/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური  დახმარება
ბაბუამ ჩემი გოგონა კერძო სკოლა-გიმნაზიაში მიიყვანა. თავიდან ბავშვს ძალიან უხაროდა,

მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ დატვირთვას თავს ვერ ართმევდა. მინდა, შვილი ჩვეულებრივ, საჯარო სკოლაში გადავიყვანო, მაგრამ ვშიშობ, ამით ჩემი ყოფილი ქმრის მამა არ გავანაწყენო - მისი დახმარების გარეშე გამიჭირდება. როგორ მოვიქცე? ელენე

თვით ფაქტი თქვენი გოგონას კერძო სკოლაში მიყვანისა იმის მაჩვენებელია, რომ თქვენი ექსმამამთილის საჩუქრისადმი უპატივცემულობა არ გამოგიჩენიათ, ახლა კი სკოლის გამოცვლის თაობაზე უნდა გაესაუბროთ.

ბაბუას ნამდვილად არ გაახარებს იმის გაგება, რომ მისი შვილიშვილი მუდმივ სტრესშია. თუ ყოფილი მამამთილი თქვენს არგუმენტებსა და ბავშვის აზრს მოისმენს, ალბათ არ გაგიბრაზდებათ. თუ მას უყვარს შვილიშვილი, სასწორის სხვადასხვა მხარეს არ დადებს ბავშვის სულიერ მდგომარეობასა და საკუთარ ამბიციას. ასეც რომ იყოს, დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - დახმარება, რომელსაც ყოფილი მამათილი გიწევთ თუ თქვენი შვილის სულიერი წონასწორობა და ნორმალური განვითარება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამსახურში ახალი ხელმძღვანელი დაგვინიშნეს, რომელმაც მთელ განყოფილებას ცხოვრება გაგვიმწარა. უპირველეს ყოვლისა, განკარგულება გასცა, ოფისიდან მოგვეშორებინა მაგიდა, რომელთანაც თანამშრომლები ვსაუზმობდით, ვსადილობდით, ჩაის ან ყავის დასალევად ვიკრიბებოდით - გვირჩია, კაფეში გვევლო, მაგრამ კაფეში სადილობა ძვირი ჯდება! გვინდოდა, მისთვის ზემდგომ ხელმძღვანელთან გვეჩივლა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ეს ლამაზი არ იქნებოდა. აღარ ვიცით, რა გზას დავადგეთ. ლიკა

თქვენ სწორად მოიქეცით, რომ ახალ უფროსს ზემდგომ ხელმძღვანელობასთან არ უჩივლეთ. ამ პრობლემის მოგვარება საჩივრის გარეშეც შეიძლება. თუ თქვენს კოლეგებს ხელს არ აძლევთ ახალი ხელმძღვანელის მიერ შემოღებული წესები, შეგიძლიათ, ერთად გამოხატოთ თქვენი უკმაყოფილება. ახალი უფროსის რისხვისა ნუ შეგეშინდებათ - თქვენ ჯარში კი არ მსახურობთ, სადაც ბრძანება განხილვას არ ექვემდებარება, არამედ ოფისში, სადაც ახალ ხელმძღვანელზე მეტი გიმუშავიათ, ამიტომ გაქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღოთ ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც შრომის პირობების ორგანიზაციას ეხება.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

გაარკვიეთ, რატომ აღიზიანებს უფროსს სასადილო მაგიდა, შეარჩიეთ ადგილი, სადაც ის თვალში არავის მოხვდება. შესაძლოა, ახალ უფროსს არც სურს თანამშრომლების შეზღუდვა, უბრალოდ ვერ ხვდება, რა განსხვავებაა, ოფისში ისადილებთ თუ კაფეში, შეგიძლიათ, ხელმძღვანელს გადაკვრით მიანიშნოთ, რომ თუ ოფისიდან სასადილოდ გახვალთ, შესაძლოა სამსახურში დაგაგვიანდეთ.

ჩემი მეგობარი თხოვდება. მისი რჩეული უზრუნველყოფილი მამაკაცია. ცოტა ხნის წინ მე და ჩემი მეგობარი ერთად ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში, ახლა კი მას ყველაფერი აქვს: ბინაც, მანქანაც, აგარაკიც... ჩემდამი მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა - ძველებურად თბილი და ყურადღებიანია, მე კი ვერაფრით დავძლიე შური... ანანო

როგორც ჩანს, მისი რჩეული თქვენი მეგობრის თბილმა, ალერსიანმა ბუნებამაც მოხიბლა. შეეცადეთ, თქვენი ეჭვიანობა პირად ფრონტზე ასეთივე წარმატების მოპოვებისკენ სწრაფვად აქციოთ. რაც უფრო გულწრფელი და თბილი ურთიერთობა გექნებათ თქვენს მეგობართან, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, გაიცნოთ მისი მეუღლის მეგობრები და შესაძლოა, მათ შორის ღირსეული თაყვანისმცემელიც იპოვოთ.

ძალიან დამღალა გრძელმა თმამ, მაგრამ ქმრის ხათრით არ ვიჭრი. ახლახან პარიკმახერმა მითხრა, რომ ჩემი თავის კანი მკურნალობას მოითხოვს, კარგი იქნება, თუ თმას მოკლედ შევიჭრი და საჭირო პროცედურების კურსს ჩავიტარებ. ჩემს ქმარს კი ამის გაგონებაც არ უნდა - მას მიაჩნია, რომ მოკლე თმა დამაუშნოებს. როგორ მოვიქცე? დადუნა

თქვენი თმის გამო თქვენს ქმარსა და პარიკმახერს შორის ნამდვილი ომი გაჩაღებულა, თქვენ კი პასიური დამკვირვებლის როლში ხართ. როგორც ჩანს, მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ სხვის აზრს და ძალა არ გყოფნით საიმისოდ, რომ საკუთარი პოზიცია შეიმუშაოთ.

გაწუხებთ თუ არა თავის კანის პრობლემა? ამჩნევთ თუ არა თქვენ თვითონ თმის მდგომარეობის გაუარესებას? პარიკმახერს ხელს აძლევს, თმის შეჭრასა და სამკურნალო პროცედურების ჩატარებაზე დაგიყოლიოთ, ქმარს კი არ სურს შეეგუოს ცოლის ახალ იმიჯს და გაიძულებთ, მისი ეგოიზმის კვალდაკვალ იაროთ. არადა როცა საქმე თქვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობას ეხება, გარშემო მყოფებს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ფსიქოლოგია

-გამარჯობა, მაქვს პრობლემა როდესაც გარეთ გავდივარ ტვინი იწყებს იმაზე ფიქრს "ტვალეტი ხომ არ მინდა" და ამის გამო სადაც კი მივდივარ ვცდილობ მოვშარდო რადგან თუ სადმე მომინდა ოდნავადაც კი დავუშვათ საცობში მეწყება პანიკური ფიქრი და ვერ ვმართავ ჩემ ფიქრებს, გონება მეკეტება თითქოს, უკვე 1 წელზე მეტია ასე ვარ, უროლოგთან ვიზიტის შემდეგ ანალიზები ნორმაში მაქვს, ჰიპერაქტიული შადის ბუშტზე წამალი ვსვი და სამწუხაროდ არ მოქმედებს კარგად სავარაუდოდ ფსიქროლოგიური პრობლმეაა, მაინტერესებს ვის შეიძლება მივმართო და თუ არის რამე მედიკამენტი რამაც შეიძლება მიშველოს მაგალითად ანტიდეპრესანტები?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ძლიერი მამაკაცების ყურადღება რომ დაიმსახუროთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ დატვირთვას თავს ვერ ართმევდა. მინდა, შვილი ჩვეულებრივ, საჯარო სკოლაში გადავიყვანო, მაგრამ ვშიშობ, ამით ჩემი ყოფილი ქმრის მამა არ გავანაწყენო - მისი დახმარების გარეშე გამიჭირდება. როგორ მოვიქცე? ელენე

თვით ფაქტი თქვენი გოგონას კერძო სკოლაში მიყვანისა იმის მაჩვენებელია, რომ თქვენი ექსმამამთილის საჩუქრისადმი უპატივცემულობა არ გამოგიჩენიათ, ახლა კი სკოლის გამოცვლის თაობაზე უნდა გაესაუბროთ.

ბაბუას ნამდვილად არ გაახარებს იმის გაგება, რომ მისი შვილიშვილი მუდმივ სტრესშია. თუ ყოფილი მამამთილი თქვენს არგუმენტებსა და ბავშვის აზრს მოისმენს, ალბათ არ გაგიბრაზდებათ. თუ მას უყვარს შვილიშვილი, სასწორის სხვადასხვა მხარეს არ დადებს ბავშვის სულიერ მდგომარეობასა და საკუთარ ამბიციას. ასეც რომ იყოს, დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - დახმარება, რომელსაც ყოფილი მამათილი გიწევთ თუ თქვენი შვილის სულიერი წონასწორობა და ნორმალური განვითარება.

სამსახურში ახალი ხელმძღვანელი დაგვინიშნეს, რომელმაც მთელ განყოფილებას ცხოვრება გაგვიმწარა. უპირველეს ყოვლისა, განკარგულება გასცა, ოფისიდან მოგვეშორებინა მაგიდა, რომელთანაც თანამშრომლები ვსაუზმობდით, ვსადილობდით, ჩაის ან ყავის დასალევად ვიკრიბებოდით - გვირჩია, კაფეში გვევლო, მაგრამ კაფეში სადილობა ძვირი ჯდება! გვინდოდა, მისთვის ზემდგომ ხელმძღვანელთან გვეჩივლა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ეს ლამაზი არ იქნებოდა. აღარ ვიცით, რა გზას დავადგეთ. ლიკა

თქვენ სწორად მოიქეცით, რომ ახალ უფროსს ზემდგომ ხელმძღვანელობასთან არ უჩივლეთ. ამ პრობლემის მოგვარება საჩივრის გარეშეც შეიძლება. თუ თქვენს კოლეგებს ხელს არ აძლევთ ახალი ხელმძღვანელის მიერ შემოღებული წესები, შეგიძლიათ, ერთად გამოხატოთ თქვენი უკმაყოფილება. ახალი უფროსის რისხვისა ნუ შეგეშინდებათ - თქვენ ჯარში კი არ მსახურობთ, სადაც ბრძანება განხილვას არ ექვემდებარება, არამედ ოფისში, სადაც ახალ ხელმძღვანელზე მეტი გიმუშავიათ, ამიტომ გაქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღოთ ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც შრომის პირობების ორგანიზაციას ეხება.

გაარკვიეთ, რატომ აღიზიანებს უფროსს სასადილო მაგიდა, შეარჩიეთ ადგილი, სადაც ის თვალში არავის მოხვდება. შესაძლოა, ახალ უფროსს არც სურს თანამშრომლების შეზღუდვა, უბრალოდ ვერ ხვდება, რა განსხვავებაა, ოფისში ისადილებთ თუ კაფეში, შეგიძლიათ, ხელმძღვანელს გადაკვრით მიანიშნოთ, რომ თუ ოფისიდან სასადილოდ გახვალთ, შესაძლოა სამსახურში დაგაგვიანდეთ.

ჩემი მეგობარი თხოვდება. მისი რჩეული უზრუნველყოფილი მამაკაცია. ცოტა ხნის წინ მე და ჩემი მეგობარი ერთად ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში, ახლა კი მას ყველაფერი აქვს: ბინაც, მანქანაც, აგარაკიც... ჩემდამი მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა - ძველებურად თბილი და ყურადღებიანია, მე კი ვერაფრით დავძლიე შური... ანანო

როგორც ჩანს, მისი რჩეული თქვენი მეგობრის თბილმა, ალერსიანმა ბუნებამაც მოხიბლა. შეეცადეთ, თქვენი ეჭვიანობა პირად ფრონტზე ასეთივე წარმატების მოპოვებისკენ სწრაფვად აქციოთ. რაც უფრო გულწრფელი და თბილი ურთიერთობა გექნებათ თქვენს მეგობართან, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, გაიცნოთ მისი მეუღლის მეგობრები და შესაძლოა, მათ შორის ღირსეული თაყვანისმცემელიც იპოვოთ.

ძალიან დამღალა გრძელმა თმამ, მაგრამ ქმრის ხათრით არ ვიჭრი. ახლახან პარიკმახერმა მითხრა, რომ ჩემი თავის კანი მკურნალობას მოითხოვს, კარგი იქნება, თუ თმას მოკლედ შევიჭრი და საჭირო პროცედურების კურსს ჩავიტარებ. ჩემს ქმარს კი ამის გაგონებაც არ უნდა - მას მიაჩნია, რომ მოკლე თმა დამაუშნოებს. როგორ მოვიქცე? დადუნა

თქვენი თმის გამო თქვენს ქმარსა და პარიკმახერს შორის ნამდვილი ომი გაჩაღებულა, თქვენ კი პასიური დამკვირვებლის როლში ხართ. როგორც ჩანს, მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ სხვის აზრს და ძალა არ გყოფნით საიმისოდ, რომ საკუთარი პოზიცია შეიმუშაოთ.

გაწუხებთ თუ არა თავის კანის პრობლემა? ამჩნევთ თუ არა თქვენ თვითონ თმის მდგომარეობის გაუარესებას? პარიკმახერს ხელს აძლევს, თმის შეჭრასა და სამკურნალო პროცედურების ჩატარებაზე დაგიყოლიოთ, ქმარს კი არ სურს შეეგუოს ცოლის ახალ იმიჯს და გაიძულებთ, მისი ეგოიზმის კვალდაკვალ იაროთ. არადა როცა საქმე თქვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობას ეხება, გარშემო მყოფებს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ.


ბევრჯერ ვცადე მოწევისთვის თავის დანებება, მაგრამ უშედეგოდ. სულ ვფიქრობდი: ახლა კი ნამდვილად გამომივა, მე ხომ კარგად ვიცი, როგორი მავნებელია მოწევა ჯანმრთელობისთვის-მეთქი, მაგრამ საკმარისია გავნერვიულდე, რომ მაშინვე მოწევას ვიწყებ. სამსახურში მიმავალი ხშირად ისე ვყიდულობ სიგარეტს, ვერც კი ვამჩნევ, თითქოს ქვეცნობიერად ვიქცევი ასე. თათია

უპირველეს ყოვლისა, შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი, რომ მოწევისთვის თავის დანებება ძნელია. შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ საკმაოდ ძლიერი ხართ, რათა უარი თქვათ ამ მავნე ჩვევაზე. თვალთახედვის არიდან მოაშორეთ სიგარეტი, სანთებელა, საფერფლე, თავი არიდეთ ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც მიჩვეული ხართ მოწევას. კარგი იქნება, თუ შეიცვლით სხვა ჩვევებსაც: თუ მიჩვეული ხართ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე სიგარეტის ყიდვას, ამიერიდან სხვა გზით იარეთ.

ძალიან მიყვარს ხატვა, ბოლო ხანს კი ფენტეზის წერამ გამიტაცა, მაგრამ ახლობლები ჩემს ინტერესს სერიოზულად არ ეკიდებიან. მამა ხუმრობით დამცინის კიდეც, ჩემს გატაცებას "ბავშვურ ტიტინს" ეძახის. რა თქმა უნდა, მათ გამონათქვამებს ხუმრობაში ვატარებ, მაგრამ ძალიან მწყინს. როგორ მოვიქცე? სოფო

ალბათ თქვენც, ისევე როგორც ყველა შემოქმედს, სულის სიღრმეში გაქვთ იმედი, რომ თქვენი ნახატები და რომანები ოდესმე აუცილებლად მოგიტანენ დიდებასა და წარმატებას. კრიტიკა მიიღეთ როგორც სტიმული მუშაობისთვის, წერისა და ხატვის ტექნიკის დასახვეწად. მხოლოდ საზოგადო აღიარება, მაგალითად, კონკურსში გამარჯვება აიძულებს თქვენს ახლობლებს, სხვა თვალით შეხედონ თქვენს გატაცებას. თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ხატავთ ან წერთ, მაშინ უნდა აუხსნათ მშობლებს, რომ ჰობი თქვენთვის სტრესის მოხსნის, საკუთარ თავთან განმარტოების საშუალებაა. შესაძლოა, მათაც გაუჩნდეთ სურვილი, სამუშაოს შემდეგ ხელი ხატვას ან წერას მიჰყონ.

გამოცდებზე ფიქრიც კი შიშს მგვრის, ძალ-ღონეს მაცლის. გამოცდის დღეს დილიდანვე ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც აუცილებლად დამავიწყდება და თავს ვერ ვაიძულებ, გამოცდაზე გავიდე. ჯერ პირველ კურსზე ვარ, მაგრამ უკვე უამრავი კუდი მაქვს. როგორ მოვიქცე? ანასტასია

როგორც ჩანს, თქვენ მეტისმეტად მომთხოვნი ხართ საკუთარი თავის მიმართ. მიგაჩნიათ, რომ თუ უმაღლესი შეფასება არ მიიღეთ, ეს კატასტროფა იქნება. შიშობთ, ლექტორებს თქვენი პასუხით იმედი არ გაუცრუოთ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რას ფიქრობენ თქვენზე პედაგოგები, როცა თქვენს გაცდენებს ხედავენ.

ალბათ დაგვეთანხმებით: მონდომებული სტუდენტი გოგონას რეპუტაცია, რომელსაც ჩათვლის წიგნაკში საშუალო ნიშნები აქვს, უფრო უკეთესია, ვიდრე თავქარიანი ქალიშვილისა, რომელიც გამოცდებს ადვილად აცდენს. შეეცადეთ, გამოცდებს შეხედოთ არა როგორც ეგზეკუციას ან შეჯიბრებას, არამედ როგორც სასწავლო პროცესის ნაწილს თქვენი ცოდნის ობიექტურად შესაფასებლად, რათა სამომავლოდ შეავსოთ ხარვეზები და გამოასწოროთ შეცდომები.

მე ძლიერი მამაკაცები მიზიდავენ, მათ კი არ მოვწონვარ. ჩემს ირგვლივ სულ სუსტი ყმაწვილები, დედიკოს ბიჭები ტრიალებენ, ხოლო ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცები რატომღაც ყოველთვის გვერდს მივლიან. ამბობენ, ასეთი კატეგორიის ბიჭების ყურადღება რომ დაიმსახურო, სუსტი, უსუსური, უმწეო უნდა იყოო, მაგრამ მე ასეთი არ ვარ და არც მინდა, თავი ასეთად მოვაჩვენო... ანუკა

ძლიერ მამაკაცს, რომელიც მუდამ მზად არის თავისი მანდილოსნის დასაცავად და მისი პრობლემების მოსაგვარებლად, არ ესმის, რაში სჭირდება ის ისეთ ქალს, რომელსაც თავადაც მშვენივრად შეუძლია ლურსმნის ჩაჭედება, მანქანის შეკეთება და ადვილად უბრუნებს ხურდას შეურაცხმყოფელს. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, მამაკაცს თავი ისე მოაჩვენოთ, თითქოს ჩაქუჩი შორიდანაც არ დაგენახოთ ან შიშის ზარს გცემდეთ მაწანწალა ძაღლის დანახვა; უბრალოდ, აჩვენეთ, რომ მზად ხართ დათმოთ ლიდერის პოზიცია. მამაკაცებს არაფერი აქვთ დამოუკიდებელი და უზრუნველყოფილი ქალების საწინააღმდეგო, მაგრამ არ მოსწონთ მათი აგრესიული ქცევა.

ძლიერი მამაკაცების ყურადღება რომ დაიმსახუროთ, საკუთარი ძლიერებისა და დამოუკიდებლობის დემონსტრირებას თავი დაანებეთ.