ახალი წამალი, რომელიც დეპრესიისგან ძალიან სწრაფად კურნავს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

ახალი წამალი, რომელიც დეპრესიისგან ძალიან სწრაფად კურნავს

ახალი წამალი, რომელიც დეპრესიისგან ძალიან სწრაფად კურნავს
დეპრესიით დაავადებულ ბევრ ადამიანს არსებული ანტიდეპრესანტი არ შველის. ამიტომ სპეციალისტები ახალი, ეფექტური პრეპარატის შექმნას ცდილობენ და ერთი ნაბიჯიღა აშორებთ ამ საქმის კეთილ ფინალამდე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილ წამალს შეუძლია ძალიან სწრაფად განკურნოს ადამიანი დეპრესიისგან.

მეცნიერების თქმით, ახალი ანტიდეპრესანტი იმოქმედებს ტვინის გარკვეულ უბანზე. ამის წყალობით დეპრესიის სიმპტომები გაქრება. ადრე პიტსბურგის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მეტაბოლური დარღვევების გამოვლენასა და ადეკვატურ მკურნალობას შეუძლია ანტიდეპრესანტებისადმი გამძლე დეპრესიით დაავადებულთა ეფექტური მკურნალობა.

მეცნიერები ერთი წლის განმავლობაში ცდილობდნენ მძიმე დეპრესიით დაავადებული მოზარდის (ჰქონდა სუიციდის რამდენიმე
მცდელობა) განკურნებას. სწავლულებმა პაციენტს დაუდგინეს თავ-ზურგტვინის სითხეში ბიოპტერინის დეფიციტი. ბიოპტერინი არის ნეირომედიატორების სინთეზში მონაწილე ცილა. მოზარდს დეპრესიის სიმპტომები ბიოპტერინის დონის აღდგენისთანავე გაუქრა.

ამის შემდეგ მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა ანტიდეპრესანტებისადმი გამძლე დეპრესიით დაავადებული 33 ახალგაზრდა და 16 ჯანმრთელი ადამიანი. დეპრესიით დაავადებულთა 46%-ს ნეირომედიატორის მეტაბოლიზმის დარღვევა
გამოუვლინდა. მკურნალობის შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ დეპრესიით დაავადებულ ყველა ცდისპირს შეუმცირდა დაავადების სიმპტომები, ზოგ მათგანს კი საერთოდ გაუქრა.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 01-03-2017
მარი
წყარო?
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებს ნაადრევი სიკვდილის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ - აცხადებენ დანიელი ექსპერტები, რომლებმაც
მეცნიერებმა აღმოაჩინეს 10 გენი, რომელიც შიზოფრენიაზეა პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, ეს დაავადება ოჯახებს მოიცავს, რაც მემკვიდრულ
ქრონიკული სტრესი არა მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, არამედ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციობის
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
მეცნიერებმა შეისწავლეს "ადამიანთა ტვინის ფუნქციობა "ტეტრისის" თამაშის დროს და საინტერესო შედეგები მიიღეს.
ესპანელმა ფიზიოლოგებმა გაარკვიეს, რომ ადამიანის ემოციური მდგომარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაწლავურ
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად