/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

სკანდალური წვრილმანები

სკანდალური წვრილმანები
ფსიქოლოგთა აზრით, ყველაზე ხშირად კამათობენ ახალშეუღლებულები და წყვილები, რომლებიც ბავშვს ელოდებიან.

პირველნი ამგვარად უახლოვდებიან და შეიცნობენ ერთმანეთს, ხოლო მეორე შემთხვევაში ყველაფერი ჰორმონების ბრალია. თქვენ არც ახალდაქორწინებულები ხართ და, როგორც ჩანს, არც ბავშვს ელოდებით. მაშ, რა გაიძულებთ ქმართან მუდმივად საომარ მდგომარეობაში ყოფნას?

დაივიწყეთ და აკრძალეთ წყენა!

ალბათ, გარეთ ყველას უღიმით - კოლეგებს, ხელძღვანელობას, ხართ გაწონასწორებული და ყურადღებიანი, მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ უარყოფით ემოციებს კი საღამოს სახლში, ახლობლებთან აფრქვევთ. რა თქმა უნდა, საბაბს იოლად იპოვით - ხან დაგროვილი გასარეცხი ჭურჭელი გაგაღიზიანებთ, ხან ის, რომ პური არავის მოუტანია, ბავშვმა სკოლაში იჩხუბა ან ცუდი ნიშანი მიიღო, ძაღლმა სახლში კვლავ რაღაც გააფუჭა. ყველაფერში კი, რა თქმა უნდა, ქმარია დამნაშავე. მაგრამ თუ შინ სხვაგვარი განწყობით დაბრუნდებით, ალბათ უწესრიგობას თუ შინაურთა გამაღიზიანებელ ქცევას უფრო მშვიდად და იუმორით შეხედავთ. ნუ წამოიყოლებთ სახლში სამსახურებრივ პრობლემებს, ნურც თავად დაიმძიმებთ გულს და ნურც შინაურებს გაუფუჭებთ განწყობას - ისინი ხომ თქვენთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანები არიან. ისწავლეთ ყურადღების გადატანა. ამაში დაგეხმარებათ მარტივი ხერხი - ტანსაცმლის გამოცვლა, რომელიც რიტუალად უნდა აქციოთ: გაიხადეთ ტანსაცმელი, რომელიც ოფისში გაცვიათ, და მასთან ერთად მოიცილეთ მთელი უარყოფითი ენერგია, წყენა, გაღიზიანება, რომელიც სამსახურებრივი პრობლემებით არის გამოწვეული. თუ მძიმე დღე გქონდათ, უმჯობესი იქნება, თუ შინ შესვლისთანავე ეტყვით მეუღლეს: "დღეს ძალიან დავიღალე, მომეცით თუნდაც ნახევარი საათი, რომ დავისვენო და გონს მოვიდე". რა თქმა უნდა, ის გაგიგებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაინახავს, რომ ხანმოკლე დასვენების შემდეგ მშვიდად და სიამოვნებით გაესაუბრებით მას.

არავითარი გაურკვევლობა!

იქნებ მიჩვეული ხართ, ყველაფერი უკანასკნელ წვეთამდე მოითმინოთ, მიგაჩნიათ, რომ საყვარელი ადამიანი თვითონვე უნდა მიხვდეს, მისი საქციელით ნასიამოვნები ხართ თუ არა, სამაგიეროდ, როცა ნებისყოფა გიმტყუნებთ, წარმოუდგენელ სკანდალს აწყობთ... გარწმუნებთ: ამგვარ ტაქტიკას არავითარი გამართლება არ გააჩნია. ჯერ ერთი, უკანასკნელ წვეთად, ჩვეულებრივ, იქცევა ხოლმე სულელური წვრილმანი, რომელიც სინამდვილეში დავადაც არ ღირს. მეორე - მოთმინებაგამოლეული ადამიანი გამბრაზებელს უხსენებს ყველა ცოდვას, თანაც არა მარტო ძველსა თუ ახალს, არამედ მომავალსაც (!). და აი, მცირე გაუგებრობა, რომელიც ჯერ კიდევ ნახევარი საათის წინ შეიძლებოდა მშვიდად გარკვეულიყო, შესაძლოა განქორწინების მიზეზად იქცეს. ნუ დაიგროვებთ წყენას. უმჯობესია, მაშინვე გამოხატოთ. როცა ყველაფერს გაარკვევთ, გაუგებთ და აპატიებთ ერთმანეთს, შეთანხმდით, რომ სამუდამოდ დაივიწყებთ ამ სამწუხარო ინციდენტს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

გადადგით შემხვედრი ნაბიჯი

დარწმუნებული ხართ: საკმარისია, ერთხელ დათმოთ, რომ მეუღლე ანგარიშს აღარასოდეს გაგიწევთ. თქვენც კლდესავით იცავთ საკუთარ ინტერესებს, ზოჯერ - თქვენთვისვე საზიანოდ. ჩვეულებრივ, ასე იქცევიან ადამიანები, რომელთაც პიროვნული საზღვრები ჯერ კიდევ არ გაუვლიათ, კომპრომისი დამცირება და საკუთარი თავის ღალატი ჰგონიათ. გაარკვიეთ, რომელი საკითხებია თქვენთვის განსაკუთრებით პრინციპული და რა შემთხვევაში შეგიძლიათ დათმოთ თქვენი პოზიცია. დაინახავთ, რამდენად იოლი გახდება ქმართან შეთანხმება.

და კიდევ: რაც უნდა მოხდეს, ეცადეთ, ნეგატიურმა განწყობილებამ არ დაგიმორჩილოთ. ნებისმიერი სიტუაციიდან შესაძლებელია გამოსავლის პოვნა, თუ მას მშვიდად და გონივრულად მოძებნით.

ცნობისათვის: ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტი სიამოვნებით ასრულებს მამაკაცი საოჯახო საქმეებს, მით უფრო ბედნიერად გრძნობს თავს მისი მეუღლე. ფსიქოლოგებმა კიდევ ერთი საინტერესო კანონზომიერება აღმოაჩინეს: ასეთ მზრუნველ მამაკაცებს უფრო სრულფასოვანი და მდიდარი სექსუალური ცხოვრება აქვთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სკანდალური წვრილმანები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები