როცა ყიდვის სურვილი ავადმყოფობად იქცევა
ამ შემთხვევაში, საყიდლების გამო, ძლიერ ილახება ფინანსური მდგომარება, ფული სწრაფად იხარჯება, შესაბამისად შოპოგოლიკებს უჭირთ ვალების დაფარვა და კრედიტების გადახდა, ამასთან ვალები ზრდას განაგრძობს. თავისთავად კრედიტები, ზოგჯერ შფოთისა და დეპრესიის შეტევებსაც იწვევს. ხშირად შოპოგოლიკები ცდილობენ შოპინგთან დაკავშირებული პრობლემების დაფარვას. ასეთი სტრატეგიის შედეგს მივყავართ იზოლაციამდე და ტყუილამდე. დროთა განმავლობაში კრიზისი ღრმავდება, ირღვევა ადამიანთა შორის ურთიერთობები.
მეორეს მხრივ, შოპინგი, ზოგჯერ, ცუდი განწყობის, მარტოობის, დარდის საწინააღმდეგო ერთგვარი წამალიც კი შეიძლება გახდეს.
ლალი ჩხიკვაძე