საბედისწერო დიაგნოზის შიში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საბედისწერო დიაგნოზის შიში

ზოგს ეს შიში უკვე აკვიატებად აქვს ქცეული. ეს სერიოზული პრობლემაა, მძიმე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა საკუთარ თავზე და იმდენად ნეგატიურია ის ენერგია, რომლითაც მოცულია ასეთი ადამიანი, რომ შეიძლება მომავალში მძიმედ დაავადების საფუძველიც გახდეს.

შიში ადამიანის არსებობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ სულ სხვაა აკვიატებული, ავადმყოფური შიში – ფობია. ფობიებით დაავადებულია მოსახლეობის 10%-ზე მეტი. იმის გამო, რომ ამ დროს დომინირებს შიშის გრძნობა, აკვიატებული შიშები მეტად მრავალფეროვანია და ძალიან ხშირად გვხვდება. ფობიის საფუძველი აკვიატებაა. აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზით და შიშებით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ უმეტესად ის ბავშვობაში იწყება. დაავადებულს მთლიანად მოიცავს აკვიატებული აზრები. მას ესმის მათი აბსურდულობა, ებრძვის მათ, მაგრამ არ შეუძლია, შეწყვიტოს აკვიატებული ფიქრი, მოქმედება, ქცევა. ეს აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზია – ქრონიკული ფსიქიკური დაავადება, რომელიც სხვადასხვა სიმძიმისაა.

აკვიატებული აზრები, შიშები შეიძლება დასჩემდეთ ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებსაც, მაგალითად, გადაღლის, უძილობის, გადატანილი შიშის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში აკვიატება ისე იპყრობს ადამიანს, იმდენ დროს ართმევს, რომ არღვევს მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს: ხელს უშლის მუშაობაში, საქმეზე კონცენტრირებაში, ოჯახსა და სოციალურ გარემოსთან შეგუებაში. აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზებიდან გამოყოფენ აკვიატებულ შიშებს (ფობიებს). მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. ერთ-ერთი მათგანია სიმსივნის შიში – კანცეროფობია (კარცინოფობია). ამგვარი შიში უმთავრესად წარმოიშობა ფსიქოლოგიურ ნიადაგზე, კერძოდ, ახლობლის კიბოთი დაღუპვის ან წინდაუხედავი დიაგნოზის შემდეგ. ზოგჯერ კიბოს გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ თავს იჩენს შიში, რომ რეციდივი გარდაუვალია, თუნდაც ოპერაცია წარმატებული იყოს. პანიკური შიში იწვევს ნერვულ შეტევებს, რაც შეიძლება ფსიქოპათიაში გადაიზარდოს.

შიში არ კურნავს კიბოს!

უნდა გავაცნობიეროთ, რომ შიში ვერ განკურნავს კიბოს და ვერც დაგვიცავს მისგან. „უნდა დავძლიოთ კიბოს მიმართ პანიკური შიში, – აცხადებენ ონკოლოგები, – უნდა შევიგნოთ, რომ კიბო დიაგნოზია და არა სასიკვდილო განაჩენი. უნდა გვწამდეს, რომ გამოსავალი არსებობს“. ისინი გვარწმუნებენ, რომ კიბოს ეფექტური მკურნალობისთვის მთავარი დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში სრული განკურნების შანსი 90%-ია. მესამე-მეოთხე სტადიაშიც კი სიცოცხლის ხარისხის ამაღლებისა და გახანგრძლივების რეალური შესაძლებლობები არსებობს. ადამიანებს ახასიათებთ ონკოლოგიური დაავადების დამალვა, რადგან საზოგადოებაში მას სასიკვდილო განაჩენთან აიგივებენ. ეს არ არის მართებული მიდგომა, რადგან არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, რომ ადამიანმა კიბო დაამარცხა და სავსებით ჯანმრთელი დაუბრუნდა ოჯახს.

მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა კიბოს მკურნალობის ეფექტურ მეთოდებზე მუშაობს. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მედიკამენტური და რადიოლოგიური მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა. უმეტესად, დაავადება პრაქტიკულად იკურნება და ამის შესახებ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, უნდა გაიფანტოს მითი, რომ კიბო უკურნებელი სენია. კიბოსთან ბრძოლასა და კიბოთი დაავადების შიშის დაძლევაში უდიდეს როლს ასრულებს რწმენა და ფსიქოლოგიური განწყობა. ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანმა რწმენით, თვითშეგნებით დაამარცხა დაავადება თუ დაავადების შიში. თვით ონკოლოგებიც განუცვიფრებია მსგავს ფაქტებს, როცა სრულიად უიმედო ავადმყოფის სიმსივნურ ქსოვილებში ავთვისებიანობის ნიშნებიც კი გამქრალა. ფსიქოლოგები დაკვირვების საფუძველზე ამტკიცებენ, რომ თუ ადამიანს აქვს რაიმე სენით, მათ შორის – კიბოთი დაავადების შიში, ის მართლაც დაავადდება, რადგან ამ დროს ფსიქიკა თითქოს ბრძანებას იღებს. ფსიქიკას, ფსიქოლოგიურ განწყობას სასწაულის მოხდენა შეუძლია, მთავარია ადამიანმა ისწავლოს საკუთარი თავის მართვა. თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ახერებს, სპეციალისტებს უნდა მიმართოს.

ფობიების დროს ფსიქოთერაპიული მეთოდის არჩევა დაავადების, ავადმყოფური მდგომარეობის ხასიათსა და პიროვნებაზეა დამოკიდებული. ფობიების დროს ხშირად ეფექტურია სუგესტიური ფსიქოთერაპიის, ჰიპერვიოთერაპიის, აუტოტრენინგის სხვადასხვა მეთოდი. რეგესტიური ფსიქოთერაპია შთაგონებით მკურნალობაა. შთგონება შეიძლება განხორციელდეს როგორც ჰიპნოზური ძილით, აგრეთვე სიფხიზლისას. სპეციალისტმა ავადმყოფს უნდა ასწავლოს თვითშთაგონების ანუ ავტოტრენინგის სხვადასხვა მეთოდი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ეფექტისთვის. აუცილებელია აგრეთვე ოჯახური თერაპია, რომელიც მიმართულია ოჯახში არსებული ურთიერთობების კორექციისკენ. კომპლექსურ მკურნალობაში დიდი როლი ენიჭება მედიკამენტებით მკურნალობას, ცალკეულ შემთხვევებში – ანტიდეპრესანტების, ფსიქოსტიმულატორების გამოყენებას. ეფექტურია ფიზიკური მეთოდებით მკურნალობა: ფიზიკური აქტივობა, სპორტი, ჰიდროპროცედურები (ცურვა, აბაზანები, შხაპი). ფობიების მოხსნა რთული და ხანგრძლივი პროცესია, მოითხოვს ფსიქოლოგის დიდ პროფესიონალიზმს და მოთმინების უნარს, პაციენტის მონდომებას. სამაგიეროდ, თუ ამ ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი, შედეგი არ დააყოვნებს.