პაციენტს ოჯახის წევრები სიმულაციას აბრალებენ, მკაცრად ურჩევენ "თავი ხელში აიყვანოს" - სწორია თუ არა ასეთი მიდგომა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაციენტს ოჯახის წევრები სიმულაციას აბრალებენ, მკაცრად ურჩევენ "თავი ხელში აიყვანოს" - სწორია თუ არა ასეთი მიდგომა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს

- დაგვეთანხმებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდამ შფოთავენ. საამისოდ მათ ჩვენი აზრით ძალიან მცირე მიზეზიც ჰყოფნით. "გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა" - ხშირად ასეთ დიაგნოზს სვამს ექიმი. რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს აღნიშნული მდგომარეობა?

- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისას ადამიანი დროებით თითქმის სრულიად კარგავს შრომის უნარს, ერღვევა ძილი. ყურადღებას იპყრობს ვეგეტატიური გამოვლინებებიც - დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვითარდება ტაქიკარდია ანუ გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, ტრემორი, პირის სიმშრალე, თავბრუხვევა, შარდის შეკავება ან, პირიქით, გახშირებული შარდვა, ფაღარათი. ღამით, ძილის დროს, პაციენტი ძლიერ ოფლიანდება და იძულებული ხდება, რამდენჯერმე გამოიცვალოს თეთრეული. განსაკუთრებით თვალში საცემია თავის ოფლიანობა და ბალიშის დასველება. დაავადების დიაგნოსტიკასა და შემდგომ მონიტორინგს ატარებს ფსიქიატრი.

- რა განაპირობებს გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას, როგორ ვითარდება ის?

- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ერთბაშად არ იწყება. ეს არის პროცესი, რომელიც ნელ-ნელა, თვეების განმავლობაში ვითარდება. რა თქმა უნდა, მდგომარეობას საფუძვლად უდევს თავის ტვინის, ნერვული სისტემის სტრუქტურებში აღმოცენებული ნატიფი ცვლილებები, თუმცა მათი დეტალური განხილვა მკითხველთათვის ნაკლებად საინტერესო იქნება.

- როგორია მკურნალობის ტაქტიკა შფოთვითი აშლილობის დროს?

- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისას აუცილებელია, ფსიქიატრმა ჩაატაროს საკმაოდ ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობა. რაც მთავარია, ასეთი მკურნალობა ეფექტურია. დღეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არის უამრავი თანამედროვე მედიკამენტი. თუ ისინი კვალიფიციურმა ექიმმა დანიშნა, შესაძლოა, დაავადების სიმპტომატიკა მალე მოიხსნას და პაციენტმა თავი კარგად იგრძნოს.

- "სტრესი", "ნევროზი", "დეპრესია" - ბევრს ასეთი დიაგნოზი არაფრად მიაჩნია, რადგან პაციენტს არც გულის დაავადება აღმოაჩნდა, არც სიმსივნე... არის შემთხვევები, როცა ავადმყოფის ახლობლები ამ სიტყვების გაგონებისას ექიმის კონსულტაციასაც აღარ თვლიან საჭიროდ და პაციენტის მიმართ პრეტენზიაც კი უჩნდებათ. "ხომ ხედავ, არაფერი გჭირს!" - გაისმის საყვედურით სავსე სიტყვები. ადამიანს, რომელიც თავისი ავადმყოფობით ირგვლივ მყოფებს აწუხებს, ახლობლები თავს დასტრიალებენ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ თავის თავში ჩაკეტილ პიროვნებას, რომელიც უსიტყვოდ განიცდის საკუთარ მდგომარეობას. რა შეიძლება მოჰყვეს ამ მდგომარეობათა იგნორირებას და სათანადო დახმარების გარეშე პაციენტის დატოვებას?

- სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს პაციენტის ოჯახის წევრები სათანადოდ ვერ აფასებენ ავადმყოფის მდგომარეობას და მას სიმულაციას აბრალებენ; ეუბნებიან, რომ არაფერი სჭირს და ურჩევენ, ზოგჯერ მკაცრადაც სთხოვენ, "თავი ხელში აიყვანოს", "გუნებაზე მოვიდეს". ასეთი მიდგომა არასწორია. ადამიანს "გუნებაზე მოსვლა" რომ შეეძლოს, ამას გააკეთებდა კიდეც. სწორედ ამიტომ ჩვენ ხშირად ვუხსნით პაციენტთა ოჯახის წევრებს, რომ ავადმყოფს თანადგომა და თანაგრძნობა სჭირდება და არა დატუქსვა და კატეგორიული ტონი. ჩივილების იგნორირებისას გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და დეპრესია ღრმავდება, პაციენტი თავს უარესად გრძნობს, სათანადო მკურნალობისას კი თანამედროვე საშუალებების წყალობით მდგომარეობა დროულად გამოსწორდება.