/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქიკური განტვირთვა

ფსიქიკური განტვირთვა
ზაფხული ის დროა, როცა ადამიანები ცდილობენ, ყველა პრობლემა დაივიწყონ და მთელი არსებით მიეცნენ სიამოვნებას, გათავისუფლდნენ დაგროვილი უარყოფითი ემოციებისგან, უზრუნველად და უდარდელად გაატარონ დრო.

დასვენება და განტვირთვა აუცილებელია ფიზიკური სიჯანსაღისა და ფსიქოლოგიური წონასწორობისთვის. რაიმე ფასეულის შესაქმნელად ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, სიცოცხლისთვის კი, საკვებთან, ბინასთან, ტანსაცმელთან ერთად, უამრავი რამ არის საჭირო, თუნდაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გართობა, განტვირთვა და სრულფასოვანი დასვენება. ადამიანი მთელი წლის განმავლობაში სწავლობს ან შრომობს, ბუნებრივია, იღლება ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურადაც, ამიტომ ფსიქოლოგიური განტვირთვა და ფიზიკური ძალების აღდგენა მისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. სრულფასოვანი დასვენება ყველას სხვადასხვანაირად ესმის, მაგრამ აუცილებელი რომ არის, ამაში ყველა დარწმუნებულია. გადატვირთვა და გადაღლა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური, საფრთხეს უქმნის ორგანიზმს, ნერვულ სისტემას და ფსიქიკას. ზოგი ყველაზე კარგად შინ ისვენებს, ზოგი - მთაში, ზოგი - ბარში, ზოგს კი ზღვის ლაჟვარდოვანი სანაპიროს გარეშე ვერ წარმოუდგენია სიცოცხლე. სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული განცდები უჩნდება: სიამოვნება, სიყვარული, სიძულვილი, ზიზღი, შიში, მრისხანება... ზოგი სულიერ სიმშვიდეს მაშინ პოვებს, როცა ზურგჩანთამოკიდებული მთის ბილიკებს მიუყვება, სირთულეებს უმკლავდება, შლის კარავს და საძილე ტომარაში იძინებს, ზოგს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ანიჭებს სიხარულს, ზოგს ასეთივე სიამოვნებას ზღვაზე დასვენება ჰგვრის. ზღვა, ზღვის ტალღების საოცარი ფერი, მათი ხმაური, მარილით გაჯერებული ჰაერი, მცხუნვარე მზის სხივები, ოქროსფერი სანაპირო, ხალხის ჟრიამული, ზღვის თბილ ტალღებში ბანაობა, ჩამავალი მზის ულამაზესი სურათი - ყოველივე ეს გადაღლილი ფსიქიკის შესანიშნავი მკურნალია. თუ ამას ერთვის სასურველი ადამიანების გარემოცვაც, მაშინ დასვენება მართლაც სასიამოვნო და დაუვიწყარი ხდება.

თანამოაზრეებთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობაც უზარმაზარი სიამოვნებაა. სირთულეების დაძლევისას ადამიანი უფრო თავდაჯერებული ხდება, უფრო მეტად რწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებში, რაც მას არნახულ კმაყოფილებას, სულიერ კომფორტს ჰგვრის. ადამიანი მოთხოვნილებათა მატარებელი არსებაა. როცა მათ მაქსიმალურად იკმაყოფილებს, ის მშვიდი და ბედნიერია. ეს, უწინარეს ყოვლისა, ეხება ვიტალურ ანუ სასიცოცხლო მოთხოვნილებებს: ადამიანს არ უნდა აწუხებდეს შიმშილი, წყურვილი და სექსუალური დაუკმაყოფილებლობა. სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, ესთეტიკური იქნება ეს, ინტელექტუალური, ფიზიკური აქტივობისა თუ მეგობრებთან ურთიერთობისა, მას სრულფასოვნების, პიროვნული ღირსების განცდას უჩენს. მთისგან ან ზღვისგან მხოლოდ სიამოვნება რომ მივიღოთ, მათთან ურთიერთობისას ერთგვარი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. სიფრთხილე ყველაზე მეტად მათ მართებთ, ვინც ზომიერი კონტინენტური კლიმატის სარტყლიდან სამხრეთისკენ მიემგზავრება - შესაძლოა, მზის ან სითბური დაკვრა მიიღონ.

დიდი სიფრთხილეა საჭირო გარუჯვისას, როგორც ზღვაზე, ისე მთაში - ბოლო ხანს მზის აქტიურობამ საოცრად მოიმატა, ხოლო ოზონის შრის გათხელების გამო გაიზარდა რადიაციული ფონიც, ამიტომ დღის 12 საათის შემდეგ მზის აბაზანების მიღება სახიფათოა. რომ არ დაიწვათ, მზის სხივებს კანი თანდათანობით უნდა შეაჩვიოთ. გახსოვდეთ: დამწვრობას ათასგვარი გართულება შეიძლება მოჰყვეს. მზით დამწვრობა მხოლოდ კანისთვის როდია საზიანო - მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს მთელი ორგანიზმისთვის ძლიერი სტრესია. სტრესს წარმატებით ებრძვის საყვარელ ადამიანთან სიახლოვე, რაც ტვინში სიამოვნების ჰორმონების - ენდორფინების გამომუშავებას ასტიმულირებს. ამიტომაც არის, რომ მზით დამწვარ დამსვენებლებს სექსუალური ლტოლვა უძლიერდებათ. ულტრაიისფერი სხივები ააქტიურებს ზოგიერთი სასქესო ჰორმონის გამომუშავებას.

სწორედ ამის წყალობით არის, ადამიანს მგრძნობელობა რომ უმძაფრდება. ამასთანავე მზის სხივები სიხარულის ჰორმონის - სეროტონინის წარმოქმნასაც ააქტიურებს. მთიდან თუ ზღვიდან ყოველთვის ჩინებული განწყობით ვბრუნდებით. ჩვენი უსიამოვნებები, ნეგატიური ემოციები თითქოს უკვალოდ ქრება. ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობთ და გვეჩვენება, რომ გავახალგაზრდავდით კიდეც. იქნებ არც გვეჩვენება - ზღვასა და მზეს, მთასა და ტყეს მართლაც უამრავი სასიკეთო ეფექტი აქვს. იმატებს სასიცოცხლო ენერგია, სულიერი სიმტკიცე, თავდაჯერება, გვიბრუნდება ცხოვრების ხალისი. ამიტომ უნდა მოვახერხოთ, რამდენიმე დღით ან კვირით გავექცეთ ყოფით ერთფეროვნებას, ყოველდღიურ საზრუნავს და დავისვენოთ, განვიტვირთოთ, რათა დადებითი ემოციებით სავსე დავუბრუნდეთ პროფესიულ თუ საოჯახო საქმიანობას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსიქიკური განტვირთვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები