ფსიქოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოზი

განასხვავებენ ფსიქოზის შემდეგ ფორმებს:

  • ჰალუცინაციურს;
  • ბოდვითს;
  • ჰალუცინაციურ-ბოდვითს;
  • აფექტურს;
  • დეპრესიულს;
  • მანიაკურს;
  • მანიაკურ-დეპრესიულს;
  • ალკოჰოლურს;
  • ისტერიულს;
  • შიზოაფექტურს და სხვა.

უკანასკნელ ხანს ბევრი ფსიქიატრი იზიარებს მოსაზრებას, რომ ფსიქოპათია დაავადება კი არა, პათოლოგიური ხასიათია, თანდაყოლილი ან შეძენილი ბიოლოგიურად არასრულფასოვანი ნერვული სისტემის შედეგად. ყოველივე ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს გენეტიკური ფაქტორებით, მშობლების ალკოჰოლიზმით, თანდაყოლილი სამშობიარო ტრავმებით, ორგანული დაავადებებით, ანდა ბავშვობაში გადატანილ მძიმე ორგანულ დაავადებებს უკავშირდებოდეს. ფსიქოპათის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს არახელსაყრელი გარემო, ფსიქიკური ტრავმები და მძიმე საყოფაცხოვრებო-მატერიალური პირობები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არასწორ აღზრდას. განასხვავებენ არასწორი აღზრდის 4 ძირითად ტიპს.

1. ჰიპერმზრუნველობა

მშობლები ზომაზე მეტ ყურადღებას იჩენენ ბავშვისადმი, გამუდმებით თავს ახვევენ მას საკუთარ შეხედულებებსა და აზრებს, თრგუნავენ მის დამოუკიდებლობას, ცდილობენ მისგან ვუნდერკინდის შექმნას. უდიდესი პოლონელი მეცნიერი, იანუშ კორჩაკი ამის თაობაზე წერდა: "შვილის დაკარგვის შიშით ჩვენ მას სიცოცხლეს ვართმევთ".

2. ჰიპომზრუნველობა

ბავშვი მშობლების აშკარა უყურადღებობას განიცდის. იგი თავად ზრდის საკუთარ თავს. მშობლები მისი აღზრდისთვის დროდადრო თუ მოიცლიან.

3. ოჯახის ნებიერა

პატარას აღმერთებენ, ყველა სურვილსა და კაპრიზს უსიტყვოდ უსრულებენ, ამართლებენ მის საქციელს, აქებენ და არ აჩვევენ შრომას.

4. კონკია

ბავშვს აკლია მშობლების ალერსი და ყურადღება. მას დასცინიან, სცემენ, ადარებენ სხვა ბავშვებს, არასერიოზულად ეკიდებიან მის სურვილებს, მიზნებსა და ოცნებებს.

ფსიქოპათთა გალერეა

ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ ყოველი ფსიქოპათი თავისებურად ფსიქოპათიურია და პათოლოგიის იმდენი ფორმა არსებობს, რამდენიც ფსიქოპათიით შეპყრობილი ადამიანი, თუმცა მაინც შეიძლება გამოიყოს ფსიქოპათიის ტიპური გამოვლინებები,  რომელთა მიხედვით ამ პათოლოგიის მქონე ადამიანები პირობითად შეიძლება შემდეგ ჯგუფებად დავყოთ:

აღგზნებადი ფსიქოპათები

ახასიათებთ თავშეუკავებლობა, სიფიცხე, ძლიერ მომთხოვნები არიან სხვებისადმი და ვერ იტანენ თავად მათი მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს. მათი რეაქციები ელვისებურია, "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" პრინციპის შესახებ არაფერი გაუგონიათ და არც არასოდეს მისდევენ მას. ძლიერ ვნებიანი, ძალაუფლებისმოყვარე, ჯიუტი, აზარტული პიროვნებები არიან.  აღფრთოვანება ადვილად ეცვლებათ სასოწარკვეთილებით და პირიქით. მათთვის დამახასიათებელია სიჯიუტე. მიზნის მისაღწევად არაფერზე დაიხევენ უკან. ფრანგი ფსიქიატრები მათ ტირანებს უწოდებენ, რომლებიც თანამიმდევრობით იპყრობენ ოჯახს, სკოლას, სასწავლო დაწესებულებასა და სამსახურს.


ასთენიური ფსიქოპათები

ასთენიური ფსიქოპათები თავიანთი ხასიათით ყველაზე მეტად საკუთარ თავს აზარალებენ, ისინი ზემგრძნობიარე და თავმოყვარე ადამიანები არიან, ეშინიათ სიბნელის  და გონებას კარგავენ სისხლის დანახვისას. ეშინიათ ყოველივე ახლის. ვერ იტანენ კამათს, მტკივნეულად რეაგირებენ უხეშ მიმართვაზე; როდესაც მათთან ხმას უწევენ, იბნევიან;  აწუხებთ არასრულფასოვნების კომპლექსი, რის გამოც უცხო საზოგადოებაში უხმოდ სხედან და არ იციან, რა მოუხერხონ ხელებს. ოჯახს ძნელად ქმნიან, მაგრამ დაახლოების შემდეგ ადამიანებისადმი უდიდეს მიჯაჭვულობას განიცდიან. არ ეშინიათ პასუხისმგებლობის, მაგრამ არ შესწევთ საკუთარი მოსაზრების დაცვის ძალა. ძალიან სჭირდებათ ქება, მფარველობა და მზრუნველობა.

ფსიქოასთენიკები

ისინი ძლიერ ჰგვანან ასთენიურ ფსიქოპათებს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ეჭვიანები არიან. ჯერ მოქმედებენ და მერე იწყებენ საკუთარ ქმედებათა ანალიზს: "სწორად მოვიქეცი თუ არა", "იქნებ სხვანაირად ჯობდა" და ასე შემდეგ. ძლიერ უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება - ვაითუ შეცდნენ, ამიტომ ხშირად მიმართავენ რჩევისთვის მეგობრებსა და ახლობლებს. ფსიქოასთენიკები აწმყოთი კი არა, წარსულითა და მომავლით ცხოვრობენ. ყველა უიღბლობას ოცნებითა და ფანტაზიებით აკომპენსირებენ. საკუთარ წარმოსახვებში ისინი ლამაზები, წარმატებულები არიან, სჩადიან საგმირო საქმეებს და უდიდეს სამეცნიერო აღმოჩენებს აკეთებენ.

პარანოიდი ფსიქოპათები

ფანატიკოსი გამომგონებლები, რეფორმატორები, მუდამ მოკამათენი, ძლიერ ეჭვიანი ტიპები არიან. ეგოისტებსა და პატივმოყვარეებს მუდამ კონფლიქტი ტანჯავთ გაზვიადებული თვითშეფასებისა და საზოგადოების მხრიდან მათი დამსახურებების არასათანადო დაფასების გამო. აქვთ დამახასიათებელი გარეგნობა: მაღლა აწეული თავი, სკეპტიკური გამოხედვა და დამოკიდებულება ყველაფრისადმი, ავტორიტეტების უღიარებლობა და დაუოკებელი კრიტიციზმი. ისინი დეკლარირებას უწევენ საკუთარ აზრებს და ყველა კითხვაზე მზა პასუხები აქვთ. ყველაფერი, რაც მათ ეწინააღმდეგება - არასწორია, შეცდომაა. უკომპრომისობის გამო ამ ტიპის ადამიანები ძნელად აღწევენ სოციალურ სიმაღლეებს. სხვისი აზრის გათვალისწინება მაღალი ინტელექტის პატრონებსაც კი უჭირთ. ისინი აფრთხობენ ახლობლებს, მათთან კარგი ურთიერთობის დიდი ხნით შენარჩუნება ძნელია. მათ შორის არიან სიმართლისთვის მებრძოლნი. ასეთები ხშირად იწვევენ გარშემო მყოფებში სიმპათიას.

ჰიპოთიმიკები და ჰიპერთიმიკები

ჰიპოთიმიკები მოწყენილი, სიტყვაძუნწი, საკუთარი თავით და გარშემო მყოფებით უკმაყოფილო ტიპები არიან, თუმცა ამ ნიღბის ქვეშ უმეტესად კეთილი, სხვათა სულიერი განცდების გამგები და თანამგრძნობი პიროვნება იმალება. ჰიპერთიმიკები გამოუსწორებელი ოპტიმისტები, უდარდელი, მხიარული ადამიანები არიან. ვერ იტანენ თავისუფლების შეზღუდვას. ხშირად არიან საზოგადოების სული და გული.

ეპილეპტოიდები

ისინი დესპოტური, ჭირვეული, ძალაუფლებისმოყვარე, ფიცხი, ეგოცენტრული ადამიანები არიან. ყველაფერში დამნაშავედ გარშემო მყოფებს მიიჩნევენ. ნებისმიერი უმნიშვნელო წვრილმანის გამო შეუძლიათ იჩხუბონ, იყვირონ, რამდენიმე საათი ვერ დაწყნარდნენ. ახლობლებისგან მათთან ლოლიავს ითხოვენ, თუმცა თავად გასაოცარი სიმკაცრით სჯიან შვილებსა და ცოლებს. თრთიან ძლიერის წინაშე და სუსტებს ტირანებივით ექცევიან.

შიზოიდები

გამოირჩევიან პარადოქსული ემოციურობით. მათში გაერთიანებულია, ერთი მხრივ, ჭარბი მგრძნობელობა, მეორე მხრივ - ემოციური სიცივე. მათ ორიგინალურებს, უცნაურებს, ექსცენტრიკულებს უწოდებენ. მათ ყურადღებას მხოლოდ ის საკითხები იპყრობს, რომლებიც აინტერესებთ. დანარჩენისადმი სრულ ინდიფერენტულობას ამჟღავნებენ. არაპრაქტიკულები არიან. არ შეუძლიათ ჩვეული საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა. რომელიმე ერთი ფორმის მატარებელი ფსიქოპათი იშვიათია. ასეთებს მოზაიკური ფსიქოპათები ჰქვიათ. ისინი რადიკალურად, გამოკვეთილად ატარებენ ფსიქოზის ამა თუ იმ ფორმისთვის დამახასიათებელ პიროვნულ თვისებებს. ორგანული დაავადებები და მდგომარეობები, რომლებსაც შეიძლება თან ახლდეს ფსიქოზი:

  • ტვინის სიმსივნეები, დემენცია, გაფანტული სკლეროზი, სარკოიდოზი,  ათაშანგი, ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონიზმი, სისტემური წითელი მგლურა, შიდსი, კეთრი, მალარია,  ლეიკოენცეფალოპათიის ზოგიერთი ფორმა, ენცეფალოპათია, ეპიდემიური პაროტიტი;
  • ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსისა და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი დარღვევა: ჰიპო- და ჰიპერკალციემია, ჰიპო- და ჰიპერნატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპო- და ჰიპერმაგნიემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოგლიკემია;
  • ციანკობალამინის დეფიციტი.