რა საშიშროების შემცველია სახლში უწესრიგობა
ამან შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, ყურადღების გაფანტულობა, თვითშეფასების დაქვეითება და დაღლილობა.
განსაკუთრებით საშიშია უწესრიგობა იმ ადამიანისთვის, ვისაც შინაგანდ აქვს მოთხოვნილება, რომ მოწესრიგებული ადამიანი იყოს. ასეთი ადამიანები დარწმუნებულები არიან რომ კარგი დიასახლისის სამზარეულო "სისუფთავისგან ბრწყინავს" და არ შეიძლება "საღორეში ცხოვრება". ამ წესების შეუსრულებლობა მათში იწვევს შინაგანი დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობას, რაც აისახება თვითშეფასებაზე და შესაძლებელია დეპრესიის განვითარებასაც კი მისცეს ბიძგი.
ზოგჯერ, შესაძლებელია მდგომარეობის გამოსასწორებლად, ფსიქოლოგის დახმარებაც გახდეს საჭირო, მაგრამ როგორც ექსპერტები გვირჩევენ, საჭიროა სახლის დალაგების მუდმივად განმეორებადი მოქმედებები გადავაქციოთ რუტინად, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს. ეს საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ენერგოდანახარჯები, შევინარჩუნოთ ძალა და დავზოგოთ დრო.
უწესრიგობა შეიძლება გამოსწორდეს "პატარა საქმეების" გზით. მაგალითად ორშაბათს დაალაგოთ ერთი კუთხე, სამშაბათს მეორე და ა.შ.
მცირე ზომის სივრცეში ცხოვრებამაც შესაძლებელია ფსიქიკური მოშლილობის განვითარება გამოიწვიოს და მიგვიყვანოს ნერვულ გადაძაბვამდე, ოჯახურ კონფლიქტამდე და გაყრამდეც კი.