მშობიარობის შემდგომი დეპრესია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

აგრამ ბავშვზე ხომ უნდა ვიზრუნო?! მეშინია, მასთან ურთიერთობისას ნერვებმა არ მიმტყუნოს. რა ხდება ჩემს თავს? ანა, 22 წლის

ბავშვის გაჩენის შემდეგ დეპრესია ბევრ ქალს ეუფლება (მედიცინაში სპეციალური ტერმინიც კი შემოიღეს - მშობიარობის შემდგომი დეპრესია). თან უამრავი საქმე გაგიჩნდათ, პატარა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ და ეს გაშინებთ. გვესმის თქვენი, მაგრამ ნერვები უნდა მოთოკოთ, რადგან ბავშვისთვის დედის სიმშვიდე მეტად მნიშვნელოვანია. თქვენი ემოციური მდგომარეობა მასზეც მოქმედებს.

ეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ დასასვენებლად და ენერგიის აღსადგენად ცოტაოდენი დრო მაინც დაგრჩეთ. კარგი იქნება, თუ ვინმეს დაიხმართ, საუკეთესო შემთხვევაში, მიმართავთ ფსიქოთერაპევტს.

მე გულგრილი ვარ ინტიმური ურთიერთობის მიმართ. თავის შეკავება ზიანს ხომ არ მომაყენებს? ვიყავი გათხოვილი, ახლა განქორწინებული ვარ. ქმართან სიახლოვეს გავურბოდი და არც ახლა მაქვს სქესობრივი ურთიერთობის სურვილი და მოთხოვნილება. მავნებელი ხომ არ არის ინტიმური ცხოვრებისგან თავშეკავება? მარია, 30 წლის

ცნობილია, რომ ინტიმური ურთიერთობისგან ხანგრძლივი თავშეკავებისას მცირე მენჯის მიდამოში ირღვევა სისხლის მიმოქცევა. ამ უსიამოვნების თავიდან აცილება შესაძლებელია სპორტით. გაცილებით ძნელია სქესობრივი ურთიერთობის სურვილის დაძლევა. თუ თქვენ ეს პრობლემა არ გაწუხებთ, მაშინ არც სქესობრივი თავშეკავება მოგაყენებთ ზიანს.

მე და ჩემი შეყვარებული მთელი წელია ვხვდებით ერთმანეთს. უკვე ქორწილიც დავნიშნეთ, მაგრამ მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად ვიქცევი. როგორ გავიგო, მასაც ისე ძლიერ ვუყვარვარ თუ არა, როგორც მე მიყვარს? ეკა, 19 წლის

რა თქმა უნდა, ყველა ქალს სურს იცოდეს, როგორ წარიმართება მისი ოჯახური ცხოვრება, მაგრამ ამის გამოცნობა შეუძლებელია. თუ საქმრო გიყვართ, თავს ეჭვებით ნუ გაიწამებთ. ჯობს, გულახდილად ესაუბროთ თქვენს განცდებზე. სავსებით შესაძლებელია, რაიმე ასეთს თავადაც განიცდიდეს. შეგიძლიათ, წინასწარ დასახოთ სამომავლო გეგმები. განსაზღვროთ, ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს დაგამშვიდებთ, თავდაჯერებას შეგმატებთ.

უკვე რამდენიმე თვეა ვხვდები ერთ ბიჭს. ვხედავ, რომ გულგრილი არ არის ჩემს მიმართ, მაგრამ მინიშნებებითა და გადაკრული სიტყვებით მაგრძნობინებს, რომ პირველი ნაბიჯი მე უნდა გადავდგა, რომ ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდეს, მე კი არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო ამისთვის. ქეთი, 20 წლის

მინიშნება მეტისმეტად ფაქიზი რამ არის იმისთვის, რომ ერთმნიშვნელოვნად გაიგო. ხშირად ადამიანები "მრავალმნიშვნელოვან" გამოხედვებსა და "ორაზროვან" სიტყვებს ისე იგებენ, როგორც თავად სურთ.

თუ ამ ყმაწვილთან ნამდვილად მეგობრობთ, უმჯობესია პირდაპირ ჰკითხოთ, როგორ წარმოუდგენია თქვენი მომავალი ურთიერთობა. ასეთი საუბარი დიდი სიახლოვისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯადაც შეიძლება ჩაითვალოს.


ჩემი ქალიშვილი რაც წამოიზარდა, ყველანაირად მაგრძნობინებს, რომ ხელს ვუშლი. მთხოვს, მის პირად ცხოვრებაში არ ჩავერიო. იმითაც კი მემუქრება, შინიდან წავალო. ჩემთვის კი აუტანელია იმაზე ფიქრი, რომ მარტო დავრჩები... სოფიო, 38 წლის

მოზარდთან ურთიერთობისას იოლი არ არის იმ გზის პოვნა, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება. მოგიწევთ, ქალიშვილის სურვილები გაითვალისწინოთ. ის ცდილობს მიგახვედროთ, რომ უკვე გაიზარდა და ურთიერთობის თვისობრივად ახალი ფორმა სჭირდება. თუ ამას ანგარიშს არ გაუწევთ, აგრესია უთუოდ გაჩნდება. აჩვენეთ, რომ აღიარებთ მის უფლებას ჰქონდეს პირადი ცხოვრება, მაგრამ მისგან სანაცვლო პატივისცემას მოითხოვთ. ურთიერთპატივისცემით ურთიერთობაში სასურველ ჰარმონიას მიაღწევთ.

ჩემი შეყვარებული ამბობს, რომ ჩვენთვის დაქორწინება ნაადრევია - ჯერ კარიერასა და სტაბილურ შემოსავალზე უნდა ვიზრუნოთო, მე კი ეჭვი გამიჩნდა, რომ ჩემთან განშორება უნდა. მგონია, უბრალოდ მოვბეზრდი. როგორ გავარკვიო სიმართლე? თამუნა, 25 წლის

ვფიქრობ, თქვენი შიში უსაფუძვლოა. უბრალოდ, თქვენი შეყვარებული თქვენზე გაცილებით პრაქტიკული აღმოჩნდა. თუ მას მიაჩნია, რომ ჯერ პროფესიულ წარმატებას უნდა მიაღწიოს, დაეხმარეთ ამაში, თქვენი თანადგომა აგრძნობინეთ. ერთად შეიმუშავეთ წარმატების მიღწევის გეგმა და იმაზეც შეთანხმდით, კეთილდღეობის რა დონეს უნდა მიაღწიოთ, რომ დაქორწინდეთ.

ჩემი უმცროსი და გარდატეხის ასაკშია, ხასიათი საშინლად გაუფუჭდა და, რა თქმა უნდა, ხშირადაც ვკამათობთ. ცოტა ხნის წინ ჩემი დღიური იპოვა და წაიკითხა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, კამათისას, ახსენა ამბავი, რომელიც მასში მქონდა აღწერილი. შედეგად ყველა საშინლად წავეჩხუბეთ ერთმანეთს. ისე ვარ განრისხებული, ჩემს დასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება აღარ მინდა. ვხვდები, რომ ყველაფერი სისულელით მოუვიდა, მაგრამ შინაგანად წყენისგან ყველაფერი მტკივა, თითქოს ცეცხლი მიკიდია... ირინა, 22 წლის

ალბათ შეძლებდით პატიებას, თქვენს დას გულწრფელად რომ მოეხადა თქვენთვის ბოდიში. ალბათ არ ესმის, რა ძლიერ გაწყენინათ, რა მტკივნეულ ადგილას შეგეხოთ. ეს გულგრილობა გაცოფებთ და არ გაძლევთ საშუალებას, დაივიწყოთ ეს უსიამოვნო ინციდენტი. ყველაფერი საკუთარ ხელში აიღეთ: ისარგებლეთ უფროსი დის უფლებით და აუხსენით დას, რომ ის მართალი არ იყო. პირდაპირ უთხარით, რა მძიმე იყო თქვენთვის ის განცდები, რომელთა შესახებაც მან გულგრილად და დამცინავად ილაპარაკა. ვფიქრობ, ამის შემდეგ მოინანიებს თავის საქციელს და პატიებასაც გთხოვთ. გარდა ამისა, ეცადეთ, მის აღზრდაში თქვენი წვლილიც შეიტანოთ. ამით მომავალში მსგავსი სიტუაციებისგან დაიზღვევთ თავს.

ძალიან მიჭირს "არას" თქმა, სულ მეშინია, ვინმეს გული არ ვატკინო. როცა უსამართლოდ მკიცხავენ, პასუხის გაცემას ვერ ვახერხებ. ჩემი რბილი და დამთმობი ბუნებით ბევრი სარგებლობს... მესმის, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც ვიბნევი. როგორ გავხდე ძლიერი? ნუკა, 27 წლის

იმისთვის, რომ ვერავინ გაწყენინოთ, თვითონვე უნდა განიმსჭვალოთ საკუთარი თავის პატივისცემით. ყოველ საღამოს, ძილის წინ, გაიხსენეთ, რა ჩაიდინეთ იმ დღეს ისეთი, რისთვისაც შეიძლება საკუთარი თავი შეაქოთ. ისწავლეთ საკუთარ თავზე პოზიტიურად ფიქრი, თავი არიდეთ გამკიცხავ სიტყვებს. თუ რამე არ გამოგივიდათ, თავს კი ნუ დაიდანაშაულებთ, ეცადეთ, ნამდვილ მიზეზს მიაგნოთ. ასე გამოსავალს უფრო იოლად იპოვით.