომ არ გადახვიდეთ ოჯახური ბიუჯეტის საზღვრებს, ყოველთვე განიხილეთ, რისი შეძენა გჭირდებათ. თუ ქმარი დაინახავს, რომ საჭიროა თანხის გადადება აუცილებელი საჭიროებისთვის, ალბათ ახალი შტატივის ყიდვისაგან თავს შეიკავებს.

ჩემი სტუდენტები ჩემი თანატოლები არიან. ამ პრობლემას მაშინ შევეჯახე, როცა ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში დავიწყე მუშაობა. ძალიან ვნერვიულობ, როცა ახალგაზრდებს ლექციას ვუკითხავ, ხმა მიწყდება ხოლმე. როგორ მოვერიო შფოთვას? მარი, 25 წლის

ნუ გრცხვენიათ თქვენი მღელვარების, ეს კიდევ უფრო დაგძაბავთ. უმჯობესია, თუ აუდიტორიას წინასწარ გააფრთხილებთ, რომ ცოტათი ღელავთ, ამიტომ შეიძლება დაიბნეთ. წინასწარ გაიარეთ რეპეტიცია შინ და შეეცადეთ, დაიმახსოვროთ თქვენი ემოციური მდგომარეობა იმ მომენტში, როცა თქვენი ხმა ხმამაღლა ჟღერს, მტკიცედ და უხარვეზოდ. ლექციის დროს გაიხსენეთ ეს მდგომარეობა. ასევე კარგ დახმარებას გაგიწევთ როლური თამაში. აუცილებლად გეყოლებათ ისეთი პედაგოგი, რომელიც სამაგალითო პროფესიონალად მიგაჩნიათ. შეეცადეთ, ჩაატაროთ ლექცია და ამ ადამიანის როლი შეასრულოთ.

ველოსიპედის მართვა არ ვიცი, სწავლისა კი მრცხვენია. მეგობრებმა ბევრჯერ სცადეს ესწავლებინათ, მაგრამ აქამდე ეს არავის გამოუვიდა. მე კი ველოსიპედით სეირნობაზე ვოცნებობ, თუმცა ჩემს ასაკში მეუხერხულება ეზოში ან აგარაკზე, მეზობლების თვალწინ, მოუხერხებელი მცდელობის დემონსტრირება. წარმატებაშიც არ ვარ დარწმუნებული... ნუთუ ჩემს ოცნებას ასრულება არ უწერია? ტატა, 26 წლის

სწავლა არასოდეს არის გვიან და არ არის სირცხვილი. მაშინაც კი, თუ ვინმე ირიბად ან დამცინავად შეხედავს თქვენს მცდელობას და უხერხულ მოძრაობებს ველოსიპედზე, უცხოთა აზრით ნუ დაინტერესდებით, ნურც ახლობლებს მიაქცევთ ყურადღებას. თუ რეგულარულად ივარჯიშებთ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. გაიხსენეთ, როგორ გასწავლიდნენ მეგობრები ველოსიპედის მართვას, რამდენი დრო დაკარგეს ამისათვის - ათი, ოცი წუთი? ეს ალბათ ხანმოკლე მეცადინეობები იყო და მორიგი ვარდნის შემდეგ ველოსიპედს კვლავ აივანზე ინახავდით. თუ ყოველ დილით ან უქმე დღეებში ნახევარ საათს მაინც დაუთმობთ ვარჯიშს, შეეცდებით წონასწორობის შენარჩუნებას სახლის კედელთან, ხესთან ან ღობესთან, შედეგიც არ დააყოვნებს. მთავარია, სურვილი გქონდეთ!

დედაჩემს ჩემი ქმარი არ მოსწონს, გამუდმებით ჩამჩიჩინებს, გაეყარეო. მე კი ეს არ მინდა. დიდხანს ვერ გავთხოვდი, სიყვარულს ველოდი. არ ვიცი, რა ვქნა. დედა გამუდმებით იმეორებს, რომ მე მას არ ვუფრთხილდები, ეს კი გულს მტკენს. ქეთი, 33 წლის

დაიმახსოვრეთ: სიყვარული დედისადმი და სიყვარული ქმრისადმი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება მაშინაც კი, თუ დედათქვენი სხვაგვარად ფიქრობს. მეუღლე უნდა მოგწონდეთ თქვენ და არა თქვენს ახლობლებს. როგორც ჩანს, დედა ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია, რომ თქვენი დროის უდიდესი ნაწილი სხვა ადამიანს ეკუთვნის და ძველი დრო ენატრება. ეცადეთ, მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ მის მიმართ, მაგრამ თავი არიდეთ საუბრებს შინ დაბრუნებასა და ქმართან დაშორებაზე. დედას ზრდილობიანად, მაგრამ მტკიცედ მიანიშნეთ, რომ არ გსიამოვნებთ ქმარზე ცუდის მოსმენა, ნუ მისცემთ მას საშუალებას, აკრიტიკოს სიძე.