პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ამის მოთმენა? ქეთი, 23 წლის
რატომ იხვევთ წყენას გულში, რა საჭიროა ამის დამალვა? აუცილებლად უთხარით თქვენს შეყვარებულს ამის შესახებ. რა თქმა უნდა, სკანდალის მოწყობა არ ღირს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ასეთი საქციელით დაგღალათ. გარდა ამისა, დაიმახსოვრეთ: თქვენ არ უნდა დაიტანჯოთ მისი არაორგანიზებულობის გამო. თუ თქვენი შეყვარებული იგვიანებს, თქვენ სრული უფლება გაქვთ, არ დაელოდოთ. ან, პირიქით, საგანგებოდ დაუნიშნეთ შეხვედრა ერთი საათით ადრე, რათა მან დროულად მოსვლა მოასწროს.
- მეჩვენება, რომ დედაჩემს სულ არ უყვარს ჩემი გოგონა. მკაცრად ეპყრობა, ხაზგასმით მიმართავს: "მარიამ!" არასოდეს დაუძახია მისთვის საალერსო სახელი... სამაგიეროდ ძალიან ანებივრებს ჩემს დისშვილს: ჩუქნის უამრავ რამეს, დაჰყავს ზოოპარკში, თეატრში... მესმის, რომ ჩემი ქმარი არ მოსწონს, მაგრამ ჩემმა შვილმა რა დააშავა, ის ხომ მისი შვილიშვილია?" ანა, 28 წლის
ბებიის ასეთ დამოკიდებულებაზე თავად თქვენი გოგონა როგორ რეაგირებს? შესაძლოა, მას ეს ამბავი თქვენზე ნაკლებად აღელვებდეს, რადგან თვითონაც არცთუ ისე ძალიან უყვარს ბებია. თუ გოგონაც ძალიან განიცდის, ეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, როგორ უყვარს თქვენს შვილს ბებია, როგორ ჰგავს მას... ეს ძალიან ფრთხილად გააკეთეთ, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ნამდვილად ასეა. არ შეიძლება, ამან დედათქვენზე არ იმოქმედოს.
- ვგრძნობ, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ძალიან მიჭირს. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ ვიგრძენი, რომ გადავიღალე, თითქოს ერთიანად დავიშალე. იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, როცა ცოტა ხანში ყველაფერი თავიდან დაიწყება: ისევ ლექციებზე ჯდომა, საკონტროლოებისთვის მომზადება და ყველაზე დიდი საშინელება - გამოცდები. როგორ გავთავისუფლდე ამ დაძაბულობისა და შიშისგან? ლიკა, 19 წლის
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
უწინარეს ყოვლისა, შეაქეთ საკუთარი თავი სიმამაცისთვის. ეს ხომ მართლაც გმირობაა - შეეჭიდო იმას, რაც ასე გაშინებს, გადალახო შიში. თქვენ უკვე უკან მოიტოვეთ ერთი სასწავლო წელი და რამდენიმე გამოცდაც ჩააბარეთ. ამისთვის საკუთარ თავს რაიმე საჩუქარი მიუძღვენით და დაფიქრდით იმაზე, რომ თუ გასულ წელს მოახერხეთ შიშის დაძლევა, მაშინ ამას მომავალშიც შეძლებთ.
- წლების წინ მყავდა შეყვარებული. ჩვენ მხურვალე რომანი გვქონდა. შემდეგ მიმატოვა... დიდხანს განვიცდიდი, მერე კი გამიჩნდა განცდა, რომ ის გრძნობა გაქრა... ახლახან მას შემთხვევით შევხვდი. იმ შეხვედრის შემდეგ მოსვენება დავკარგე. ახლა ყოველდღე ვფიქრობ მასზე, მაგრამ მყავს ქმარი, შვილები. როგორ დავივიწყო ძველი სიყვარული? მარი, 34 წლის
ადამიანისთვის სავსებით ბუნებრივია, ახსოვდეს თავისი წარსული ცხოვრების ნათელი და სასიამოვნო წუთები, გრძნობები. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენს ახლანდელ ცხოვრებაში რამე რიგზე არ არის ან, პირიქით, ურთიერთობა მეტისმეტად მშვიდი, ზომიერი გახდა. ნუ ეცდებით ებრძოლოთ საკუთარ თავს და ძველი გრძობები გონებიდან ამოიგდოთ. უმჯობესია, სხვაგვარად მოიქცეთ: გაიხსენეთ ადრინდელი სიყვარულის ყველაზე მშვენიერი წუთები, უთხარით საკუთარ თავს: "მიხარია, რომ ეს ყველაფერი მოხდა, მაგრამ წარსული წარსულია, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ". ეცადეთ, გადაიტანოთ ყურადღება ყველაზე ახლობელ და საყვარელ ადამიანებზე, ხშირად გაიხსენეთ ნათელი და ბედნიერი წუთები, რომლებიც თქვენს ქმარსა და შვილებთან არის დაკავშირებული.
- დამღალა ახლობლების რჩევებმა იმის შესახებ, სად და როგორ გადავიხადო ქორწილი. ყველაზე უსიამოვნო კი ის არის, რომ მიჭირს მათთან კამათი, მეჩვენება, მართლაც შეიძლება რაღაც გამომრჩეს. უკვე აღარც კი მინდა ქორწილის გადახდა... ნუციკო, 27 წლის
ეცადეთ, რამდენიმე დღე საქმროს გარდა არავის ესაუბროთ ქორწილის თაობაზე. ამ ხნის განმავლობაში თქვენ ორი გადაწყვეტთ, როგორი ქორწილი გინდათ. მაგალითად, არ არის აუცილებელი, მოაწყოთ ხმაურიანი დღესასწული რთული სცენარით; სავსებით შესაძლებელია, მშვიდად დასხდეთ პატარა დარბაზში უახლოეს ადამიანებთნ ერთად. ქორწილი ხომ მეგობრებისა და ახლობლებისთვის გასამართი შოუ არ არის - ეს თქვენი პირადი ზეიმია. ასე რომ, თუ შემთხვევით "დაგავიწყდათ", ჩართოთ სცენარში რომელიმე ტრადიციული ელემენტი, ეს ტრაგედია არ იქნება. მთავარია, თქვენ და თქვენი საქმრო დარჩეთ კმაყოფილი.