არ შეიძლება, ყველას ერთი საზომით მიუდგეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

თუ სტატისტიკას მივმართავთ, ორსულობის თვითნებური შეწყვეტა ათიდან 2 შემთხვევაში ნაყოფის პათოლოგიის ბრალია. ამასთანავე, ქალების უმრავლესობისთვის მომდევნო ორსულობა წარმატებულია. უთხარით საკუთარ თავს: "მართალია, ახლა ვერ გავაჩინე ბავშვი, მაგრამ ამას აუცილებლად შევძლებ მომავალში. აუცილებლად გამიმართლებს!" ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს იმის გამო, რომ "ყველას ჰყავს შვილი, თქვენ კი არა". ზოგს ეს პროცესი უხანგრძლივდება, ზოგი მოკლე ხანში აღწევს მიზანს. სამაგიეროდ, გარკვეული ხნის შემდეგ თქვენ გაცილებით მეტს მისცემთ შვილს, ვიდრე ის ქალები, რომლებიც "შემთხვევით" ორსულდებიან.

ყავს შეყვარებული. ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარს. პრობლემა ის არის, რომ ყველა ჩვენი ქორწინების წინააღმდეგია. ის 21 წლისაა, მე კი მხოლოდ 17-ის. გარეგნულადაც ცოტა შეუფერებელია და ყველა იმას მეუბნება, დაშორდიო. არ ვიცი, რა ვქნა, თან მისი ასაკიც მაბრკოლებს...თათია, 17 წლის

თუ მართლა სიგიჟემდე გიყვართ, სხვისი აზრი ასე რატომ გაღელვებთ? ის, რომ, სხვისი აზრით, გარეგნობით არ შეგეფერებათ, თქვენს სიყვარულზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. იქნებ საკუთარი თავის ბოლომდე მაინც არ გჯერათ? ეცადეთ, გაერკვეთ, ხართ თუ არა მზად, ამ ადამიანთან ოჯახი შექმნათ. თუ ასაკი გაშინებთ, სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ. დრო გამოცდის თქვენს სიყვარულს.

ჩემი თანამშრომელი მარტოხელა დედაა. ის გამუდმებით თავის მძიმე და უბედურ ხვედრზე ჩივის და თითქმის ყოველდღე მთხოვს, შევცვალო, მის ნაცვლად გავაკეთო ესა თუ ის საქმე. არ მინდა, უგრძნობ პიროვნებად ჩამთვალონ, მაგრამ ორი კაცის მოვალეობების შესრულება აღარ შემიძლია. მან იცის, რომ უარის თქმა მიჭის და ამით სარგებლობს. როგორ მოვიქცე? მარი, 34 წლის

თქვენ მიერ აღწერილი სიტუაციიდან ჩანს, რომ თქვენ "მანიპულატორს" შეხვდით. ასეთი ფსიქოლოგიური ტიპის ადამიანები ცდილობენ, მიიპყრონ ირგვლივ მყოფთა ყურადღება თავიანთი პრობლემებით, ახდენენ სიტუაციის დრამატიზირებას, ვითარებას უფრო მუქ ფერებში ხატავენ, ვიდრე სინამდვილეშია. ბევრი ამ ანკესზე იოლად ეგება, რითაც მანიპულატორები მოხერხებულად სარგებლობენ. მათ რომ გაუმკლავდეთ, ეცადეთ გამოიყენოთ ასეთი ტაქტიკა: როგორც კი თქვენი კოლეგა თავის პრობლემებზე აწუწუნდება, მაშინვე წამოიწყეთ საუბარი თქვენს მდგომარეობაზე, რაც შეიძლება მუქ ფერებში აღწერეთ ის. თქვენი კოლეგა მიხვდება, რომ თქვენგან თანაგრძნობას აღარ უნდა ელოდეს და თქვენს მიმართ ინტერესი დაეკარგება. მომდევნო ნაბიჯი შეიძლება იყოს დახმარებისთვის კომპენსაციის მოთხოვნა. მაგალითად, თუ კოლეგა გთხოვთ, შეცვალოთ, შესთავაზეთ, რომ მომდევნო დღეებში მან შეგცვალოთ. ზოგჯერ კი პირდაპირ უთხარით "არა". ნუ დაიწყებთ თავის მართლებას და ნუ აუხსნით თქვენი უარის მიზეზს - თქვენ ამის უფლება გაქვთ.


ვიცი, რომ ჩემს ქმარს ჩემთვის არასოდეს უღალატია და არც მიღალატებს, მაგრამ როცა ის სხვა ქალს ესაუბრება, მზად ვარ, ყველაფერი დავლეწო. მეჩვენება, რომ ერთ დილასაც გავიღვიძებ და ის ჩემს გვერდით აღარ იქნება... ჩემი ეჭვიანობა ანგრევს ჩვენს ბედნიერებას და მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს. იქნებ მკურნალობა მჭირდება? ია, 36 წლის

ყოველ შემთხვევაში, კარგ ფსიქოთერაპევტთან გასაუბრება ნამდვილად არ გაწყენდათ. თქვენს ავადმყოფობას "მამაკაცზე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას" უწოდებენ. ეს გამოწვეულია საკუთარი თავისა და გარესამყაროს რწმენის ნაკლებობით. ამ "დაავადებას" თავი რომ დააღწიოთ, უპირველეს ყოვლისა, კონცენტრირება უნდა მოახდინოთ საკუთარ ინტერესებზე, გახდეთ რამდენადმე ეგოისტი, ისე მოიქცეთ, თითქოს ვერავის ენდობით. დაიწყეთ ცხოვრება იმ განწყობით, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება გქონდეთ. შედეგად გაქრება იმის აუცილებლობა, რომ ქმრის ყოველი ნაბიჯი აკონტროლოთ და ეჭვიანობაც დაცხრება.

ხშირად მიწევს ქმართან კამათი. ძალიან დაბნეული ვარ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ზოგჯერ მეჩვენება, რომ საერთოდ არ ესმის ჩემი. როგორ გამოვნახო მასთან საერთო ენა? სალომე, 29 წლის

როცა ერთმანეთი გაიცანით, ალბათ გეჩვენებოდათ, რომ მას შეეძლო, ყველაფერი თქვენს თვალებში ამოეკითხა, ახლა კი ისეთი განცდა გაგიჩნდათ, რომ თქვენი მეუღლე სხვა პლანეტაზე ცხოვრობს და იქამდე ხმის მიწვდენა გიჭირთ. იცით თუ არა, რომ მამაკაცი და ქალი სხვადასხვაგვარად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს და განსხვავებულად აღიქვამენ ინფორმაციას?

მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მამაკაცებს შეუძლიათ, ყურადღებით უსმინონ ცოლს მხოლოდ პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში. ცოლებს კი შეიძლება ასეთი რჩევა მივცეთ: "თუ გსურთ, მეუღლეს რამე უთხრათ, ჩაატიეთ მაქსიმალურად მოკლე ფრაზაში!" თუ შეამჩნევთ, რომ თქვენთან საუბრისას თქვენი საყვარელი მამაკაცი ღიზიანდება, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სიტყვებს - იქნებ თქვენი რეპლიკები უფრო კრიტიკას ან საყვედურს ჰგავს? გარდა ამისა, უნდა შეგეძლოთ მოსმენა. ამის სწავლა შეიძლება, თუ იქნებით გულახდილი და გულწრფელად ეცდებით საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვას.

ქმრის მივლინებაში გაშვებისა მეშინია. ჩემი პირველი ქორწინება სწორედ იმას შეეწირა, რომ მივლინებაში ყოფნის დროს ქმარმა მიღალატა. ამ შიშს ვერაფერს ვუხერხებ, არ მინდა, ურთიერთობა მეორე ქმართანაც გამიფუჭდეს. ანა, 30 წლის

თქვენი მღელვარება და შფოთვა იმით არის გამოწვეული, რომ ქმრის დაკარგვის შიში მოსვენებას არ გაძლევთ. ხოლო შიში, თავის მხრივ, იმას ეფუძნება, რომ მამაკაცებისადმი ნდობა დაკარგული გაქვთ. მაგრამ არ შეიძლება, ყველას ერთი საზომით მიუდგეთ - ადამიანები ხომ სხვადასხვანაირები არიან. სხვადასხვა ადამიანი ერთსა და იმავე სიტუაციაში სხვადასხვანაირად იქცევა. თუ არ შეგიძლიათ, შეიცვალოთ დამოკიდებულება ძლიერი სქესის მიმართ, მიმართეთ ფსიქოლოგ-კონსულტანტს. სპეციალისტი დაგეხმარებათ, გადალახოთ ძველი ტრავმა და წარსულში დატოვოთ, რათა მომავალ ცხოვრებაში თავი არ შეგახსენოთ და სიმშვიდე არ დაგირღვიოთ. წარსულში გადატანილი უსიამოვნო განცდები მომავალი ცხოვრებისთვის ბარიერად არ უნდა იქცეს.

ძალიან მინდა, მამაკაცებს მოვწონდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ჩემში მხოლოდ მეგობარს ხედავენ და არა ქალს. უამრავი მეგობარი მამაკაცი მყავს, მაგრამ ისინი ძმაკაცივით მეპყრობიან. როგორც ქალი, მე მათთვის არ ვარსებობ. მირჩიეთ, რა მოვუხერხო ამგვარ დამოკიდებულებას. ეკა, 25 წლის

როგორც ჩანს, თქვენ მამაკაცებთან ურთიერთობას "მეგობრული" სქემით აგებთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის, უპირველეს ყოვლისა, საინტერესო ხართ როგორც თანამოსაუბრე, რომელსაც ყოველთვის შეუძლია, მათ ყურადღებით მოუსმინოს, ვისთანაც ურთიერთობა ყოველთვის ადვილი და სასიამოვნოა. ნამდვილ ქალებთან მამაკაცები მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ, მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად იზრუნონ, თავი მოაწონონ და დაეუფლონ. თქვენ კი, როგორც ჩანს, უფლებას აძლევთ, არად ჩაგაგდონ და უგულებელყონ თქვენი ქალურობა. გაურბიხართ სექსუალურ პროვოკაციებს, ვერ ინარჩუნებთ სასიყვარულო დაძაბულობას. რატომ? გეშინიათ, მათ წრეში ზედმეტი არ აღმოჩნდეთ? ან იქნებ არ იცით, როგორ გამოიყენოთ თქვენი ქალური პოტენციალი? თუ მოინდომებთ, ამის სწავლა არ გაგიჭირდებათ.