როგორია სტრესის ატიპური ნიშნები
ამის შესახებ განაცხადა ასიმ შაჰმა, ჰიუსტონის (აშშ) ბეილორის სამედიცინო კოლეჯის საზოგადოებრივი ფსიქიატრიის განყოფილების ხელმძღვანელმა
მან აღნიშნა, რომ სტრესის ატიპური ეფექტები მოიცავს:
- წონის ცვლილებას,
- თმის მოწიწკვნას,
- ფრჩხილების კვნეტას.
სპეციალისტმა განმარტა, რომ აკვიატებული ქმედებები არის კომპენსაციის მექანიზმი გაზრდილი ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში.
სტრესის დასაძლევად შაჰმა გვირჩია ფიზიკური აქტივობა და რელაქსაციის ტექნიკის დაწყება:
- მედიტაცია,
- ღრმა სუნთქვის ვარჯიშები,
- იოგა,
- სუფთა ჰაერზე სეირნობა,
- იუწყება Medical Xpress.
გონივრული კვება დაგეხმარებათ წონისა და კვების მართვაში სტრესის დროს. ჯანსაღი საკვები, რომელიც მდიდარია ნუტრიენტებით, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი, ცილოვანი საკვები და ჯანსაღი ცხიმების შემცველი საკვები მნიშვნელოვანია ფსიქო-ემოციური ჯანმრთელობისთვისაც.