რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
სამუშაო ადგილზე ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს ფსიქიკური პრობლემები აქვს
სამუშაო ადგილზე ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს ფსიქიკური პრობლემები აქვს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ გლობალურ პრობლემას ეძღვნება. 2017 წლის თემაა ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სამუშაო ადგილზე ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, 2010 წელს ფსიქიკურ ჯანდაცვაზე წლიური გლობალური ხარჯი 2.5 ტრილიონი აშშ დოლარი იყო და ეს რიცხვი 2030 წლისთვის 6 ტრილიონი აშშ დოლარი გახდება. მსოფლიო ბანკმა ფსიქიკური ჯანმრთელობა გლობალური განვითარების პრიორიტეტად გამოაცხადა.

დღეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქუთაისი პირველად
მასპინძლობს. კერძოდ, აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია, თემაზე: „ერთად - უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“; ვ. ანჯაფარიძის სახ. სკვერში კი,ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მხარდამჭერი აქცია ჩატარდება. მოეწყობა მუსიკალური წარმოდგენა სტუდენტების მონაწილეობით და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან, აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის
სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო ღონისძიების პარტნიორები არიან ”ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“.

თამარ ნეფარიძე

გაეცანით სტატიებს ფსიქიატრიის თემაზე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გაგაცნობთ რამდენიმე დასკვნას, რომელიც ეხება ინტერნეტდამოკიდებულებას და რომელიც მოხსენების სახით გაკეთდა
დეპრესიის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმს გარკვეული ნივთიერებები რეგულარულად უნდა მიეწოდებოდეს, რაციონი
ამერიკელმა ნეიროფიზიოლოგებმა გააანალიზეს სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩამდენი 50 პირის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სთხოვა, ფსიქიატრიულ
შიზოფრენიისათვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან აღსანიშნავია სმენითი ჰალუცინაციებიც. შიზოფრენიით დაავადებულთა დაახლოებით
ამ თემაზე კვლევა ჩატარდა 134 პაციენტის მონაწილეობით, რომელთაც თავისა და კისრის სხვადასხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადება
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის