ფიზიკური დატვირთვა საძილე აბების ნაცვლად
ღამით უკეთესად რომ გვეძინოს, ხოლო დღისით უფრო მხნედ ვგრძნობდეთ თავს, დღეში 150 წუთი მაინც უნდა დავუთმოთ ვარჯიშს. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ იმ საკვლევ პირებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობდნენ, ღამით ღრმად ეძინათ, ხოლო დღისით არ უჩიოდნენ მოთენთილობას. მიღებული შედეგები მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქრონიკული დაღლილობისა და უძილობის ეპიდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა.
გამოკვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ორეგონის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ბრედ კარდინალმა, განაცხადა, რომ, ჩვეულებრივ, ფიზიკური ვარჯიში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის ინიშნება, თუმცა ფაქტია, რომ ის გაცილებით ფართო და მრავალმხრივ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. რეგულარულ ვარჯიშს შეუძლია საძილე აბების მაგივრობაც კი გასწიოს.