/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება
ცოტა ხნის წინ თანაკლასელები შევიკრიბეთ. სიამოვნებით წავედი მათთან შესახვედრად, მაგრამ ახლა ძალიან ვნანობ, რადგან თავს არარეალიზებულ და წარუმატებელ პიროვნებად მივიჩნევ.

ყველას აწყობილი აქვს კარიერაც და პირადი ცხოვრებაც, მე კი არც ერთი გამაჩნია და არც მეორე. როცა ჩემი ცხოვრების შესახებ მკითხეს, იძულებული გავხდი, რამე მომეგონა, რომ თეთრ ყვავად არ გამოვჩენილიყავი... თავს საშინლად ვგრძნობ, დეპრესიაში ჩავვარდი. როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან? ელენე, 31 წლის

თქვენთვის, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია არა ის, როგორია თქვენი ცხოვრება თავისთავად, არამედ ის, როგორ ხედავენ მას სხვები. სწორედ ამ პრინციპმა მიგიყვანათ ჩიხურ მდგომარეობამდე. ეძებეთ პასუხები მთავარ კითხვებზე: "რა მიყვარს მე?" "რა მიტაცებს ყველაზე მეტად?" - და აუცილებლად შეძლებთ, უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. როგორც უნდა განვითარდეს ის, თანაკლასელებთან მომდევნო შეხვედრისას რამე აუცილებლად გექნებათ სათქმელი.

ჩემი კოლეგა არასასიამოვნოდ გამოიყურება, ცუდად იცვამს, არ უვლის თავს. ის სასიამოვნო ადამიანი და კარგი სპეციალისტია, მაგრამ ზოგჯერ მასთან ერთად ოთახში გაჩერება შეუძლებელია - ისეთი ოფლის სუნი დგას!.. როგორ გადავუკრა სიტყვა ამის შესახებ? იქნებ უფროსს დაველაპარაკო? არ ვიცი, როგორ მოვიქცე, როცა საქმე ასეთ დელიკატურ თემას ეხება... ირინა, 30 წლის

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უმჯობესია, პირდაპირ გაესაუბროთ. მთავარია, ეს ტაქტიანად გააკეთოთ, არ გაანაწყენოთ და არ დაამციროთ კოლეგა. საუბრისას არ არის საჭირო მისი როგორც ადამიანის შეფასება. აქცენტი გადაიტანეთ ოფისში ქცევის წესებზე, თანამშრომლების მიმართ იმ მოთხოვნების ჩამოთვლისას, როგორიც არის სუფთა ტანსაცმელი, აკურატული ვარცხნილობა, მოწესრიგებული ფეხსაცმელი, შეიძლება ახსენოთ ისიც, რომ ოთახში ყოველთვის სასიამოვნო სურნელი უნდა იდგეს. რა თქმა უნდა, ეს საუბარი სხვათა თანდასწრების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს.

ჩემი ვაჟი გარდატეხის ასაკშია. ამ ცოტა ხნის წინ მას თავს დაესხნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მობილური ტელეფონი წაართვეს, თუმცა თავად ამაყად ჰყვება, რომ რამდენიმე მასზე უფროს ბიჭს არ შეუშინდა. ძალიან ვღელავ მის გამო, როცა შინ არ არის, ადგილს ვერ ვპოულობ. სულ მგონია, რომ ისევ რაღაც ხიფათს გადაეყრება. როგორ მოვიქცე? ეკა, 37 წლის

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

იზრუნეთ სრულფასოვან ძილსა და კვებაზე, ნუ გადაიღლებით, ნუ დალევთ კოფეინიან და ალკოჰოლიან სასმელებს. როცა ცოტათი დამშვიდდებით, დაფიქრდით - საიდან ჩნდება ეს შიში, როდის იჩენს თავს შფოთვა და მოუსვენრობა? რატომ გეჩვენებათ, რომ უსიამოვნებებთან გამკლავება შეუძლებელია? საიდან მოდის აზრი, რომ სამყარო ასეთი სახიფათოა? როცა მიხვდებით, სინამდვილეში რისი გეშინიათ, იმასაც დაინახავთ, როგორ უნდა ებრძოლოთ შიშს. რაც შეეხება თქვენს ვაჟს, ტრაგიკული არაფერი მომხდარა, გარდატეხის ასაკში მსგავსი თავგადასავლები ხშირია, ეს ასაკი გაივლის და ყველაფერი რიგზე იქნება.

ჩემი მეგობარი გამინაწყენდა იმის გამო, რომ მისმა თაყვანისმცემელმა ჩემთან დაიწყო რეკვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან ჩემი მობილური ტელეფონიდან აკრიფა ამ ბიჭის ნომერი. ეს თაყვანისმცემელი მისი შემთხვევითი ნაცნობია, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. როცა ბიჭმა ჩემთან რეკვა დაიწყო, საკმაოდ გულგრილად ვუპასუხე, მაგრამ ჩემი მეგობარი მაინც მე მადანაშაულებს, თითქოს მე განზრახ ჩავერთე მათ ურთიერთობაში. როგორ დავაღწიო თავი ამ არასასიამოვნო სიტუაციას? ლენუკა, 21 წლის

როგორც ჩანს, თქვენი მეგობრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდა კაცთან ურთიერთობა. ახლა ის ვერ შეძლებს, საღად შეაფასოს ყველა წვრილმანი. ალბათ უმჯობესი იქნება, თუ დროებით შეწყვეტთ ურთიერთობას, რათა ერთმანეთისგან დაისვენოთ. ამ ხნის განმავლობაში ორივეს მოგენატრებათ ერთმანეთი და მეტად დააფასებთ თქვენს მეგობრობას, თანაც შეძლებთ, მშვიდად დაფიქრდეთ იმაზე, რატომ იქცა თქვენი მეგობრის რომანი თქვენი ურთიერთობისთვის დაბრკოლებად. ჩხუბი ზოგჯერ კარგი საბაბია საიმისოდ, რომ კრიტიკული თვალით შეხედოთ თქვენს ურთიერთობას, გაიგოთ, რა უშლის მას ხელს. იქნებ იმაზეც დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

ყველას აწყობილი აქვს კარიერაც და პირადი ცხოვრებაც, მე კი არც ერთი გამაჩნია და არც მეორე. როცა ჩემი ცხოვრების შესახებ მკითხეს, იძულებული გავხდი, რამე მომეგონა, რომ თეთრ ყვავად არ გამოვჩენილიყავი... თავს საშინლად ვგრძნობ, დეპრესიაში ჩავვარდი. როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან? ელენე, 31 წლის

თქვენთვის, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია არა ის, როგორია თქვენი ცხოვრება თავისთავად, არამედ ის, როგორ ხედავენ მას სხვები. სწორედ ამ პრინციპმა მიგიყვანათ ჩიხურ მდგომარეობამდე. ეძებეთ პასუხები მთავარ კითხვებზე: "რა მიყვარს მე?" "რა მიტაცებს ყველაზე მეტად?" - და აუცილებლად შეძლებთ, უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. როგორც უნდა განვითარდეს ის, თანაკლასელებთან მომდევნო შეხვედრისას რამე აუცილებლად გექნებათ სათქმელი.

ჩემი კოლეგა არასასიამოვნოდ გამოიყურება, ცუდად იცვამს, არ უვლის თავს. ის სასიამოვნო ადამიანი და კარგი სპეციალისტია, მაგრამ ზოგჯერ მასთან ერთად ოთახში გაჩერება შეუძლებელია - ისეთი ოფლის სუნი დგას!.. როგორ გადავუკრა სიტყვა ამის შესახებ? იქნებ უფროსს დაველაპარაკო? არ ვიცი, როგორ მოვიქცე, როცა საქმე ასეთ დელიკატურ თემას ეხება... ირინა, 30 წლის

უმჯობესია, პირდაპირ გაესაუბროთ. მთავარია, ეს ტაქტიანად გააკეთოთ, არ გაანაწყენოთ და არ დაამციროთ კოლეგა. საუბრისას არ არის საჭირო მისი როგორც ადამიანის შეფასება. აქცენტი გადაიტანეთ ოფისში ქცევის წესებზე, თანამშრომლების მიმართ იმ მოთხოვნების ჩამოთვლისას, როგორიც არის სუფთა ტანსაცმელი, აკურატული ვარცხნილობა, მოწესრიგებული ფეხსაცმელი, შეიძლება ახსენოთ ისიც, რომ ოთახში ყოველთვის სასიამოვნო სურნელი უნდა იდგეს. რა თქმა უნდა, ეს საუბარი სხვათა თანდასწრების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს.

ჩემი ვაჟი გარდატეხის ასაკშია. ამ ცოტა ხნის წინ მას თავს დაესხნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მობილური ტელეფონი წაართვეს, თუმცა თავად ამაყად ჰყვება, რომ რამდენიმე მასზე უფროს ბიჭს არ შეუშინდა. ძალიან ვღელავ მის გამო, როცა შინ არ არის, ადგილს ვერ ვპოულობ. სულ მგონია, რომ ისევ რაღაც ხიფათს გადაეყრება. როგორ მოვიქცე? ეკა, 37 წლის

იზრუნეთ სრულფასოვან ძილსა და კვებაზე, ნუ გადაიღლებით, ნუ დალევთ კოფეინიან და ალკოჰოლიან სასმელებს. როცა ცოტათი დამშვიდდებით, დაფიქრდით - საიდან ჩნდება ეს შიში, როდის იჩენს თავს შფოთვა და მოუსვენრობა? რატომ გეჩვენებათ, რომ უსიამოვნებებთან გამკლავება შეუძლებელია? საიდან მოდის აზრი, რომ სამყარო ასეთი სახიფათოა? როცა მიხვდებით, სინამდვილეში რისი გეშინიათ, იმასაც დაინახავთ, როგორ უნდა ებრძოლოთ შიშს. რაც შეეხება თქვენს ვაჟს, ტრაგიკული არაფერი მომხდარა, გარდატეხის ასაკში მსგავსი თავგადასავლები ხშირია, ეს ასაკი გაივლის და ყველაფერი რიგზე იქნება.

ჩემი მეგობარი გამინაწყენდა იმის გამო, რომ მისმა თაყვანისმცემელმა ჩემთან დაიწყო რეკვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან ჩემი მობილური ტელეფონიდან აკრიფა ამ ბიჭის ნომერი. ეს თაყვანისმცემელი მისი შემთხვევითი ნაცნობია, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. როცა ბიჭმა ჩემთან რეკვა დაიწყო, საკმაოდ გულგრილად ვუპასუხე, მაგრამ ჩემი მეგობარი მაინც მე მადანაშაულებს, თითქოს მე განზრახ ჩავერთე მათ ურთიერთობაში. როგორ დავაღწიო თავი ამ არასასიამოვნო სიტუაციას? ლენუკა, 21 წლის

როგორც ჩანს, თქვენი მეგობრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდა კაცთან ურთიერთობა. ახლა ის ვერ შეძლებს, საღად შეაფასოს ყველა წვრილმანი. ალბათ უმჯობესი იქნება, თუ დროებით შეწყვეტთ ურთიერთობას, რათა ერთმანეთისგან დაისვენოთ. ამ ხნის განმავლობაში ორივეს მოგენატრებათ ერთმანეთი და მეტად დააფასებთ თქვენს მეგობრობას, თანაც შეძლებთ, მშვიდად დაფიქრდეთ იმაზე, რატომ იქცა თქვენი მეგობრის რომანი თქვენი ურთიერთობისთვის დაბრკოლებად. ჩხუბი ზოგჯერ კარგი საბაბია საიმისოდ, რომ კრიტიკული თვალით შეხედოთ თქვენს ურთიერთობას, გაიგოთ, რა უშლის მას ხელს. იქნებ იმაზეც დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება.


mkurnali.geმე და ჩემმა მეუღლემ ცოტა ხნის წინ ლეკვი შევიძინეთ. გვეგონა, გაგვახალისებდა, მაგრამ პირიქით გამოვიდა - ურთიერთობა გაგვირთულა. ხშირად ვჩხუბობთ იმის თაობაზე, როგორ ვაჭამოთ, როგორ აღვზარდოთ. უკვე ეჭვიანობაც კი დავიწყეთ - საკმარისია, ცუგა მომეფეროს, რომ ჩემი ქმარი ამბობს, განზრახ აჭმევ, რომ მიიჩვიო, სინამდვილეში კი მე უფრო მეტად ვუყვარვარო. ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი არასწორია... როგორ მოვიქცე? მარი, 22 წლის

თქვენ და თქვენს მეუღლეს მშვენიერი ტრეინინგი გამოგდით თემაზე "როგორ გავიყოთ ბავშვი". შეგიძლიათ, მომავალში ეს გამოცდილება თქვენი ოჯახის სასიკეთოდ გამოიყენოთ. გულახდილად ესაუბრეთ ქმარს, რათა არ შეიქმნას კონფლიქტები საყვარელი ცხოველის გამო. იმსჯელეთ იმის შესახებ, რა იფიქრა თითოეულმა თქვენგანმა, რატომ მოიქცა ასე, რა ვერ გაიგო. მსგავს სიტუაციებში ხშირად ამოტივტივდება ხოლმე ძველი, ბავშვობაში გადატანილი წყენა. მაგალითად, თუ თქვენ ან თქვენი ქმარი ოდესღაც უმცროს დაზე ან ძმაზე ეჭვიანობდით, შესაძლოა, ახლაც იჩინოს თავი უსიამოვნო განცდამ. ეცადეთ, ამ წყენამ არ დათრგუნოს რეალობის განცდა: "ეს მე ვარ, ეს - ჩემი საყვარელი ადამიანი, ეს კი ჩვენი საყვარელი ცხოველი და მე მსიამოვნებს, როცა ისინი ერთად ერთობიან".

ჩემს ქმარს ხელფასი შეუმცირეს, ჩემი შემოსავალი კი იმდენივე დარჩა. ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე ნერვიულობს, თითქოს ბრაზობს კიდეც იმის გამო, რომ "ვაჯობე". მაგრამ მე ხომ მას არ ვეჯიბრები, უბრალოდ, ასე მოხდა... როგორ მოვიქცე? ნინო, 31 წლის

თქვენი ქმარი ღელავს იმის გამო, რომ ოჯახის მარჩენალის სტატუსი დაკარგა. ამან მის თვითშეფასებას დარტყმა მიაყენა და შიშობს, რომ ამიერიდან თქვენც ნაკლებად დააფასებთ. ხშირად უმეორეთ, რომ ის ბევრს აკეთებს ოჯახისთვის, რომ პატივს სცემთ მას, როგორც ძლიერ ადამიანს, ეცადეთ ხაზი გაუსვათ, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება - თქვენი მეუღლე ხომ საკმაოდ კარგი პროფესიონალია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრიზისის დასრულების შემდეგ ის ან დაიბრუნებს ძველ ანაზღაურებას, ან ახალ, უფრო საინტერესო სამუშაოს იპოვის.

როგორ ცხოვრობს ხალხი საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ?! რაც დედა გარდამეცვალა, აზრებს ვეღარ ვუყრი თავს, საშინელ სიზმრებს ვხედავ. თვალწინ მიდგას ყველაფერი, რაც გადავიტე. მუდამ გაღიზიანებული ვარ, იოლად ვფეთქდები, აღარ შემიძლია! თეა, 33 წლის

ახლობლის დაკარგვა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმაა. ბუნებრივია, რომ გაბოროტებული ხართ ცხოვრებაზე, გაღიზიანებთ სიტუაცია, რომელმაც უახლოეს ადამიანს დაგაშორათ, გაქვთ წყენა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მას სათანადო ყურადღება არ მიაქცია, დედაზეც კი ნაწყენი ხართ. ეს ყველაფერი ნორმალურია. აგრესია მალე გაივლის, ცხოვრება გაგრძელდება. თქვენ ვალდებული ხართ, იზრუნოთ საკუთარ თავსა და უახლოესი ადამიანის სულზე.