ღალატი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღალატი

თუ ასეთ უსიამოვნო სიტუაციას შეეჯახეთ, უნდა მიაგნოთ მომხდარის მიზეზს. სხვაგვარად როგორ მოაგვარებთ ურთიერთობას და სამომავლოდ აიცილებთ ღალატს?

მაინც რატომ გვატყუებენ მამაკაცები?

აი, ხუთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი:

1. კაცს სურს, აიმაღლოს თვითშეფასება

როგორ დავუმტკიცოთ მამაკაცთა ახალ კომპანიას „პროფვარგისობა“? ბევრს ამის საუკეთესო საშუალებად ღალატი მიაჩნია. რაც მეტ ქალს ჩაიწვენს ლოგინში, მით უფრო ემატება თავდაჯერება. ღალატის ეს ტიპი შეიძლება მავნე ჩვევებს მივაკუთვნოთ - ისინი ხომ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება კაცებს: მოწევა ამშვიდებს, ალკოჰოლი აბუნდოვანებს აღქმას. სხვა ქალთან სექსი კი მამაკაცს პირადი პრობლემების გადალახვას უადვილებს. მაგალითად, მაშინ, როცა ურთიერთსაპირისპირო გრძნობები ტანჯავს: ერთი მხრივ, სურს ყოვლისმომცველი სიახლოვე თქვენთან, მეორე მხრივ კი, უფრთხის თავისუფლების დაკარგვას. ამიტომაც დარბის აქეთ-იქით. ღალატში ეძებენ შვებას სუსტი ნებისყოფის, სხვის გავლენას დაქვემდებარებული მამაკაცები. ასეთი ქცევის მიღმა მტკიცე ფასეულობების უქონლობა, უსუსურობა იმალება.

რა ვიღონოთ?

თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, ხანგრძლივი ერთობლივი მუშაობა მოგიწევთ: მოიკრიბეთ მოთმინება და გამჭრიახობა, რომ გაარკვიოთ, რა აწუხებს მას, მერე კი ერთად იპოვეთ გამოსავალი.

2. სად ხარ, ჩემო საყვარელო?

გაგიგონიათ ოდესმე, როგორ ყვირის იმედგაცრუებული მამაკაცი, რომელმაც ვერ შეძლო სატრფოს გულის მონადირება? ალბათ, არა. იმიტომ რომ მამაკაცები, ჩვეულებრივ, არ ყვირიან. ისინი ჩუმად აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ, რომ ქალების ყურადღება მიიპყრონ. ღალატობენ კიდეც. ლოგიკა მარტივია: მამაკაცს მიაჩნია, რომ როცა სხვა ქალთან დაინახავთ, ინანებთ, რომ მის სიყვარულს არ აფასებდით და ეგებ ჰგონია კიდეც, რომ იბრძოლებთ მის დასაბრუნებლად. ზოგჯერ ღალატი თავისებური სიგნალია, რომლითაც მამაკაცი შველას ითხოვს. ის ამგვარად ცდილობს მიგახვედროთ, რომ დროა, ურთიერთობაში რაღაც შეიცვალოს, რათა დაბრუნდეს ადრინდელი გრძნობა და ვნება. „განა არ შეიძლებოდა ამის შესახებ ადამიანურად საუბარი?“ - იკითხავთ თქვენ. რა თქმა უნდა, უმრავლესობა ასეც იქცევა, თუმცა, კაცი ხშირად თვითონაც ვერ აცნობიერებს, რა არ მოსწონს ამ ურთიერთობაში.

როგორ მოვიქცეთ?

უთხარით თქვენს საყვარელ მამაკაცს, როგორ გატკინათ გული იმით, რომ ზემოქმედების სწორედ ასეთი გზა აირჩია და შეეცადეთ გაარკვიოთ, მაინც რას ეძებდა სხვა ქალის მკლავებში. ახალ შეგრძნებებს? მაინც როგორს? თუ მოინდომებთ, ალბათ შეძლებთ, თქვენს ურთიერთობას ფერები შემატოთ, ახალი განცდებით აავსოთ.

3. შურისძიება

ზოგიერთი კაცი ადვილად ვერ ივიწყებს წყენას, ბოღმიანია, თავმოყვარე. ამასთან, კაცების საზოგადოებაში მიღებულია, სამაგიერო გადაუხადონ მას, ვინც აწყენინა, ქალსაც კი, ოღონდ ამ შემთხვევაში ურტყამენ არა სახეში, არამედ ნერვებზე. ასეთი რა შეიძლება დააშავოს ახალგაზრდა ქალმა, რომ პარტნიორს შურისძიების სურვილი აღუძრას? მაგალითად, მოატყუოს ან აფიქრებინოს, რომ თვითონვე უღალატა. ამ შემთხვევაში მამაკაცი სამაგიეროს გადახდას ეცდება, თანაც მოინდომებს, დაუმტკიცოს ყველას და საკუთარ თავსაც, რომ ქალის საქციელს სრულიადაც არ აუღელვებია - ის საკუთარი თავის ბატონ-პატრონია და თვითონვე წყვეტს, ვისთან დაწვეს და ვისთან - არა. პრინციპი, „თვალი თვალის წილ“, განსაზღვრავს მის ქცევას.

რა მოვიმოქმედოთ?

თუ მართლაც მიეცით საყვარელ მამაკაცს ეჭვიანობის საბაბი, ესაუბრეთ გულახდილად, აუხსენით თქვენი ქცევის მიზეზი. გახსოვდეთ, მისი ღალატი არ არის ახალი სიყვარულის პოვნის მცდელობა, ეს შეურაცხყოფილი ადამიანის სასოწარკვეთილი ნაბიჯია. თუ ბრალი არაფერში მიგიძღვით, კარგად დაფიქრდით - ეჭვიანი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ამავე დროს შურისმაძიებელიც არის, არც სხვა დროს მოგასვენებთ თავისი ეჭვიანობით.

4. დასანანი შემთხვევითობა

კაცი მივლინებაში წავიდა, გაიცნო სასიამოვნო ახალგაზრდა ქალი, გაჩაღდა ხანმოკლე რომანი... ან კორპორაციული წვეულების შემდეგ კოლეგასთან ერთად გაეღვიძა... ასეთი ღალატი „შემთხვევითია“, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად გულსატკენია მისთვის, ვისაც უღალატეს.

რა ვქნათ?

ზოგჯერ მამაკაცი ყველაფერში „იმ ქალს“ ადანაშაულებს. ეს ნიშნავს, რომ ის მზად არ არის, პასუხი აგოს თავის გადაწყვეტილებებზე და, სავარაუდოდ, ვერც შემდგომ ითვირთავს პასუხისმგებლობას. მას არ შესწევს უნარი, დაუფიქრდეს თავის საქციელს და მის შედეგებს. თუ მამაკაცი აღიარებს შეცდომას და სინანულს გამოხატავს, ისღა დაგრჩენიათ, აპატიოთ. აგრძნობინეთ, რა ძლიერ ხართ შეურაცხყოფილი, ოღონდ ზედმეტი ისტერიკის გარეშე. იპოვეთ საკუთარ თავში ძალა და მიიღეთ მისი საქციელი როგორც უკვე მომხდარი ფაქტი, რომელსაც თქვენს პიროვნებასთან კავშირი არ აქვს - ის ხომ გეფიცებათ, რომ მხოლოდ თქვენ უყვარხართ.

5. კულმინაცია და კვანძის გახსნა

დაშორება ყოველთვის ადვილი არ არის. სიბრალულის ან ჩვევის გამო მამაკაცი აგრძელებს ერთ ქალთან შეხვედრას, მაგრამ მეორეზე ფიქრობს.

რა ვიღონოთ?

უნდა გაუშვათ, სასურველია, მშვიდობიანად, და აგრძნობინოთ, რომ ოთხივ კუთხით გზა ხსნილი აქვს. რა თქმა უნდა, ეს ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯერ კიდევ გიყვართ. მზად ხართ, აპატიოთ კიდეც, მაგრამ... საქმე ის არის, რომ მას პატიება არ სჭირდება - ურთიერთობის დასრულება სურს, ამიტომ კიდევ და კიდევ შეეცდება განხეთქილების პროვოცირებას. ტკივილს ამძაფრებს იმის ცოდნა, რომ მან უბრალოდ კი არ მიგატოვათ, არამედ სხვასთან მიდის. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალი გჯობიათ? ეცადეთ, მოიშოროთ ამგვარი ფიქრი - ურთიერთობა ასეთ მარტივ სიდიდეებზე არ დაიყვანება. უბრალოდ, მამაკაცი თვითონვე შეიცვალა და იპოვა ადამიანი, რომელთანაც ამ ეტაპზე სურს სიახლოვე. ეს შესანიშნავი მოტივია, თვითონაც შეიცვალოთ, თვალი გადაავლოთ თქვენს ურთიერთობებს, დამოკიდებულებებს, ფასეულობებს და გაიზარდოთ.