კვლევა: დაბერებასთან ერთად ადამიანი უფრო პოზიტიური ხდება
10-დან 85 წლამდე 10 000 ადამიანის ემოციური მგრძნობელობის ტესტირება.
ტესტის საშუალებით დგინდებოდა, რამდენად კარგად ავლენდა ადამიანი უმნიშვნელო ცვლილებებს (დაკავშირებულს შიშთან, შფოთთან, მრისხანებასთან და სიხარულთან) სახის გამომეტყველებით. ტესტი ასევე აჩვენებდა, სხვადასხვა ასაკის ადამიანები როგორ გამოხატავდნენ მგრძნობელობის ცვლილებებს გარეშე ემოციურ გამოვლინებებთან დაკავშირებით.
აღმოჩნდა, რომ სიბრაზის გამომეტყველება ყველაზე ძლიერად აღინიშნებოდა ადრეულ და საშუალო ყმაწვილობის ასაკში. ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც ახალგაზრდები მეტად არიან მიდრეკილები სოციალური მუქარის იმგვარი ფორმისადმი, როგორიცაა დაცინვა. სიბრაზისადმი მგრძნობელობის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩამოყალიბების ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი პრობლემებით. ასაკის მატებასთან ერთად შიშისა და სიბრაზისადმი მგრძნობელობა ქვეითდება, სამაგიეროდ სიხარულის ნიშნების გამოვლენის უნარი იგივე დონეზე რჩება.
ლალი ჩხიკვაძე