რა არის ბიპოლარული აშლილობა
ჯანმრთელობის გარკვეულ აშლილობას, რომელიც იწვევს განწყობის ძლიერ ცვალებადობას, რომელიც მოიცავს ემოციურ ამაღლებებს, სახელწოდებით მანია ან ჰიპომანია, და ემოციების დათრგუნულობას, რომელსაც დეპრესია ეწოდება.
დეპრესიისას ადამიანი გრძნობს სევდას და უიმედობას, ხშირად კარგავს ინტერესს საქმიანობის მიმართ. მეორეს მხრივ, როგორც კი პაციენტი განიცდის მანიას ან ჰიპომანიას, ისინი ეიფორიულები, ენერგიულები და ხშირად გაღიზიანებულები არიან. განწყობის ასეთი ცვალებადობა გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებაზე, განცდაზე და ქცევაზე.
მანიის ერთი ეპიზოდი მაინც უნდა დადასტურდეს, რომ არა დეპრესიის, არამედ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაისვას.
განწყობის ცვალებადობის ეს ფაზები შეიძლება განვითარდეს იშვიათად ან თუნდაც რამდენჯერმე ერთი წლის განმავლობაში. ბევრი ადამიანი განიცდის გარკვეულ ემოციურ პერიოდებს ამ ეპიზოდებს შორის, ზოგი კი არ განიცდის არცერთს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიპოლარული დეპრესიის განკურნება რთულია, შესაძლებელია განწყობის ცვალებადობის გამო სიმპტომების მართვა. ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტების უმეტესობა ფსიქოთერაპიასთან ერთად განწყობის სტაბილიზატორის მედიკამენტებით მკურნალობს.
ბიპოლარული დეპრესიის სიმპტომები
ბიპოლარული აშლილობის რამდენიმე სახეობა არსებობს. ადამიანებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ მანიის ან ჰიპომანიის მინიმუმ 1 ეპიზოდი და დეპრესიის მინიმუმ 1 ეპიზოდი. სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს განწყობისა და ქცევის უეცარი ცვლილებები, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ბიპოლარული აშლილობა შეიძლება გამოვლინდეს ყველა ასაკში, ის ჩვეულებრივ დიაგნოზირებულია მოზარდებში. სიმპტომები განსხვავდება სხვადასხვა ადამიანში.
ბიპოლარული I - სულ მცირე ერთი მანიაკალური ფაზის არსებობა, დიდი დეპრესიული ფაზის წინ ან შემდეგ. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს რეალობისგან მოწტყვეტა ან ფსიქოზი.
ბიპოლარული-II - ძირითადი დეპრესიული ფაზა ჰიპომანიური ეპიზოდით, მაგრამ მანიაკალური ეპიზოდის გარეშე. ბიპოლარულ I-ში მანიაკალური ეპიზოდები მძიმეა, ხოლო ბიპოლარ II შეიძლება გამოიწვიოს უფრო ხანგრძლივი დეპრესიული ეპიზოდები. ბიპოლარული აშლილობა II არ არის I-ის მსუბუქი ვარიანტი, ეს ცალკე დიაგნოზია. პირველ შემთხვევაში თუ მთავარი დამანგრეველი ძალა მანიაა, მეორის დროს უფრო ხანგრძლივი და მძიმე დეპრესია აღინიშნება, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს.
ციკლოთიმური აშლილობა - ჰიპომანიის სიმპტომების რამდენიმე ეპიზოდი მინიმუმ ორი წლის განმავლობაში, ასევე დეპრესიული ეპიზოდები.
მანია და ჰიპომანია
მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული ტიპის ეპიზოდია, სიმპტომები მსგავსია. მანია არის უკიდურესი ფორმა და იწვევს პაციენტის პროფესიულ და სოციალურ ცხოვრებაში მზარდ პრობლემებს, ურთიერთობის შენარჩუნების სირთულეებთან ერთად. ასეთ ეპიზოდებს ასევე შეიძლება მოჰყვეს რეალობისაგან მოწყვეტა ან ფსიქოზი.
როგორც მანიის, ისე ჰიპომანიის ეპიზოდის დასადგენად აუცილებელია დადასტურდეს სამი ან მეტი ჩამოთვლილი სიმპტომებიდან:
- უჩვეულო მოუსვენრობა;
- აქტიურობის დონის მომატება;
- კეთილდღეობის გაზვიადებული განცდა (ეიფორია), გაზვიადებული თვითშეფასება;
- ძილის საჭიროების დაქვეითება;
- უჩვეულოდ ბევრი ლაპარაკი;
- სწრაფი ფიქრები;
- უყურადღებობა
დეპრესიული ეპიზოდი
ასეთი ეპიზოდისას შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომები, რომლებიც საკმარისად სერიოზულია, რათა გამოიწვიოს აშკარა სირთულეები რეგულარულ ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ შორის პროფესიულ, სოციალურ და პირად საქმიანობაში.
ეპიზოდი უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან მინიმუმ ხუთს:
დეპრესიული განწყობა სევდის, სიცარიელის ან უიმედობის გრძნობით. შეიძლება ასევე გამოვლინდეს როგორც გაღიზიანება მოზარდებში.
ინტერესიის აშკარა ნაკლებობა და სიამოვნების არარსებობა უმეტესი რეგულარული საქმიანობის მიმართ.
წონის აშკარა კლება აუხსნელი მიზეზით ან უეცარი და არანორმალური წონის მომატება, მადის დაქვეითება ან მომატება.
უძილობის ან გადაჭარბებული ძილის შემთხვევები.
აბსოლუტური მოუსვენრობა ან შენელებული ქცევა.
დაღლილობა და ენერგიის სრული დაკარგვა.
თვითშეფასების მკვეთრი დაქვეითება.
კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.
პრევენცია
ბიპოლარული აშლილობის პრევენციის დადასტურებული მეთოდი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მკურნალობა ადრეული სიმპტომებისთანავე, ნამდვილად გვეხმარება ბიპოლარული აშლილობისა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებაში.
მას შემდეგ რაც უკვე ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაისმება, გარკვეული სტრატეგიები დაგეხმარებათ მართოთ და შეამსუბუქოთ გარკვეული სიმპტომები.
აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ყველაზე მსუბუქ გამაფრთხილებელ ნიშნებსაც კი. ადრეული მკურნალობა დაგეხმარებათ ეპიზოდების გაუარესების პრევენციაში. დროთა განმავლობაში შესაძლებელია ბიპოლარული ეპიზოდების იდენტიფიცირება მათ გამომწვევ ფაქტორებთან ერთად. მიმართეთ ექიმს ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობთ, რომ შეიძლება დეპრესიისა და მანიის ფაზაში იყოთ. ჩართეთ ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც დაგეხმარებიან ამ გამაფრთხილებელი ნიშნების მოძებნაში.
შეწყვიტეთ ალკოჰოლის მოხმარება. ალკოჰოლი აუარესებს ბიპოლარული აშლილობის სიმპტომებს. ასევე მდგომარეობას ამძიმებს სტრესი და ტრავმა.
მედიკამენტის მოხმარების თვითნებური შეწყვეტა ან დანიშნულების დოზის დამოუკიდებლად შემცირება აუცილებლად გამოიწვევს სიმპტომების გაუარესებას. ბიპოლარული დეპრესია მოითხოვს, იყოთ ფრთხილად და შეიტანოთ ცვლილებები თქვენს ცხოვრების წესში, რათა გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება და, შესაბამისად, სიმპტომები. მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები ზუსტად ისე, როგორც მითითებულია. აუცილებელია იყოთ მიზანმიმართული და თანმიმდევრული, რომ ებრძოლოთ თქვენს წინაშე არსებულ პრობლემებს.