მუდმივად შფოთვა მამაკაცებში ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

მუდმივად შფოთვა მამაკაცებში ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს

მუდმივად შფოთვა მამაკაცებში ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 16 000 მოხალისე. ამ პირებთან მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირდაპირი დამოკიდებულება კიბოსა და გენერალიზებულ შფოთვით ნევროზს შორის. საინტერესოა ისიც, რომ ამ გამოვლენილ დამოკიდებულებას კავშირი არ აქვს არც ფიზიკურ აქტივობასთან, არც მოწევასთან და არც სასმელების მიღებასთან. ისიც აღსანიშნავია, რომ მსგავსი კორელაცია ქალებთან არ შეინიშნებოდა.

ექსპერტთა მონაცემებით, სადღეისოდ უკონტროლო განგაში, მყარი შფოთვა (გარკვეული მოვლენებისა თუ
ობიექტებისგან დამოუკიდებლად), მუდმივად დაძაბულობა, რაც ნევროზულობასა და კუნთურ დაჭიმულობას განაპირობებს, პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 5 %-ს აღენიშნება. მეცნიერთა განცხადებით, ქრონიკული შფოთვა და ფსიქიკური დარღვევები იწვევს სტრესს, რომელიც თავის მხრივ საგრძნობლად ასუსტებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და სხვა ბევრი პათოლოგიის მსგავსად ავთვისებიანი დაავადების აღმოცენების მიზეზიც ხდება. სწორედ ამიტომაც
ბრიტანელი ექსპერტებისა და კვლევის მთავარი ავტორის, ოლივია რემესის განცხადებით, მკურნალმა ექიმებმა ყოველთვის უნდა დაუთმონ ყურადღება პაციენტების ფსიქოლოგიურ სტატუსს.

რატომ არ შეინიშნება ზემოთ აღნიშნული კორელაცია ქალებთან? ამ კითხვაზე რემესს ასეთი პასუხი აქვს - "ქალები ფსიქიკური დარღვევებისას გაცილებით ხშირად აკითხავენ ექიმ-სპეციალისტებს და მკურნალობენ, მამაკაცები კი პრობლემასთან თვითგამკლავებას ცდილობენ, მედიკოსებს არ მიმართავენ, რითაც ფაქტობრივად თავს იღუპავენ შემდგომში გავნითარებული სიმსივნური პათოლოგიების გამო!".

თინათინ გოცაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებს ნაადრევი სიკვდილის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ - აცხადებენ დანიელი ექსპერტები, რომლებმაც
მეცნიერებმა აღმოაჩინეს 10 გენი, რომელიც შიზოფრენიაზეა პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, ეს დაავადება ოჯახებს მოიცავს, რაც მემკვიდრულ
ქრონიკული სტრესი არა მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, არამედ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციობის
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
მეცნიერებმა შეისწავლეს "ადამიანთა ტვინის ფუნქციობა "ტეტრისის" თამაშის დროს და საინტერესო შედეგები მიიღეს.
ესპანელმა ფიზიოლოგებმა გაარკვიეს, რომ ადამიანის ემოციური მდგომარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაწლავურ
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად