ტვინის სტიმულაცია შიზოფრენიით დაავადებულებს ჰალუცინაციებისგან იხსნის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტვინის სტიმულაცია შიზოფრენიით დაავადებულებს ჰალუცინაციებისგან იხსნის

70 %-ს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სხვადასხვა ხმა ესმის.

ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია წარმატებით ებრძვის სმენით ჰალუცინაციებს.

კვლევაში მონაწილეობდა შიზოფრენიით დაავადებული რამდენიმე ათეული პაციენტი. ისინი დაყოფილნი იყვნენ ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფის პაციენტები იღებდნენ ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციას, მეორე ჯგუფი კი - პლაცებო-სტიმულაციას. სპეციალისტები იყენებდნენ სპეციალურ შკალას სმენითი ჰალუცინაციების თავისებურებათა შესაფასებლად.

მკვლევარები ორი დღის განმავლობაში მაგნიტური სტიმულაციის ორ სეანსს უტარებდნენ გამოსაკვლევ პირებს. ამასთან, ექსპერიმენტული ჯგუფი იღებდა მაღალსიხშირულ მაგნიტურ იმპულსებს. სტიმულაციის სამიზნეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით არჩევდნენ. ასეთ უბანს თავის ტვინის საფეთქლის წილში არსებული მეტყველების ფუნქციასთან დაკავშირებული გარკვეული უბნები შეადგენდა.

როგორც გაირკვა – ტრანსკრანიალურმა მაგნიტურმა სტიმულაციამ საცდელი ჯგუფის პაციენტთა 34,6 %-ს შვება მოუტანა. საკონტროლო ჯგუფში კი დადებითი დინამიკა პაციენტთა მხოლოდ 9,1 %-თან აღინიშნა.

თინათინ გოცაძე