ნურასოდეს დააყენებთ საყვარელ მამაკაცს არჩევანის წინაშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

მე კი ეს არ მსურს, თუმცა ბავშვი ძალიან კარგია. როგორ მოვიქცე? ირინა, 34 წლის.

თქვენ ბიჭუნას დედა არ ხართ და ეს ორივემ კარგად იცით, მაგრამ თუ ერთად ცხოვრებას აპირებთ, შეეგუეთ იმ აზრს, რომ გარკვეული მოვალეობები გექნებათ. წინასწარ შეუთანხმდით საქმროს არა აბსტრაქტულ, არამედ კონკრეტულ ქმედებებზე:

ბავშვის კვებაზე, სკოლაში წაყვანაზე, გაკვეთილების მომზადებაში დახმარებაზე. თუ საუბარი გრძნობებს შეეხება, შეგიძლიათ უთხრათ თქვენს საქმროს, რომ ალბათ ვერ შეძლებთ, ბავშვს დედის მაგივრობა გაუწიოთ; სამაგიეროდ, გადასცემთ მას სრულფასოვან ოჯახში ცხოვრების ფასეულ გამოცდილებას.

ჩემი ქმრისთვის მხოლოდ მზარეული და ჭურჭლის მრეცხავი ვარ და არა ქალი! ოთხი წლის წინ გავთხოვდი და ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ოჯახში მუდამ უთანხმოებაა. ქმარი უფრო და უფრო ხშირად გარბის შინიდან, ზოგჯერ რამდენიმე დღითაც კი, მაგრამ თუ ვთხოვე, ბავშვი სადმე გავასეირნოთ-მეთქი, დამცინავად მიპასუხებს ხოლმე - სტუდენტებივით ჯგუფად ვიაროთო? მე მინდა, პატივს მცემდნენ, ვუყვარდე, ზრუნავდნენ ჩემზე, მომართვან საჩუქრები. ადრე ვეჩხუბებოდი, ახლა კი ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ გულს ვასკდები. განქორწინება ბავშვის გამო არ მინდა, მაგრამ ქმართან დარჩენაც აღარ შემიძლია... ქეთი, 26 წლის

სამწუხაროდ, ამ სიტუაციის შესაცვლელად აუცილებელია ორივე მხარის სურვილი და მონდომება. ესაუბრეთ ქმარს, აუხსენით, რას განიცდით. მთავარია, ეს არ იყოს ბრალდება და პრეტენზია - სასურველი მიზნის მიღწევა მშვიდი საუბრით სცადეთ. ალბათ, ისიც ბევრი რამით არის უკმაყოფილო, ამიტომ ერთმანეთს უნდა მოუსმინოთ. იქნებ სიტუაციის შეცვლაც მოახერხოთ. თუ გაირკვა, რომ თქვენს მეუღლეს ასეთი ურთიერთობა ხელს აძლევს და არაფრის შეცვლა არ სურს, მაშინ უნდა გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა მასთან დარჩენა. ამასთანავე, ეცადეთ გაითვალისწინოთ არა მხოლოდ შვილის, არამედ საკუთარი ინტერესებიც. განქორწინება არ გულისხმობს ბავშვისთვის მამის წართმევას. მით უმეტეს, რომ მამა არც ახლა არ აქცევს შვილს განსაკუთრებულ ყურადღებას.

მყავდა შეყვარებული, რომელსაც ორი თვის განმავლობაში ვხვდებოდი. ყველაფერი ძალიან კარგად იყო, ჩვენ შესანიშნავად გვესმოდა ერთმანეთის, ვმხიარულობდით, დროს ვატარებდით, ორიოდე დღით დასასვენებლადაც კი ვიყავით ერთად. ცოტა ხნის წინ ფული მთხოვა სესხად, დამპირდა, მალე დაგიბრუნებო და დაიკარგა. ნაწყენი და დაბნეული ვარ - რატომ გავჩნდი ასეთი გულუბრყვილო?! ლიკა, 25 წლის

უპირველეს ყოვლისა, თავს ნუ იდანაშაულებთ. ყველა შეიძლება შეცდეს. ფულთან დაკავშირებულ საკითხებს უახლოესი ურთიერთობის გაფუჭებაც შეუძლია, რომ არაფერი ვთქვათ ორთვიან ნაცნობობაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი სესხად მხოლოდ იმდენ ფულს იძლევა, რამდენის დაკარგვაც გულს არ დასწყვეტს.

თქვენ შეგიძლიათ, კიდევ რამდენჯერმე დაურეკოთ იმ მამაკაცს - იქნებ გაუგებრობა მოხდა, ან უბედურება შეემთხვა. თუ დარწმუნდებით, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდით, შეეცადეთ, ეს ისე მიიღოთ, როგორც ფასეული გამოცდილება, ხოლო დაკარგული ფული ამ გამოცდილების საზღაურად მიიჩნიოთ.

ჩემი მეგობარი შესანიშნავად კერავს. ხან კაბის შეკერვას ვთხოვ, ხან შარვლის დავიწროებასა და დამოკლებას, მოკლედ, გამუდმებით ვაწუხებ. უარს არასოდეს მეუბნება, ფულს კი არ მართმევს. უხერხულ მდგომარეობაში ვარ - როგორ დავიყოლიო? სხვა მკერავთან წასვლა არ მინდა, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან გამოდის, რომ მე მას ექსპლუატაციას ვუწევ. მარიამი, 27 წლის

თუ თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ტანსაცმელი მხოლოდ მასთან შეიკეროთ, მაშინ მადლიერების გამოხატვის სხვა ფორმა მოიძიეთ. თქვენ, ალბათ, კარგად იცნობთ მას, იცით მისი გემოვნება და ინტერესები. უყიდეთ ის, რაც გაახარებს, რაც სჭირდება და გამოადგება. ალბათ, თქვენს მეგობარს უფრო გაუადვილდება, მიიღოს საჩუქრად ყვავილები, კარგი ჩაი ან ყავა, საყვარელი ფილმის დისკი, სუნამო, კრემი ან თმის საღებავი. თუ მაინც უარს იტყვის, უთხარით, რომ მისი ნამუშევარი სიამოვნებას განიჭებთ და გსურთ, სანაცვლოდ თავადაც ასიამოვნოთ.


ცოლად მივყვები მამაკაცს, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ის ნიჭიერი გიტარისტია და ვშიშობ, რომ მისთვის მუდამ მუსიკა იქნება უმთავრესი, თუმცა ის მარწმუნებს, რომ სამუშაო სხვაა, ხოლო ოჯახი - სხვა. ელენე, 24 წლის

თქვენი მღელვარება ნაადრევია. ბევრს აქვს გატაცება, რომელიც ხელს არ უშლის მათ პირად ცხოვრებას. ადამიანის ცხოვრებაში სამუშაოსა და ოჯახს სხვადასხვა ადგილი უკავია. თქვენი საქმროც ხომ გარწმუნებთ, რომ მუსიკა თქვენს სიყვარულს ხელს არ შეუშლის. რამდენად გულწრფელია, ამას დრო გიჩვენებთ, ამჟამად კი არ გაქვთ საფუძველი, არ დაუჯეროთ. ნურასოდეს დააყენებთ საყვარელ მამაკაცს არჩევანის წინაშე: "ან მე, ან მუსიკა". გატაცება მისი პიროვნების ნაწილია. თუ მასზე უარი თქვა, ის ადამიანი აღარ იქნება, რომელიც თქვენ შეგიყვარდათ.

დედაჩემს ჩემი ქმარი არ უყვარს და გამუდმებით ჩემს ყოფილ თაყვანისმცემლებს ადარებს: თუ ტიტების თაიგული მომართვა - "გახსოვს, გიორგის შენთვის როგორი ვარდები მოჰქონდა?" თუ უქმეებზე ვერსად წავიდა - "გახსოვს, სანდრო როგორი ყურადღებიანი იყო? ყოველ პრემიერაზე თეატრის ბილეთები მოჰქონდა!" ჩემი ქმარი ბრაზობს. არ ვიცი, რა ვიღონო... ნინო, 30 წლის

უპირველეს ყოვლისა, უთხარით დედათქვენს, რომ არ გსიამოვნებთ ყოფილ თაყვანისმცემლებთან თქვენი ქმრის მუდმივი შედარება და სთხოვეთ, ეს აღარ გააკეთოს. ოღონდ უთხარით არა საყვედურით, არამედ წყნარად, ზრდილობიანად. ბოლოს და ბოლოს, ის თქვენი უახლოესი ადამიანია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პატივი უნდა სცეთ ერთმანეთის გრძნობებს.

მეორე ვარიანტი - დაიცავით თქვენი მეუღლე და მისი მხარე დაიჭირეთ, როცა დედა ისევ ძველ თემას დაუბრუნდება. მაგალითად, უპასუხეთ, რომ შემჭკნარ ვარდებს ტიტები გირჩევნიათ, მერე კი სთხოვეთ, სანდრო და გიორგი აღარ გაიხსენოს, რადგან ეს მოგონებები უფრო მეტ ტკივილს გგვრით, ვიდრე სიხარულს.

5 წელია, საბავშვო ბაღში აღმზრდელად ვმუშაობ. ყველაფერი მომწონს, გარდა ხელფასისა. ქმარი მთხოვს, სამსახურს თავი დავანებო, მე კი არ შემიძლია, სითამამე არ მყოფნის, მივიდე ბაღის გამგესთან და განცხადება დავწერო. როგორ მოვიქცე. ხათუნა, 27 წლის

როგორც ჩანს, თავადაც არ ხართ დარწმუნებული, რომ სამსახურის მიტოვება გსურთ. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, ესაუბრეთ ქმარს იმაზე, რომ მცირე ხელფასის გამო საყვარელ სამუშაოზე უარის თქმა არ ღირს. უკიდურეს შემთხევვაში შეგიძლიათ, ნახევარ განაკვეთზე გადახვიდეთ და დარჩენილ დროში უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო მოძებნოთ, თუნდაც აღმზრდელის ადგილი კერძო საბავშვო ბაღში ან ძიძისა კარგ ოჯახში. მთავარია, გადაწყვეტილება თქვენ თვითონ მიიღოთ. დაიმახსოვრეთ: მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნა გაცილებით იოლია, ვიდრე საყვარელი სამუშაოსი.