/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება
"მოდი, მეგობრებად დავრჩეთ"შესაძლებელია თუ არა თბილი ურთიერთობის შენარჩუნება განშორების შემდეგ?

მართალია თუ არა, როცა ყოფილი შეყვარებულები ამბობენ, რომ განშორების შემდეგ მეგობრებად დარჩნენ? განხეთქილებას ხომ ყოველთვის აქვს მიზეზი, ზოგჯერ - ძალიან სერიოზულიც? ხშირად ფრაზას: "მოდი, მეგობრებად დავრჩეთ" საპირისპირო ეფექტი აქვს: ერთმანეთს აღარ ურეკავთ, ცდილობთ, არსად შეხვდეთ, იყოფთ მეგობრებს... გულახდილად რომ ითქვას, ალბათ აჯობებდა, ერთმანეთისთვის გეთქვათ: "მოდი, მტრებად ვიქცეთ", - მაგრამ აღზრდა უფლებას არ გაძლევთ, ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვათ.

შესაძლებელია თუ არა სხვაგვარი სცენარი?

მამაკაცი, რომელთანაც დიდხანს გქონდათ კარგი ურთიერთობა, არ შეიძლება, ერთბაშად გახდეს თქვენთვის სრულიად უინტერესო, ერთბაშად გაქრეს თქვენი შინაგანი სამყაროდან. დაფიქრდით თუნდაც ყოფით ასპექტზე: თქვენი ყოფილი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ზედმეტი კითხვების გარეშე გამოეშურება თქვენკენ, რათა შეგიკეთოთ დაზიანებული მანქანა ან ბუქსირზე გამოგიბათ, დაგხვდეთ მატარებელზე ან აეროპორტში, დაგეხმაროთ ტვირთის გადაზიდვაში... ის დღისა თუ ღამის ნებისმიერ დროს მოგისმენთ და თქვენთან ერთად იფიქრებს, როგორ მოაგვაროს პრობლემა. ის თქვენ ძალიან, ძალიან კარგად გიცნობთ და შინაგანად გრძნობს, რა გჭირდებათ. მას ერთად შეიძლება გულიც გადაუშალოთ. ასეთი მაგალითი მრავლად არის ფსიქოლოგების პრაქტიკაში. სამწუხაროდ, იდილიის მიღწევაში ხშირად ხელს გვიშლის წყენა. დაიცავით მარტივი წესები და თავიდან აიცილებთ შეცდომებს. თუ განხეთქილებისა და განშორების შემდეგ გეჩვენებათ, რომ თქვენი ყოფილი მეუღლე ან შეყვარებული არარაობაა, თუ ვერ ხვდებით, როგორ გაძელით მის გვერდით ამდენ ხანს, ეს თქვენზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე მასზე. თქვენ ან თავიდანვე აირჩიეთ შეუფერებელი პარტნიორი, ან ახლა წყენა გაბრმავებთ. განშორებაში ბრალი მხოლოდ ერთს არასოდეს მიუძღვის. აჯობებს, თუ საერთოდ არ დაიწყებთ "დამნაშავეების" ძებნას, უბრალოდ, აღიარებთ, რომ ურთიერთობა ორივე მხარის შეთანხმებით დასრულდა. არსებობს საკითხები, რომლებზეც განშორების დროს მამაკაცთან საუბარი არ ღირს. კერძოდ, ნუ ეცდებით დაარწმუნოთ თქვენი ყოფილი, რომ ის არარაობაა; ნუ ეტყვით, რომ არასოდეს გყვარებიათ წრფელი გრძნობით. შესაძლოა, იმ წუთას მართლაც გქონდეთ ასეთი განცდა, მაგრამ შემდგომ აუცილებლად ინანებთ, რომ ცხელ გულზე უსიამოვნო სიტყვები წამოისროლეთ. რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ მიახალოთ, რომ ღალატობდით. ალბათ, განშორებისთანავე არ მოგინდებათ მისი ნახვა. დაგეხმარებათ დრო - ერთი თვის ან ერთი წლის შემდეგ თქვენ ისევ შეძლებთ შეხვედრას და საუბარს, ოღონდ საყვედურებზე არ უნდა გადახვიდეთ. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, დარჩეთ მეგობრებად, გქონდეთ ჩვეულებრივი, ნორმალური, ადამიანური ურთიერთობა, დაუნიშნეთ მას შეხვედრა რომელიმე კაფეში და სთხოვეთ პატიება ყველაფრისთვის. თუ ეყო ჭკუა და ტაქტი, წყენა გაპატიოთ და თავის მხრივაც მოგიბოდიშათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მასში არ შემცდარხართ - ის ნამდვილი მამაკაცია; მას თქვენდამი სერიოზული გრძნობა ჰქონია; მასთან სავსებით შესაძლებელია მეგობრობა. ასე რომ, განხეთქილების შემდეგ თბილი ურთიერთობების შენარჩუნება სავსებით რეალურია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მეექვსე გრძნობა

გამიგონია, რომ ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ უნარი, შეეტყოთ, რა მოელოდათ მომავალში. გვაქვს თუ არა ჩვენ შესაძლებლობა, განვავითაროთ ჩვენში ეს უნარი და არავითარი ნათელმხილველი არ დაგვჭირდეს?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

ინტუიცია - ეს არის უნარი, რომელიც ჩვენთან ერთად იბადება. ის ისევე თანდაყოლილია, როგორც ენების შესწავლის, აზროვნების, მუსიკის აღქმის ნიჭი. ინტუიცია არ არის ტალანტი, რომლითაც ადამიანთა მცირე ნაწილია დაჯილდოებული; ეს არის ნებისმიერი გონებრივი, ემოციური თუ ფსიქიკური პროცესის განუყოფელი ნაწილი. ყოველ წუთს, თუნდაც აი, ახლა, ჩვენ ინტენსიურად ვიღებთ ინფორმაციას, თუმცა ამას ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენ ინტუიციას ვიყენებთ ყველა პრაქტიკული გადაწყვეტილების მისაღებად, დაწყებული ყველაზე მარტივიდან - მაგალითად, რა მივირთვათ სადილად, დამთავრებული ყველაზე რთულით - რა პროფესია ავირჩიოთ ან ვის დავუკავშიროთ ჩვენი ცხოვრება. დავუშვათ, დღეს საღამოს განზრახული გაქვთ, ივახშმოთ ჩვეულებრივზე უფრო გვიან და ცდილობთ იპოვოთ გამოსავალი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ერთმანეთს შეუთავსოთ ოჯახის ყველა წევრის გემოვნება და ჯანსაღი კვების პრინციპები. მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თქვენი თვალთახედვის არეში ხვდება კომბოსტო. საზოგადოდ, მისგან კერძების მომზადება არ გიყვართ, მაგრამ ახლა რატომღაც სწორედ მას ჰკიდებთ ხელს... ვახშამზე კი აღფრთოვანებული დედისგან გესმით: "როგორ მიხვდი, რომ დღეს სწორედ ეს მესიამოვნებოდა?" ინტუიციის განვითარება, ისევე, როგორც მრავალი სხვა უნარისა, შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის განსაზღვრული წესით უნდა ვივარჯიშოთ.

რატომ ვერ ვაცნობიერებთ ინტუიციის ნაკარნახევს? - მიზეზი მარტივია: ის სხვა ენაზე "ლაპარაკობს". ინტუიციის ეფექტური გამოყენებისთვის მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უნდა მივმართოთ ისე, რომ ჩვენმა ცნობიერებამ იგი ჩვენთვის გასაგებ ენაზე გარდაქმნას. იმისთვის, რომ ეს არაცნობიერი პროცესი კონტროლს დავუქვემდებაროთ, საჭიროა, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. ის ხატები და წარმოდგენები, რომლებიც ინტუიციის საშუალებით იქმნება, ხშირად სიმბოლური და ფრაგმენტულია. იშვიათია, როცა ინტუიცია დასრულებული წინადადებებით ლაპარაკობს. "მეექვსე გრძნობა" უმეტესად ემოციური კონტაქტების სფეროში მჟღავნდება. მაგალითად, როცა ადამიანი შიშობს, რომ შესაძლოა, შემცირებაში მოჰყვეს და სამუშაო ადგილი დაკარგოს, ის თითქოს "უშვებს ინტუიციურ ანძებს" საფრთხის ნებისმიერი ნიშნის აღმოსაჩენად; ექიმები ინტუიციას გაუცნობიერებლად იყენებენ დიაგნოზის დასასმელად, ხოლო ბიზნესმენები - მომავალი ინვესტიციიდან შესაძლო მოგების შესაფასებლად.

ამქვეყნად არაფერია მნიშვნელობას მოკლებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით მომავალს სწორედ ახლა, ამ წუთას. ცნობილია შემთხვევა, როცა ერთმა მსახიობმა ქალმა გადაღების დროს უარი თქვა ფინჯან ყავაზე. მან იგრძნო, რომ ყავის ხსენებისას რღაც უცნაური განცდა დაეუფლა და ამიტომ არ დალია, თუმცა ყოველ სამუშაო დღეს რძიანი ყავით იწყებდა. მალე მთელი გადამღები ჯგუფი დიზენტერიით დაავადდა - რძე დაავადებული ძროხისა აღმოჩნდა...

mkurnali.geვარჯიში "წინასწარმეტყველებისთვის"

განმარტოვდით, მოეშვით, დახატეთ თქვენს წარმოდგენაში სცენარი, რომელიც ასახავს თქვენს მიზანს ან ოცნებას, გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი შეგრძნება.

გაიხსენეთ შემთხვევა თქვენი წარსულიდან, თუნდაც ბავშვობიდან, რომელიც თქვენს ოცნებას მომხდარის ლოგიკურ განვითარებად აქცევს. მაგალითად, თუ წიგნის გამოცემაზე ოცნებობთ, გაიხსენეთ, როგორ წერდით ლექსებს მოზარდობისას; თუ გსურთ, საკუთარი ბიზნესი გქონდეთ, წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ხართ, რომელიც მაღაზიობანას თამაშობს... შემდეგ კი წარმოიდგინეთ და დახატეთ საკუთარი თავი მომავალში, ოცნების ასრულების შემდეგ. დაფიქრდით, შეცვლის თუ არა ოცნება თქვენს ცხოვრებას, იგრძნობთ თუ არა თავს კომფორტულად. დაუკვირდით შეგრძნებებსა და განცდებს, რომლებიც ამ მომენტში გაგიჩნდათ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ფსიქოლოგია

არ ვიცი როგორ დავიწყო.ჩემს ქმარზე სულ იმას ვფიქრობ რომ არ უყვარვარ. არ არის აქტიური.მგონია ხან რომ ქალის სხეული არ მოწონს და კაცები იზიდავს.რადგან იყო სიტუაცია ბიჭი გამოიწვია თვალებით.ისე უყურებდა და მერე რომ ბედნიერწბისგან სულ იცინის და კარგ ხასიათზე დგება.მითხარით რომ ეს შეიძლება მკმეჩვენოს?მეუბნება რომ მეჩვენება.და ერთი შემთხვევა არ ყოფილა.იყო რამოდწნიმე.ჩემს სხეულს არ ეფერება ისე რომ მე ვიგრძნო ალერსი.რატომ ვჩერდები ასეთთან თუ ვიტანჯები?არ ვიცი ვერ ვამტკიცებ ჩემს ხედვას ან იქნებ მე მეჩვენება ზიგჯერ ეჭვი მეპარება.იქნება აკვიატებული მაქვს და მაგიტომ?რქტომ ხდწბა.ამ ფიქრებს იქამდე მივყავარ რომ სიცოცხლე არ მინდა.ერატ ფსიქოლოგთქნ გავიარე გასაუბრება და მან მირჩია დავშორებოდი და ცუდად გავხდი კაღამ ეს რომ მითხრა.ვერ ვდგამ ამ ნაბიჯს.მის დაკარგვას ასე ვიტტანჯო მირჩევნია ზოგჯერ მაგრამ დავიღალე.სულ ვეჩხუბები და მიზეზებს ვეუბნები რაც სინამდვილეში არის.მაგალითად ის რომ ბეჭედი არ მიყიდეს და ხელი არ მოვაწერეთ 2 წელია უკვე.რა გავაკეთო არ ვიცი.მითხქრიატ რამე გთხოვთ

კატეგორია : ფსიქოლოგია

-გამარჯობა, მაქვს პრობლემა როდესაც გარეთ გავდივარ ტვინი იწყებს იმაზე ფიქრს "ტვალეტი ხომ არ მინდა" და ამის გამო სადაც კი მივდივარ ვცდილობ მოვშარდო რადგან თუ სადმე მომინდა ოდნავადაც კი დავუშვათ საცობში მეწყება პანიკური ფიქრი და ვერ ვმართავ ჩემ ფიქრებს, გონება მეკეტება თითქოს, უკვე 1 წელზე მეტია ასე ვარ, უროლოგთან ვიზიტის შემდეგ ანალიზები ნორმაში მაქვს, ჰიპერაქტიული შადის ბუშტზე წამალი ვსვი და სამწუხაროდ არ მოქმედებს კარგად სავარაუდოდ ფსიქროლოგიური პრობლმეაა, მაინტერესებს ვის შეიძლება მივმართო და თუ არის რამე მედიკამენტი რამაც შეიძლება მიშველოს მაგალითად ანტიდეპრესანტები?

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები