რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
მშობლების დეპრესია ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს
მშობლების დეპრესია ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს
როგორც შესაბამისი გამოკვლევები ადასტურებს, ერთ-ერთი მშობლის დეპრესიის გამო ბავშვი შესაძლოა ჩხუბობდეს, ცრუობდეს, ნაღვლობდეს და შფოთავდეს. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მშობელს ექნება დეპრესია - იუწყება Psych Central-ი. უახლესი კვლევების თანახმად, მხოლოდ ქალები როდი იტანჯებიან ბავშვის დაბადების შემდეგ დეპრესიით (მოგეხსენებათ, ქალების უმრავლესობას მშობიარობისშემდგომი დეპრესია უტევს). თურმე მამაკაცებთანაც ბავშვის დაბადების შემდეგ დეპრესიის რისკი საგრძნობლად იმატებს, ანუ მამაკაცებს ცხოვრების სხვა ეტაპებთან შედარებით ამ პერიოდში უფრო ხშირად იპყრობს დეპრესია.
სპეციალისტებმა 200 წყვილის მონაცემი გააანალიზეს. შეაფასეს როგორც მშობიარობისშემდგომი დეპრესიის დონე ქალებთან, ასევე მათი დამოკიდებულება მეუღლეებთან და
მათი ბავშვის ქცევა. საყურადღებოა, რომ კვლევაში მონაწილე ყველა ამ წყვილს 3 წლის ასაკის პატარა ჰყავდა.
სპეციალისტებმა გაარკვიეს: განიცდიდა ბავშვი ყოველივეს შინაგანად (ანუ ნაღვლობდა და შფოთავდა) თუ ნეგატიურ ემოციებს აფრქვევდა (კონკრეტულად ჩხუბობდა ან ცრუობდა). აღმოჩნდა, რომ მშობლებს შორის ჩხუბზე მეტად ბავშვის ფსიქიკაზე ერთ-ერთი მშობლის დეპრესია უფრო
ნეგატიურად აისახებოდა. მკვლევარებმა 200 წყვილიდან ცალკე გამოყვეს ის წყვილები, რომელთა პატარებსაც განსაკუთრებული ქცევითი გამოვლინებანი აღენიშნებოდათ.

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გაგაცნობთ რამდენიმე დასკვნას, რომელიც ეხება ინტერნეტდამოკიდებულებას და რომელიც მოხსენების სახით გაკეთდა
დეპრესიის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმს გარკვეული ნივთიერებები რეგულარულად უნდა მიეწოდებოდეს, რაციონი
ამერიკელმა ნეიროფიზიოლოგებმა გააანალიზეს სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩამდენი 50 პირის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სთხოვა, ფსიქიატრიულ
შიზოფრენიისათვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან აღსანიშნავია სმენითი ჰალუცინაციებიც. შიზოფრენიით დაავადებულთა დაახლოებით
ამ თემაზე კვლევა ჩატარდა 134 პაციენტის მონაწილეობით, რომელთაც თავისა და კისრის სხვადასხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადება
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის