ფსიქიატრები აღნიშნავენ, რომ გვაქვს შფოთვით-დეპრესიული მდგომარეობების პანდემიაც კოვიდპანდემიასთან ერთად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქიატრები აღნიშნავენ, რომ გვაქვს შფოთვით-დეპრესიული მდგომარეობების პანდემიაც კოვიდპანდემიასთან ერთად

ხოლო COVID-19- ის პანდემიის შემდეგ ზრდა ნამდვილ აფეთქებად იქცა.

2020 წლის დასაწყისიდან დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის გავრცელება მსოფლიოში სამჯერ გაიზარდა, რაც დასტურდება ჟურნალში The Lancet გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევით.

კოვიდით დაავადებულ პაციენტებში, ფსიქიკური პათოლოგიების გავრცელება გაიზარდა 95%-მდე, ხოლო დეპრესიის პოპულაციური გავრცელება გაიზარდა 20%-მდე, შფოთვითი აშლილობის კი 35%-მდე. ამგვარად, დედამიწის ყოველი მესამე მაცხოვრებელი განიცდის პათოლოგიურ შფოთვას.

არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც კოვიდისა და პანდემიის პირობებში უკეთ გრძნობენ თავს. ძირითადად ესენი არიან ის პირები, რომლებსაც ხანგრძლივი სტრესის პერიოდში შეუძლიათ სიტუაციის შესწავლა, მათში ჩაწვდომა და მიღება. ისინი, ვისაც აქვთ დამცავი რეაქცია, კერძოდ გაურბის შფოთვის წყაროს, უარს ამბობს მის წინ მდგარი გამოწვევის შესწავლაზე, მიდრეკილია აშლილობისაკენ.

შფოთვითი აშლილობის პანდემია უკანასკნელი წელიწადნახევარი-ორი წლის განმავლობაში შეეხო ბავშვებსაც. „მშვიდობიან“ დროს შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვების წილი სხვადასხვა ქვეყნებში შეადგენდა 7–15%, ხოლო COVID-19-ის პანდემიის დროს — 19–37%.