5 ფსიქიკურ პათოლოგიას ერთი გენეტიკური ბუნება აღმოაჩნდა
(აუტიზმს, ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომს, ბიპოლარულ აფექტურ დარღვევებს, დიდ დეპრესიულ დარღვევებსა და შიზოფრენიას) საერთო გენეტიკური რისკფაქტორები აქვს.
"ფსიქიატრიული გენომის კონსორციუმმა" (Psychiatric Genomics Consortium) 33 332 პაციენტისა და საკონტროლო ჯგუფის 27 888 მოხალისის გენების სკანირება მოახდინა. შედეგად მეცნიერებმა შეძლეს ოთხი ლოკუსის იდენტიფიცირება. როგორც მკვლევარები აცხადებენ, ეს გენები განთავსებულია მე-3 ქრომოსომის მოკლე მხარსა (3p21) და მე-10 ქრომოსომის გრძელ მხარზე (10q24). გარდა ამისა, ორ გენში გამოვლინდა ერთნუკლეოტიდური ცვლილებები (SNPs), რომლებიც თავის ტვინის უჯრედებში კალციუმის ტრანსპორტის მარეგულირებელი არხების შემადგენლობაში შემავალ ცილებს აკოდირებს (ეს გენებია CACNA1C და CACNB2).
ბიოქიმიური ანალიზით მეცნიერებმა ისიც დაადასტურეს, რომ ჩამოთვლილი 5 ფსიქიკური პათოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კალციუმის არხების აქტივობა.
როგორც კვლევის იტალიელი თანაავტორი, პროფესორი სმოლერა ალესანდრო სერეტი (ბოლონის უნივერსიტეტიდან) აცხადებს, "გენეტიკამ შესაძლოა გარდატეხა მოახდინოს როგორც დაავადებათა პრევენციაში, ასევე ახალი თაობის ფსიქოტროპული პრეპარატების შექმნაში".
თინათინ გოცაძე