/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური დახმარება
ჩემი დის დედამთილი ცდილობს, მე და ჩემი და ერთმანეთს წაგვაჩხუბოს. საქმე ის არის, რომ

ნახევარი წლის წინ ბაბუამ მის სახელზე გააფორმა საბაღე ნაკვეთი, მე კი ავტოფარეხი მომაკუთვნა. ჩემი დის დედამთილი უკმაყოფილოა, თითქოს მისი რძალი ნაკლებად მოგებული დარჩენილიყოს. ჩემმა დამაც დაუჯერა, განაწყენდა, აღარ მირეკავს, შეხვედრისას უკმაყოფილო იერი აქვს... როგორ მოვიქცე?ინგა, 30 წლის

ეცადეთ, დას უფრო ხშირად შეხვდეთ და ესაუბროთ. უთხარით, რომ ძალიან გენატრებათ და განიცდით, რომ თქვენს შორის ურთიერთობა რატომღაც გაცივდა. თუ ავტოფარეხზე ჩამოვარდა სიტყვა, შეახსენეთ, რომ ისიც და საბაღე ნაკვეთიც ბაბუის საჩუქრებია, რომლებმაც ორივე გაგახარათ და ამ სიტუაციაში ულამაზო იქნებოდა, ან ბაბუისთვის, ან ერთმანეთისთვის რაიმე მოთხოვნა წაგეყენებინათ. დროდადრო სიტყვა ჩამოაგდეთ საბაღე ნაკვეთის უპირატესობაზე, დას აჩუქეთ წიგნი ლანდშაფტის დიზაინზე.

ჩემს ქმარს პირველი ცოლისგან ქალიშვილი ჰყავს. ძალიან სასიამოვნო გოგონაა და ადრე საკმაოდ კარგი ურთიერთობაც გვქონდა, მაგრამ ამ რამდენიმე ხნის წინ შევამჩნიე, რომ მისი სტუმრობის შემდეგ ჩემი საფულიდან ფული ქრებოდა. თავდაპირველად დაჯერება მიჭირდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაირკვა და დადასტურდა... ნინო, 31 წლის

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვები ხშირად იყენებენ ქურდობას იმ ადამიანების დასასჯელად, რომლებმაც აწყენინეს. გოგონა საფულის დაცარიელებით თითქოს სამაგიეროს გიხდით იმის გამო, რომ მამა წაართვით. როგორი თბილიც უნდა იყოს თქვენი ურთიერთობა, არ დაივიწყოთ, რომ ბავშვი სულის სიღრმეში მაინც ოცნებობს, მისი მშობლები ისევ ერთად იყვნენ.

გულახდილად ესაუბრეთ გოგონას, გააფრთხილეთ, რომ მამისთვის ჯერ არაფერი გითქვამთ მომხდარის შესახებ, მაგრამ თუ სხვის ნივთებში ხელის ფათურს გააგრძელებს, აუცილებლად ეტყვით. არ შეგეშინდეთ კრიტიკისა - ბავშვების სიყვარული მხოლოდ ქებას და ფერებას არ გულისხმობს. ამასთანავე, გოგონამ თქვენს სიტყვებში მხოლოდ აღშფოთება კი არა, ტკივილი და იმედგაცრუებაც უნდა დაინახოს. ძნელი სათქმელია, მიხვდება თუ არა გოგონა თავის დანაშაულს, მაგრამ ამ საუბრის გარეშე სიტუაცია ჩიხში შევა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

თავს უფლებას არ ვაძლევ, მოდური ტანსაცმელი ვატარო. ხალისით ვისინჯავ ხოლმე "თამამ" ნივთებს, მაგრამ ყიდვა და ჩაცმა მერიდება. ჩემი კოლეგები მოდური ტანსაცმლითა და მორთულობით დადიან, მე კი მგონია, რომ თუ ოფისში ასევე ჩაცმული მივედი, ყველა ჩურჩულს დაიწყებს, რომ ასაკისთვის შეუფერებლად მაცვია. სოფო, 39 წლის

ამოარჩიეთ ერთი-ორი კოლეგა, რომელთა მიმართაც სიმპათიით ხართ განმსჭვალული, გამოხატეთ აღტაცება მათი მისამართით და დაიჩივლეთ, რომ თავად ასაკის გამო ასე ჩაცმა არ შეგიძლიათ. თქვენი გულახდილი აღიარება შეუმჩნეველი არ დარჩება, კოლეგები აუცილებლად დაიწყებენ საპირისპიროს მტკიცებას და გირჩევენ, რა და როგორ ატაროთ. ამის შემდეგ თქვენი იმიჯის შეცვლა აღიქმება როგორც ერთობლივი ძალისხმევის ნაყოფი, ამიტომ აღიარებასა და მოწონებას უფრო გამოიწვევს, ვიდრე კრიტიკასა და ჭორაობას.

ჩემი მეგობარი მხოლოდ თავის პირად პრობლემებზე მესაუბრება - როგორ ეჩხუბა შეყვარებულს და ასე შემდეგ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მასთან შეხვედრას უკვე დაძაბული ველოდები. მესმის, რომ თანაგრძნობას ელის, მაგრამ ძალა აღარ შემწევს, ერთი და იგივე ვისმინო - ის თითქოს მთელ ენერგიას მაცლის. ეკატერინე, 31 წლის

არიან ქალები, რომლებსაც შეყვარებულთან ჩხუბი ვნებიანი ურთიერთობის დასტურად მიაჩნიათ. როგორც ჩანს, თქვენი მეგობარიც ასეთია. ის არ აპირებს საყვარელ მამაკაცთან განშორებას - მის გარეშე ცხოვრება მოსაწყენი მოეჩვენება, მაგრამ ნებისმიერი წარმოდგენა მაყურებლის გარეშე ფასს კარგავს, მაყურებლის საპატიო როლი კი, როგორც ჩანს, თქვენ გერგოთ. მაგრამ შოუ მეტისმეტად გაგრძელდა. დროა, მიანიშნოთ მეგობარს, რომ თავისი საქციელით გართმევთ შესაძლებლობას, მას თქვენი პრობლემების შესახებაც ესაუბროთ ან უბრალოდ ეჭორაოთ, დასახოთ სამომავლო გეგმები, განიხილოთ მოდის სიახლეები... აღიარეთ, რომ მისი ყურადღება და თანაგრძნობა გაკლიათ. შეახსენეთ, რომ მან დიდი ხანია იცის, რას ფიქრობთ მის საყვარელ მამაკაცზე, ამიტომ აზრი აღარ აქვს, მის საქციელზე მსჯელობას ამდენი ხანი დაუთმოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვის ვთხოვო დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

ნახევარი წლის წინ ბაბუამ მის სახელზე გააფორმა საბაღე ნაკვეთი, მე კი ავტოფარეხი მომაკუთვნა. ჩემი დის დედამთილი უკმაყოფილოა, თითქოს მისი რძალი ნაკლებად მოგებული დარჩენილიყოს. ჩემმა დამაც დაუჯერა, განაწყენდა, აღარ მირეკავს, შეხვედრისას უკმაყოფილო იერი აქვს... როგორ მოვიქცე? ინგა, 30 წლის

ეცადეთ, დას უფრო ხშირად შეხვდეთ და ესაუბროთ. უთხარით, რომ ძალიან გენატრებათ და განიცდით, რომ თქვენს შორის ურთიერთობა რატომღაც გაცივდა. თუ ავტოფარეხზე ჩამოვარდა სიტყვა, შეახსენეთ, რომ ისიც და საბაღე ნაკვეთიც ბაბუის საჩუქრებია, რომლებმაც ორივე გაგახარათ და ამ სიტუაციაში ულამაზო იქნებოდა, ან ბაბუისთვის, ან ერთმანეთისთვის რაიმე მოთხოვნა წაგეყენებინათ. დროდადრო სიტყვა ჩამოაგდეთ საბაღე ნაკვეთის უპირატესობაზე, დას აჩუქეთ წიგნი ლანდშაფტის დიზაინზე.

ჩემს ქმარს პირველი ცოლისგან ქალიშვილი ჰყავს. ძალიან სასიამოვნო გოგონაა და ადრე საკმაოდ კარგი ურთიერთობაც გვქონდა, მაგრამ ამ რამდენიმე ხნის წინ შევამჩნიე, რომ მისი სტუმრობის შემდეგ ჩემი საფულიდან ფული ქრებოდა. თავდაპირველად დაჯერება მიჭირდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაირკვა და დადასტურდა... ნინო, 31 წლის

ბავშვები ხშირად იყენებენ ქურდობას იმ ადამიანების დასასჯელად, რომლებმაც აწყენინეს. გოგონა საფულის დაცარიელებით თითქოს სამაგიეროს გიხდით იმის გამო, რომ მამა წაართვით. როგორი თბილიც უნდა იყოს თქვენი ურთიერთობა, არ დაივიწყოთ, რომ ბავშვი სულის სიღრმეში მაინც ოცნებობს, მისი მშობლები ისევ ერთად იყვნენ.

გულახდილად ესაუბრეთ გოგონას, გააფრთხილეთ, რომ მამისთვის ჯერ არაფერი გითქვამთ მომხდარის შესახებ, მაგრამ თუ სხვის ნივთებში ხელის ფათურს გააგრძელებს, აუცილებლად ეტყვით. არ შეგეშინდეთ კრიტიკისა - ბავშვების სიყვარული მხოლოდ ქებას და ფერებას არ გულისხმობს. ამასთანავე, გოგონამ თქვენს სიტყვებში მხოლოდ აღშფოთება კი არა, ტკივილი და იმედგაცრუებაც უნდა დაინახოს. ძნელი სათქმელია, მიხვდება თუ არა გოგონა თავის დანაშაულს, მაგრამ ამ საუბრის გარეშე სიტუაცია ჩიხში შევა.

თავს უფლებას არ ვაძლევ, მოდური ტანსაცმელი ვატარო. ხალისით ვისინჯავ ხოლმე "თამამ" ნივთებს, მაგრამ ყიდვა და ჩაცმა მერიდება. ჩემი კოლეგები მოდური ტანსაცმლითა და მორთულობით დადიან, მე კი მგონია, რომ თუ ოფისში ასევე ჩაცმული მივედი, ყველა ჩურჩულს დაიწყებს, რომ ასაკისთვის შეუფერებლად მაცვია. სოფო, 39 წლის

ამოარჩიეთ ერთი-ორი კოლეგა, რომელთა მიმართაც სიმპათიით ხართ განმსჭვალული, გამოხატეთ აღტაცება მათი მისამართით და დაიჩივლეთ, რომ თავად ასაკის გამო ასე ჩაცმა არ შეგიძლიათ. თქვენი გულახდილი აღიარება შეუმჩნეველი არ დარჩება, კოლეგები აუცილებლად დაიწყებენ საპირისპიროს მტკიცებას და გირჩევენ, რა და როგორ ატაროთ. ამის შემდეგ თქვენი იმიჯის შეცვლა აღიქმება როგორც ერთობლივი ძალისხმევის ნაყოფი, ამიტომ აღიარებასა და მოწონებას უფრო გამოიწვევს, ვიდრე კრიტიკასა და ჭორაობას.

ჩემი მეგობარი მხოლოდ თავის პირად პრობლემებზე მესაუბრება - როგორ ეჩხუბა შეყვარებულს და ასე შემდეგ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მასთან შეხვედრას უკვე დაძაბული ველოდები. მესმის, რომ თანაგრძნობას ელის, მაგრამ ძალა აღარ შემწევს, ერთი და იგივე ვისმინო - ის თითქოს მთელ ენერგიას მაცლის. ეკატერინე, 31 წლის

არიან ქალები, რომლებსაც შეყვარებულთან ჩხუბი ვნებიანი ურთიერთობის დასტურად მიაჩნიათ. როგორც ჩანს, თქვენი მეგობარიც ასეთია. ის არ აპირებს საყვარელ მამაკაცთან განშორებას - მის გარეშე ცხოვრება მოსაწყენი მოეჩვენება, მაგრამ ნებისმიერი წარმოდგენა მაყურებლის გარეშე ფასს კარგავს, მაყურებლის საპატიო როლი კი, როგორც ჩანს, თქვენ გერგოთ. მაგრამ შოუ მეტისმეტად გაგრძელდა. დროა, მიანიშნოთ მეგობარს, რომ თავისი საქციელით გართმევთ შესაძლებლობას, მას თქვენი პრობლემების შესახებაც ესაუბროთ ან უბრალოდ ეჭორაოთ, დასახოთ სამომავლო გეგმები, განიხილოთ მოდის სიახლეები... აღიარეთ, რომ მისი ყურადღება და თანაგრძნობა გაკლიათ. შეახსენეთ, რომ მან დიდი ხანია იცის, რას ფიქრობთ მის საყვარელ მამაკაცზე, ამიტომ აზრი აღარ აქვს, მის საქციელზე მსჯელობას ამდენი ხანი დაუთმოთ.


დიდხანს ვიყავი უმუშევარი, ვიდრე მეგობარმა სიტყვა არ შემაწია და თავის ორგანიზაციაში არ მომაწყო სამუშაოდ, მაგრამ გავედი თუ არა სამსახურში, მეორე პრობლემას შევეჯახე: მეგობარი, რომელიც სამუშაოს შოვნაში დამეხმარა, თავისი მოვალეობების შესრულებასაც მაიძულებს. ვერაფერს ვეუბნები - მიაჩნია, რომ მასთან ვალში ვარ. ელენე, 38 წლის

ჯობს, ურთიერთობის გარკვევისგან თავი შეიკავოთ და მოიქცეთ ისე, რომ თქვენს მეგობარს ხელს აღარ აძლევდეს თქვენი "ექსპლუატაცია": გააჭიანურეთ მისი სამუშაოს შესრულება და თავი იმით იმართლეთ, რომ ხელმძღვანელმა სასწრაფო დავალება მოგცათ; როდესაც გთხოვთ, მის ნაცვლად დარეკოთ სადმე, დაიჩივლეთ, რომ ან ყველა ნომერი დაკავებულია, ან ზარს არავინ პასუხობს; როდესაც რამეს შემოგჩივლებთ და დახმარებას გთხოვთ, უპასუხეთ: "ძვირფასო, რომ იცოდე, რა კარგად მესმის შენი! მე თვითონ ჩავვარდი ასეთსავე სიტუაციაში და არ ვიცი, ვის ვთხოვო დახმარება!" რაც მთავარია, ზედმიწევნით შეასრულეთ საკუთარი მოვალეობა - სწორედ ამაზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი ამ ორგანიზაციაში.

მომავალი ძალიან მაღელვებს, ამიტომ გადავწყვიტე, მკითხავს მივმართო, მაგრამ არ მასვენებს იმაზე ფიქრი, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება. ეს სურვილი კიდევ გასაგები იქნებოდა, ჩემს ცხოვრებაში რაიმე სერიოზული რომ მომხდარიყო, მაგალითად, განქორწინება ან პროფესიული წარუმატებლობა. არადა, ქმარს ხუთი წლის წინ გავშორდი და დღემდე არ მინანია, სამსახურშიც ყველაფერი რიგზეა... ლიკა, 29 წლის

ეს იმიტომ, რომ სულის სიღრმეში გჯერათ: ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჯერჯერობით ვერ გიპოვიათ. არ ცდებით, თუ გგონიათ, რომ მკითხავი ვერ დაგეხმარებათ - თუ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ არი განსაზღვრული, მაშ, რა აზრი აქვს მოვლენათა შეცვლის მცდელობას? ხოლო თუ ადამიანი ფლობს თავისუფალ ნებას, მკითხავი მით უმეტეს არ არის საჭირო. თქვენს ყველა გადაწყვეტილებას ბედისწერად ნუ ჩათვლით; დაუტოვეთ თავს უფლება გადაიფიქროთ, თუ შედეგი არ გაკმაყოფილებთ, ხოლო რჩევისთვის მიმართეთ არა მკითხავს, არამედ მეგობრებს, მშობლებს, ადამიანებს, რომლებსაც ენდობით. არც ის არის საჭირო, მათი რჩევები უყოყმანოდ შეასრულოთ. უბრალოდ, გულისყურით მოისმინეთ მათი არგუმენტები და სცადეთ, სიტუციას მათი თვალითაც შეხედოთ.

ჩემი მომზადებული კერძები ყველას ძალიან მოსწონს, მხოლოდ ჩემი ქმარია უკმაყოფილო. ერთი წლის წინ შევუღლდით და ამ ხნის განმავლობაში სხვა მიზეზით უთანხმოება ერთხელაც არ მოგვსვლია. რაც არ უნდა მოვამზადო, ქმრისგან მხოლოდ ეს მესმის: "დედაჩემი ამას სხვანაირად აკეთებს!" ცხადია, მწყინს. როგორ მოვიქცე? მარი, 23 წლის

რა თქმა უნდა, გულსატკენია საყვარელი ადამიანისგან მსგავსი შენიშვნების მიღება, მაგრამ წუთით საკუთარი თავი მის ადგილას დააყენეთ: დავუშვათ, თქვენ გიყვართ სალათი არაჟნით, მაგრამ ყოველთვის მაიონეზით მოგართმევენ. ძნელია იმ კულინარიულ მიდრეკილებებზე უარის თქმა, რომლებიც სათავეს ბავშვობიდან იღებს, ამიტომ ქმრის სიტყვებს დედამთილთან ჭიდილში დამარცხების ნიშნად ნუ აღიქვამთ. კულინარიული ოსტატობა არ გულისხმობს რეცეპტების ზუსტი თანამიმდევრობით შესრულებას; ის ფანტაზიასაც მოიაზრებს. ეცადეთ, გაითვალიწინოთ ქმრის ჩვევები, მოთხოვნილებები, მიმართეთ იმპროვიზაციას და კონფლიქტიც გაიშვიათდება.