ღვინო და ყურძენი დეპრესიისგან გიხსნით
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ რესვერატროლი - ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც ანთებით პროცესს აფერხებს, მღრღნელებში დეპრესიის განვითარებასაც უშლის ხელს. მეცნიერებს განზრახული აქვთ, კლინიკური კვლევა ჩაატარონ და ზუსტად შეაფასონ ამ ნატურალური ანთების საწინააღმდეგო საშუალების ეფექტურობა დეპრესიასთან ბრძოლის კუთხით. რესვერატროლი შედის წითელი ყურძნისა და წითელი ღვინის შემადგენლობაში. გარდა ამისა, არსებობს ამ ნივთიერების შემცველი საკვები დანამატები.
ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ რესვერატროლის წყალობით იცავს წითელი ღვინო სისხლძარღვებს დაზიანებისგან და აქვეითებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. გარდა ამისა, რესვერატროლს შეუძლია, თავიდან აგვაცილოს სიმსუქნე და დიაბეტიც.