ავლიპი ზურაბაშვილი: "ქალები მამაკაცებზე დიდხანს ცოცხლობენ, განსაკუთრებით ქვრივები" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ავლიპი ზურაბაშვილი: "ქალები მამაკაცებზე დიდხანს ცოცხლობენ, განსაკუთრებით ქვრივები"

პაციენტები თურმე მოუთმენლად ელოდნენ ყოველ ორშაბათს, როდესაც საავადმყოფოში შემოვლას "პაპა" ავლიპი ატარებდა.

მასზე ლეგენდები დადიოდა. იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა და ხშირად იმჟამინდელ მაღალჩინოსნებს სიმართელეს პირში სწორედ ხუმრობით ეუბნებოდა და პასუხსაც ვერავინ სთხოვდა.

ცნობილია, რომ ბატონი ავლიპი უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც იყო და ხშირად ესწრებოდა პარტიულ კრებებს. ერთ-ერთ შეკრებაზე უთქვამს, - ჩვენი პარტია ბოლოკს მაგონებსო. ჰკითხეს, - რატომო? - გარედან წითელია და, რომ გაჭრა, შიგნიდან სულ თეთრიაო. ფსიქიატრიაო, იფიქრეს და ყველას გაეცინა...

პაპა ავლიპი, როგორც პარტიის წევრი, ყოველთვის ესწრებოდა ყრილობებს. სტატუსის მიხედვით მას პრეზიდიუმში ეკუთვნოდა ადგილი, თუმცა ყოველთვის იგვიანებდა და პირველ რიგში ჯდებოდა დელეგატებს შორის. როდესაც მიუთითებდნენ, ბატონო ავლიპ, თქვენი ადგილი ხომ პრეზიდიუმშია, ამობრძანდით ჩვენთანო, პასუხობდა, აქედან უკეთესად გაკვირდებითო.

ავლიპი ზურაბაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევიდან იყო. ერთხანობას საქართველოში ყველა ცნობილ პიროვნებას ასეთი პარტიული დავალება, ჰქონდა მიღებული - მშობლიური კუთხისთვის უნდა გაეკეთებინა რაიმე ღირსსახსოვარი. ამ მიზნით, სიღნაღის რაიკომმაც, პირველი მდივნის დიმიტრი გელაშვილის ხელმძღვანელობით სახელოვან ფსიქიატრთან შეხვედრა გამართა. ბატონი ავლიპი დაპირდა მსმენელებს, რომ იზრუნებდა რათა საკუთრივ სიღნაღის რაიონში აშენებულიყო 4 ფსიქიატრიული საავადმყოფო. დარბაზში სიცილის ხმა გაისმა.


ხელმძღვანელობა მიხვდა რომ სიტუაცია კომიკურ სახეს იღებდა, მდივანმა დაბალი ხმით უთხრა მომხსენებელს: ბატონო ავლიპე, 4 სავადმყოფო ჩვენისთანა პატარა რაიონისთვის ნამეტანია!

-რას ამბობ დიმიტრი, შეეპასუხა პაპა, მარტო 400 პაციენტი მე გელაშვილებში მყავს!

მასზე ანეკდოტებსაც ბევრს იგონებდნენ, რაზეც თურმე ძალიან ხალისობდა.

განსაკუთრებით პაპა ავლიპეს ამ ცნობილ ფრაზაზე ეცინებოდა ყველას: "მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, განსაკუთრებით, დედა და მამა."

ან კიდევ: "ქალები მამაკაცებზე დიდხანს ცოცხლობენ, განსაკუთრებით ქვრივები".

ასევე ავლიპე ზურაბაშვილის ნათქვამად მიიჩნევენ პასაუხს შკითხვაზე თუ სად მუშაობდა იგი: სამსახური თბილისში მაქვს, ბაზა გურიაშიო.

გიორგი მჭედლიშვილი