ოჯახი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არ მოქმედებს, მეგობრებთან შეხვედრები კი სიცოცხლეს 7 პროცენტით ახანგრძლივებს
საკვებს. აღმოჩნდა, რომ მარტოობაში სადილობა შეიძლება უარყოფითად აისახებოდეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ხოლო მეგობრების ან ნათესავების კამპანიაში ტრაპეზი ადამიანს ბედნიერების განცდაში ეხმარება.
იმისათვის, რომ გაერკვიათ რა ხდის ადამიანს უბედურს, სპეციალისტებმა გამოკითხვა ჩაატარეს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც საკვებს მარტო ღებულობდნენ, ბედნიერების დონე საშუალოზე 7,9 ქულით ნაკლები ჰქონდათ. ფსიქიკური მოშლილობა (დეპრესია, პანიკის შეტევები, კომპულსიური ქცევა, შფოთვითი მოშლილობა) ბედნიერების დონეს 8,5 ქულით აქვეითებდა. გარდა ამისა, სხვა ადამიანებთან ერთად საკვების მიღება მჭიდროდ იყო დაკავშირებული კეთილდღეობის დონის მაღალ მაჩვენებლებთან. სოციალური ქსელებსა და მესენჯერში ურთიერთობას იგივე ეფექტი არ აღმოაჩნდა.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ოჯახი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არ მოქმედებს, მაგრამ მეგობრებთან შეხვედრები სიცოცხლეს დაახლოებით 7% ახანგრძლივებს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობამ შესაძლებელია გაზარდოს სტრესის დონე, რაც თავის მხრივ დამღუპველად მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. სპეციალისტები ასევე ითვალისწინებდნენ ასაკსა და ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს.
ლალი ჩხიკვაძე