ადამიანთა აგრესიის მიზეზები

ამას ხელი შეუწყო მედიასაშუალებებით დაავადებული თუ გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკის ყოველდღიურად გამოცხადებამ, რამაც ადამიანთა უმრავლესობის პანიკური და შფოთვითი აშლილობა გამოიწვია!
კიდევ უფრო დაიძაბა მდგომარეობა ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ, რადგან გაჩნდა შიში ვაქცინების მიმართ! ეს შიში საკმაოდ საფუძვლიანია, რადგან არ არსებობს სრული ინფორმაცია ვაქცინების შესახებ, მით უმეტეს, რომ ვაქცინების მწარმოებელნი არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ მათ უვნებლობაზე! ეს გაურკვევლობა კიდევ უფრო ზრდის შიშსა და დაძაბულობას! მოსახლეობის ნაწილი ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში, ნაწილი კი უნდობლობას უცხადებს მას! ამან გამოიწვია ადამიანთა გახლეჩა აცრილებად და აუცრელებად! ისინი ერთმანეთში დაავადების საფრთხეს ხედავენ! პანდემიამ ისედაც გამოიწვია იზოლირება, დისტანციურად ცხოვრება, ადამიანები გაუცხოვდნენ და სითბოსა და სიყვარულის გაცვლის საშუალება დაკარგეს, ბევრი ერთმანეთს მტრად აღიქვამს. სოციალურ ქსელებში ადამიანები ერთმანეთის მიმართ საშინელ აგრესიას გამოხატავენ, რადგან სხვადასხვა მოსაზრება აქვთ დაავადებისა და ვაქცინაციის შესახებ. მოსახლეობის აგრესიას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ ადამიანები თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ იცრებიან, რომ თავი დააღწიონ აგრესიას გარშემომყოფთა მხრიდან!
დაავადებისა და სიკვდილის შიშმა ადამიანთა ქცევა არაადეკვატური გახადა, ბევრს უჭირს მოვლენების სწორი აღქმა და გაანალიზება! საწინააღმდეგო აზრის მქონენი მტრებად აღიქმებიან მაშინაც კი, თუ მათი შეხედულება, თუნდაც კომპეტენტური და არგუმენტირებული, მხოლოდ მათი უსაფრთხოებისა და დაცვისთვის არის გამოთქმული! სამწუხაროა, როცა შიში და პანიკა იარაღად არის გამოყენებული! აგრესიის მიზეზი ისიც არის, რომ ადამიანებს, რომლებიც აცრის არჩევანს აკეთებენ, მაინც აქვთ ქვეცნობიერი შიში! ეს კიდევ უფრო ზრდის აგრესიას! სამწუხაროდ, ეს აგრესია ძალიან თვალსაჩინოა და ორმაგად აზიანებს ისედაც მძიმე სტრესის ქვეშ მყოფ მოსახლეობას!
რა არის აგრესია
აგრესია ლათინური სიტყვაა და თავდასხმას ნიშნავს. ფსიქოლოგიაში ტერმინი „აგრესია“ განიმარტება როგორც სხვისთვის ზიანის მისაყენებლად განზრახ მიმართული ქცევა. სპეციალისტები ერთმანეთისგან განასხვავებენ ბრაზის ემოციას და აგრესიას. ადამიანი შესაძლოა გაბრაზდეს, მაგრამ ამ ემოციის შესაბამისად არ მოიქცეს. როგორც იტყვიან, „ემოციას არ აჰყვეს“, და პირიქით – შესაძლოა, სულაც არ ბრაზობდეს, მაგრამ სხვას მაინც მიაყენოს ზიანი. აგრესიული ქცევისა და ბრაზის ემოციის გასამიჯნავად გადამწყვეტი ფაქტორია წინასწარი განზრახვის ცნება. თუ ადამიანმა ვინმეს წინასწარი განზრახვის გარეშე, შემთხვევით, გაუფრთხილებლობით, უნებურად მიაყენა ზიანი, ტკივილი, ეს აგრესიად არ განიხილება, ყველა დანარჩენი შემთხვევა კი აგრესიად კვალიფიცირდება.
აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ აგრესიული ქცევა განსხვავდება ქცევისგან, რომელიც საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, უფლების დაცვას ისახავს მიზნად.
არ დაიზაროთ და კიდევ ერთხელ მიუბრუნდით ქცევების ჩამონათვალს. საინტერესოა, შეიცვალა თუ არა რაიმე თქვენს აღქმაში.
რა იწვევს აგრესიას?
აგრესიის მიზეზების შესწავლისას სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ აგრესიული ქცევა, ერთი მხრივ, შესაძლოა თან ახლდეს ფსიქიატრიულ ან ნერვულ აშლილობას, მეორე მხრივ კი – რომელიმეს (ან რამდენიმეს) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
- ალკოჰოლური ან ნარკოტიკული დამოკიდებულების ამა თუ იმ ფორმას, რომელიც საკმაოდ ხშირად უწევს პროვოცირებას არაადეკვატურ ქცევას;
- პირად პრობლემებს, ნეგატიური ემოციების მოზღვავებას, გამაღიზიანებელ ფაქტორებს ან მათ ერთობლიობას;
- ფრუსტრაციას (იმედგაცრუებას) ან შფოთვის ძლიერ განცდას;
- არარეალიზებულ გეგმებს, მოლოდინებს;
- კონფლიქტებს, კონფლიქტური სიტუაციებისადმი მაღალ მგრძნობელობას;
- საზოგადოებისგან გარიყულობის განცდას, უარყოფას თანატოლების, ოჯახის წევრების, სოციუმის მიერ;
- ძალადობრივ გარემოს – ძალადობის მსხვერპლი ხშირად თავადაც მოძალადედ ყალიბდება;
- ფსიქოლოგიურ ტრავმას;
- მკაცრ აღზრდას, ძალადობისკენ მიდრეკილ ოჯახურ გარემოს;
- გადაღლილობას, არაჰიგიენურ სამუშაო რეჟიმს, გადამეტებულ ფიზიკურ დატვირთვას;
- ძალადობის შემცველი ინფორმაციის ჭარბ მიღებას (უმთავრესად – მცირე ასაკში);
- აღზრდას, კულტურულ-სოციალურ გარემოს, სხვა გარემო პირობებს;
- სუბიექტურ მიზეზებს (ექსტრემიზმი, ფანატიზმი, ხასიათის თავისებურებები).
არსებობს თეორიები, რომლებიც ძალადობას განიხილავს როგორც ერთგვარ თანდაყოლილ ინსტინქტს, რომელიც ადამიანს, სხვა ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად, წინააღმდეგობათა დაძლევის, თავდაცვისა და თვითგადარჩენის დროს უაქტიურდება.
ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია მძიმე სოციალური ვითარება: პრობლემები დასაქმების ბაზარზე, ახალგაზრდების ფინანსური დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, ბავშვებისთვის სახლის გარეთ სათამაშო სივრცის ნაკლებობა, საოჯახო საქმეებში ქალის ტრადიციული როლის დომინირება.
აგრესია და ძალადობის სიჭარბე თანამედროვე საზოგადოების გამოწვევად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ იგი გავრცელებული და კომპლექსური პრობლემაა, მისი თავიდან აცილება, შემცირება და მასზე ადეკვატური რეაგირება შესაძლებელია. საუკეთესო გამოსავალი კი არა დასჯა და პოსტ-ფაქტუმ მოქმედებაა, არამედ პრევენცია იმ მიზეზების გააზრებითა და გაცნობიერებით, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.